დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 დეკემბრის №2-765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016985 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 დეკემბრის №2-765 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2025, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016969) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
|
1.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. მათი უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 4. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსი. 5. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და წარმართავს მის საქმიანობას; ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე; გ) დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს წახალისების საკითხებს და განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობას; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს; ზ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს ფულად სახსრებს და სააგენტოს შემოსავლებს. კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვაზე; ი) ხელს აწერს სალიცენზიო/სანებართვო/სარეგისტრაციო მოწმობებს. ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; კ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს; ლ) სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს; მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ნ) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს; ო) ამტკიცებს სააგენტოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს; პ) შუამდგომლობს სააგენტოს თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ჟ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
2.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) რეაგირების სამმართველო.“. |
3.
მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები