„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025697
148
03/04/2026
ვებგვერდი, 07/04/2026
010220020.10.003.025697
„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148 

2026 წლის 3 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის №214 დადგენილებაში (www.mats­ne.gov.ge, 03/07/2024, 010220020.10.003.024608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარე;“.

2. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;“.

3. „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;“.

4. „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;“.

5. „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;“.

6. „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე