“სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემტა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 329/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 175, 28/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.748
  • Word
329/ნ
28/12/2006
სსმ, 175, 28/12/2006
470.230.000.22.035.009.748
“სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემტა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.748

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №329/ნ

2006 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მა­ი­სის №142/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.06.2005 წ., №66, მუხ. 696) დამტკიცებულ „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგ­რამის მომსახურების ხარჯი შეადგენს 2937.1 ათას ლარს.

ათასი ლარი

1

მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განსაზღვრული მეთოდოლოგიის ფარგლებში, განმეორებითი ვიზიტები და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები

დაქირავებული სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება

2080.8

2

მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების განაცხადებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ტექნიკური დამუშავება და სიღატაკის ფორმულის გამოყენებით მონაცემთა ბაზაში რანჟირება

მონაცემთა ბაზის ფორმირების ფარგლებში დაქირავებული ოპერატორებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება

366.7

3

კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გადასახადი

489.6

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 14 დეკემბრიდან.

ლ. ჭიპაშვილი