სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ

სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 03/04/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016224
98
03/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
310020000.55.067.016224
სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №98

2026 წლის 3 აპრილი

ქ. ბათუმი

 

სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის   62-ე მუხლისა და 69-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  – საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს  დებულების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-4  მუხლის მე-2 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესი.“
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

 

სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესი“ (შემდეგში – წესი) შემუშავებულია  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში – კანონი)  შესაბამისად.

2. ეს წესი  განსაზღვრავს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  (შემდეგში – სააგენტო) მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის განხორციელების წესსა და პროცედურას, საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილე პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოკვლევა – ყველა სახის ფაქტების შეგროვება და ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილ არაკომპეტენტურობასთან, უკანონო ქმედებასთან ან უშიშროების ზომების უგულებელყოფასთან;

ბ) სერტიფიკატის მფლობელი – პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაცემულ სერტიფიკატს;

გ) დარღვევა – სერტიფიკატის მფლობელის მიერ არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება და უმოქმედობა;

დ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ინტერესი, უფლება ან ლეგიტიმური მოლოდინი მოკვლევის შედეგისადმი.

მუხლი 3. მოკვლევის დაწყების საფუძველი

1. მოკვლევის დაწყების საფუძველია  სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის სავარაუდო დარღვევის ფაქტი.

2. სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა შეტყობინების/განცხადების  საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

3. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ფაქტის აღწერას, დროს, ადგილს, მონაწილე პირებს და შესაძლო რისკებს, ასევე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც კავშირშია დარღვევის ფაქტთან.

4. სააგენტო, საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე. 

მუხლი 4. მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

1. სააგენტო შეტყობინების/განცხადების დასაშვებობის საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სააგენტოს უფლებამოსილია უარი თქვას  საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:

ა) შეტყობინება/განცხადება არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;

ბ) არ არსებობს მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

მუხლი 5. მოკვლევის  წარმოების ზოგადი პროცედურა

1. მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება მოკვლევის ჯგუფი მინიმუმ 3 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაში შესაძლოა მოწვეულ იქნეს ექსპერტი.

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის განხორციელებისთვის. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

3. მოკვლევის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურის დაცვა და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1. მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) შეაგროვოს ცნობები საქმესთან დაკავშირებით;

ბ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს;

გ) მიიღოს ახსნა-განმარტებები საქმის გარემოებათა დასადგენად.

3. სააგენტო მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხე სუბიექტს(ებს) და ატყობინებს მას/მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე.

4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოკვლევის პროცესში წარმოადგინოს წერილობითი განმარტება და მტკიცებულებები.

5. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირების ზეპირი გამოკითხვის პროცესში, ახსნა-განმარტების მიმდინარეობის ვიდეო/აუდიო ჩაწერა განახორციელოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რომელიც უნდა განხორციელდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 7. საქმის მოკვლევის ხანგრძლივობა

1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს სამი თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ექვს თვემდე.

3. სერტიფიკატის მფლობელს, რომლის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდება სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტების მოქმედება. მოკვლევის დასრულების შემდეგ, დარღვევის ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში, აღნიშნული შეჩერების პერიოდი მეზღვაურს  ჩაეთვლება დაკისრებული სანქციის ვადაში.

მუხლი 8. მოკვლევის ანგარიში

1. მოკვლევის შედეგად მზადდება მოკვლევის ანგარიში, რომელიც შეიცავს:

ა) დადგენილ ფაქტებს;

ბ) მტკიცებულებათა ანალიზს;

გ) დასკვნას დარღვევის არსებობის/არარსებობის შესახებ და შესაბამის სანქციას.

2. თუ მოკვლევის ჯგუფის რომელიმე წევრი არ ეთანხმება მოკვლევის შინაარს, ვალდებულია ანგარიშს  დაურთოს დასაბუთებული განსხვავებული მოსაზრება. აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს  მოკვლევის ანგარიშის განუყოფელ ნაწილს.

3. მოკვლევის ანგარიშის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას, გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მუხლი 9. გამარტივებული მოკვლევის წესი

1. ნაოსნობის სტაჟის, განათლების დიპლომის ან კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნამდვილობის ფაქტის დარღვევის შემთხვევაში  მოკვლევა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული მოკვლევის წესით.

2. გამარტივებული მოკვლევა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს სერტიფიკატის მფლობელს სავარაუდო დარღვევის შესახებ და განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, წერილობითი განმარტების წარმოსადგენად.

4. გამარტივებული მოკვლევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. წარმოდგენილი მასალების შეფასების საფუძველზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ადგენს დასკვნას, რომლის საფუძველზე სააგენტოს დირექტორი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. ნაოსნობის სტაჟისა და კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნამდვილობის ფაქტის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას, მეზღვაურზე გაცემული დოკუმენტების 3-დან 6 თვემდე შეჩერების თაობაზე.

6. განათლების დიპლომის ნამდვილობის ფაქტის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას, მეზღვაურზე გაცემული დოკუმენტების გაუქმების თაობაზე.


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე