დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკციების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტყრის 20006 წლის 10 მაისის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 808 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 175, 28/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.020.22.027.009.721 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.22.027.009.721
საქართველოს იუსტიციის
�მინისტრის ბრძანება №808
2006 წლის 27 დეკემბერი
�ქ. თბილისი
�სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
��� მუხლი 1.
�სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანებით დამტკიცებული �სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესში� (სსმ III, 2000 წ., №42, მუხ. 379) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��5. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს როგორც ფასის (ქირის), ისე ამორჩევის სხვა კრიტერიუმის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში კომისიამ უნდა დაადგინოს ღირებულების ზღვარი და განსაზღროს ამორჩევის სხვა კრიტერიუმები. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეების მიერ შემოთავაზებულ იქნა თანაბარი პირობები, კონკურსი გრძელდება თანაბარი პირობების შემომთავაზებელ მონაწილეებს შორის საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე, ასეთ შემთხვევაში მონაწილეებს შორის პაექრობა მიმდინარეობს ფასზე, რომლის დროსაც გამოიყენება ამ წესით აუქციონის ჩატარებისათვის დადგენლი პროცედურა. მონაწილის მიერ განმეორებით შემოთავაზებული პირობა არ უნდა იყოს მის მიერ ადრე შემოთავაზებულ პირობაზე ნაკლები.�.
2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. მიწის ფასი დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ, რომელიც არ უნდა იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე ნაკლები და რომელიც აისახება მიწის პირდაპირი განკარგვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში.�.
��� მუხლი 2.
� ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები