დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120020000.10.003.025684 |
|
„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2018, 120020000.10.003.020819) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის დებულებისა და ინფორმაციის მართვის წესის“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციით (1982), ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1974, შესწორებული), ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1979), საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (2004), მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1978), ნავთობით გაჭუჭყიანებისაგან მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1969, შესწორებული), ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (MARPOL) (1973, შესწორებული), მოძრავი სატელიტური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1976), „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“. 2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“. 3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.“. 4. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშვიდობიან პერიოდში ცენტრი დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებს მორიგეობას, რომელშიც ჩართულნი არიან სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სხვა მონაწილე უწყებების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი წარმომადგენლების/ექსპერტების ჩართვა სამორიგეო საქმიანობის შესრულებაში.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (მათ შორის, სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს), უწყებათშორის საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 5. №1 დანართის: ა) №1 ცხრილის: ა.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
ბ) №2 ცხრილის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათაშორის საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები