დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1479-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.05.001.103029 |
|
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300010000.05.001.020884) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით. 2. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საქსტატის მიერ საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; გ) მე-5−მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1479-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები