დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39/2006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 26/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.030.15.008.009.719 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2006 - 11/01/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.009.719
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №39/2006
2006 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები:
ა) საოქმო-სარეგისტრაციო;
ბ) იურიდიული;
გ) საორგანიზაციო;
დ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის;
ე) ეკონომიკური;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო;
ზ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების (კადრების);
თ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა თანამდებობებია:
ა) ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი;
ბ) სამსახურის უფროსი;
გ) მთავარი ბუღალტერი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი;
ზ) ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწე;
თ) ცესკოს წევრის თანაშემწე.
3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა (გარდა ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების და ცესკოს წევრის თანაშემწეებისა) უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი სამსახურის დებულებით.
4. ცესკოს ხელმძღვანელი პირებისა და ცესკოს წევრის თანაშემწეების უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სამსახურები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
4. დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი
1. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველს საკონკურსო კომისიის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველის უფლებამოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ცესკოს აპარატის სამსახურების საერთო ვალდებულებები
1. ცესკოს აპარატის სამსახურები ხელმძღვანელო-ბენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სამსახურის დებულებით, რომელსაც სამსახუ-რის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.
2. ცესკოს სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საკონკურსო კომისიის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამსახურის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და ცესკოს წევრთა დავალებებს, რომელიც ამ სამსახურის კომპეტენციაში შედის.
3. ცესკოს ყველა სამსახური:
ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;
ბ) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურს;
გ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური
საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური:
ა) აწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;
გ) უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას ხელმოწერიდან (მიღებიდან) ერთი დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების მიზნით;
დ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;
ე) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ცესკოს არქივში განთავსებას და შენახვას;
ვ) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
ზ) ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად;
თ) ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას საარჩევნო ოლქებში;
ი) ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;
კ) რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;
ლ) მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ნ) ამრავლებს მასალებს კომისიის სხდომებისათვის;
ო) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
7. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების (კადრების) სამსახური
ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების (კადრების) სამსახური:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცესკოს საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს ცესკოს დასამტკიცებლად;
ბ) ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) აწარმოებს და ინახავს აპარატის თანამშრომლებისა და კომისიის წევრების პირად საქმეებს;
დ) უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას;.
ე) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
ვ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) გეგმავს და იურიდიულ სამსახურთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სასწავლო სემინარებს, კონსულტაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისათვის, დამკვირვებლებისათვის, მოსამართლეებისათვის, ეკონომიკურ სამსახურთან ერთად ახორციელებს საფინანსო ტრენინგებს;
თ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას;
ი) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კანდიდატურებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებად;
კ) თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ლ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.“.
81. მე-13 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
82. მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადასცემს ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურს და მისგან იღებს საჭირო ინფორმაციას;“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
9. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) არეგულირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ურთიერთობას პრესასთან და საზოგადოებასთან;
ბ) გეგმავს და ორგანიზაციას უწევს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) გასცემს ინფორმაციას ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ორი დღისა;
ე) წარუდგენს კომისიის მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულების პროექტს;
ვ) კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან;
ზ) გეგმავს და უზრუნველყოფს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებს;
ი) ზედამხედველობას უწევს დამტკიცებული პროექტების შესრულებას;
კ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრებს/მოლაპარაკებებს;
ლ) წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას;
მ) ზედამხედველობას უწევს აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
ნ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.“.
11. 191 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.“.
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საქმეთა წარმოება
1. ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყონებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
5. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლი გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა ამოქმედდეს 2007 წლის 30 იანვარს.
მუსლი 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ჩალაგაშვილი
თავმჯდომარის მოადგილე
გ. მჭედლიძე
კომისიის მდივანი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 11 იანვრის დადგენილება №1/2007 - სსმ III, 12.01.2007, №5, მუხ.36
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები