დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016594 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016471) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ე) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები