დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ლაშა ბერიძე N008-26) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო შეტყობინება
აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე |
2026 წლის 31 მარტი
|
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)
დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13 ელფოსტა: info@pqa.ge ვებსაიტი: www.pqa.ge ტელეფონი: 577783434 კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273) მოვალე/მესაკუთრე: ლაშა ბერიძე (პ/ნ: 26001031877); მისამართი: ლანჩხუთი, სოფელი ლესა, მე-2 ქუჩა №12
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჯაროდ ვატყობინებთ მოვალე/მესაკუთრე: ლაშა ბერიძეს: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპისა“ და, მეორე მხრივ, ლაშა ბერიძეს შორის 2025 წლის 17 დეკემბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N GCLIPO-PT005411-2025. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (GCL-IPO-PT005411-2025/01) 13.4.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 24 მარტის განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საჯარო აუქციონის N: 008-26 უძრავი ქონების რეკვიზიტები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლესა, მე-2 ქუჩა N12 (საკადასტრო კოდი: 27.10.45.128) აუქციონის ჩატარების დრო: 08.04.2026 წლის 15:00 სთ-დან, 15.04.2026 წლის 15:00 სთ-მდე. აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“ უძრავი ქონების საწყისი ფასი: 63 739.34 ლარი; უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2382.00 კვ/მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი, გარემონტებული სახლი, ქონება მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში.
სპეციალისტი: შპს პირველი ქართული აუქციონის დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები