დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 324/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 175, 28/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.035.009.715 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.035.009.715
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №324/ნ
2006 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
1. „სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის ორგანიზაციის სრულყოფა-ოპტიმიზაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 ოქტომბრის №132/ნ ბრძანება.
2. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №275/ნ ბრძანება.
3. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №274/ნ ბრძანება.
4. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, დემოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 12 მარტის №97/ნ ბრძანება.
5. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანება.
6. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 8 ივნისის №223/ნ ბრძანება.
7. „საქართველოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების დამტკიცების და დაფინანსების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 27 ივლისის №279/ნ ბრძანება.
8. „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 თებერვლის №49/ნ ბრძანება.
9. „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების ზედა ზღვრული ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 30 მაისის №164/ნ ბრძანება.
10. „უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების გაცემის წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №69/ნ ბრძანება.
11. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული უმწეოთა სოციალური დახმარების ფონდიდან ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 მაისის №87/ო ბრძანება.
12. „სამკურნალო საშუალებების კლინიკური შესწავლისათვის“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ 1994 წლის 15 აგვისტოს დამტკიცებული ინსტრუქცია.
13. „საქართველოს რესპუბლიკაში წამალთა და „პარასამკურნალო საშუალებათა“ რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ 1994 წლის 6 ივნისს დამტკიცებული დროებითი დებულება.
14. „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1994 წლის 10 მაისის №125/ო ბრძანება.
15. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ 1995 წლის 22 მარტს დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის დებულება“.
16. „აფთიაქში (სააფთიაქო მაღაზიაში) სარეალიზაციოდ ნებადართული ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვაზე სპეციალური ლიცენზიის გაცემის დროებითი წესები“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1994 წლის 28 ოქტომბრის №362/ო ბრძანება.
17. დებულებები „საქართველოში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების შესახებ“ (დანართი №1), „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის შესახებ“ (დანართი №2), „სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის შესახებ“ (დანართი №3) და „სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ინსპექციის ტიპიური დებულების შესახებ“ (დანართი №4)“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 ივნისის №219/ო ბრძანება.
18. „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №58/ო ბრძანება.
19. „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №59/ო ბრძანება.
20. „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 8 ივლისის №250/ო ბრძანება.
21. „უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და მათთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ხელშეკრულებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის წესის და მათი სოციალური დაცვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის 1998 წლის 22 აპრილის №91 ბრძანება.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დოკუმენტის კომენტარები