„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017702
45
30/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
140130000.22.034.017702
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №45

2026 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კინოლოგიის სამმართველო;“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12

1. კინოლოგიის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ოდოროლოგიური კვალის, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში მონაწილეობა;

ბ) ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;

გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;

დ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;

ე) დეპარტამენტის სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა, სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებით მომსახურე დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება და მათი სათანადო მომზადება/გადამზადება;

ვ) დეპარტამენტის სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების სპეციალური აქსესუარებით უზრუნველყოფა და მოვლა-პატრონობა;

ზ) დეპარტამენტისა და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების კვებით, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებით, მედიკამენტებით და ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა;

თ) კინოლოგიის სამმართველოს და დეპარტამენტის ზოგიერთი დანაყოფის ოდოროლოგიური კვალის ამოსაღები საშუალებებით უზრუნველყოფა.

2. კინოლოგიის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობისას) წინაშე.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანაშაულის კვალის, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეპარტამენტში დანიშნული და შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების, მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა, სისტემატიზაცია და გაცემა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმისწარმოებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა ბრუნვის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობისას) წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე