აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040030.32.061.016474
12
26/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
190040030.32.061.016474
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“ (დანართი №1);

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“  დანართი №2).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდესაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 20/03/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040030.32.061.016037).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე




დანართი №1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი

მუხლი 1

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე.

 2. ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებისათვის ან/და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამული კოდისათვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებ­რივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის განსაზღვრული პროგრამების ასიგნებებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტული ლიმიტის (5%) ფარგლებში.

5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგ­რამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

6. მხარჯავი დაწესებულების ერთი პროგრამის ფარგლებში არსებული ქვეპროგრამების და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში  გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს ამ დადგენილებით დადგენილი წესით, შეუზღუდავად.

7. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ სამინისტრომ უნდა აცნობოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

8. შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი სახსრების გადანაწილება სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად.

9. წლიური საბიუჯეტო კანონის გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, სამინისტრო თანხებს გასცემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.

მუხლი 2

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს სამინისტროს, ხოლო საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

2. სამინისტროსთვის წარდგენილ მოთხოვნაში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.

3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით.

4. სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში არ უნდა წარადგინოს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას სამინისტრო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით.

7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღებაზე ასევე უფლებამოსილია სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით და განაწილებაში მონაწილე არცერთი მუხლის წლიური მოცულობა არ იცვლება 10 000 ლარზე მეტი ოდენობით, ხოლო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის სოციალური უზრუნველყოფის მუხლის მოცულობის გაზრდის მიზნით – შეუზღუდავად;

ბ) გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილება).

8. ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის დადასტურება ხორციელდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას თარიღს და ნომერს ანიჭებს სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან უფლებამოსილი პირი და ადასტურებს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან უფლებამოსილი პირი.

10. სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები.

11. განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.



დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში

მუხლი 1

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში – სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში (შემდგომში – წესი), შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე.

2. სსიპ-ის/ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.

3. სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით, წარუდგენს მისი კონტროლის განმახორციელებელ რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებას. თანხმობის შემთხვევაში მხარჯავი დაწესებულება მოთხოვნას წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).

მუხლი 2

1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ადასტურებენ სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები.

2. განხორციელებული ცვლილებები სსიპ-ის/ა(ა)იპ-ისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.