საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016471
9
26/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
010340000.32.061.016471
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლისქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ   „ბიზნეს-ინკუბატორი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის   „ბიზნეს-ინკუბატორის“ უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის   „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს სამინისტროს.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მიზნებისათვის 2026 წლის პირველ მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (შემდგომში  სამინისტრო) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის   „ბიზნესინკუბატორის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების,  კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის   „ბიზნესინკუბატორის"  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №26 დადგენილება.

მუხლი 2
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მაისიდან;

ბ) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე