„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1464-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.103054
1464-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
260000000.05.001.103054
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ.ი“ ქვეპუნქტი:

„ყ.ი) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანია;“.

2. მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ფაქტორინგული კომპანიისა) შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ სდპ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სდპ-ად არ ითვლება, თუ ეს სუბიექტი აკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი სდპ-ად ითვლება მისთვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებიდან სულ მცირე 3 საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1464-Vმს-XIმპ