“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 173, 25/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.009.711
  • Word
2-227
21/12/2006
სსმ, 173, 25/12/2006
340.170.000.22.032.009.711
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.009.711

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-227

2006 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის   2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №13, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.     თამჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთახმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამტრესტის“ თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. „სამტრესტის“ სტრუქტურა

სამტრესტის“ სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მეღვინეობის რეგულირების სამმართველო;

ბ) მევენახეობის რეგულირების სამმართველო;

გ) იურიდიული სამმართველო;

დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამმართველო;

ე) ეკონომიკურ-ადმინისტრაციული სამმართველო.“.

    მუხლი 2

დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტს“ უზრუნველყოს ბრძანების გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

    მუხლი 4

ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პ. ცისკარიშვილი