დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 26/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.043959 |
|
პლენუმის შემადგენლობა : რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ; ევა გოცირიძე – წევრი ; გიორგი თევდორაშვილი – წევრი ; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი ; მანანა კობახიძე – წევრი ; გიორგი მოდებაძე – წევრი ; ვასილ როინიშვილი – წევრი ; თეიმურაზ ტუღუში – წევრი . სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა . საქმის დასახელება : თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე . დავის საგანი : საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .
I 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1914) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ბადრი ნიპარიშვილი ). №1914 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 7 ნოემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №1920, №1921, №1922) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ვლადიმერ ხუჭუა ). №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 5 დეკემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/6/1914, 1920, 1921, 1922 საოქმო ჩანაწერით , №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდა ერთ საქმედ და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად . 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1928) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ვლადიმერ ხუჭუა ). №1928 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 19 დეკემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის №3/1/1928 საოქმო ჩანაწერით №1928 კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად და გაერთიანდა №1914, №1920, №1921, №1922 კონსტიტუციურ წარდგინებებთან მათი ერთობლივად განხილვის მიზნით . 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1938) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ბადრი ნიპარიშვილი ). №1938 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2026 წლის 4 თებერვალს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის №3/2/1938 საოქმო ჩანაწერით №1938 კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად და გაერთიანდა №1914, №1920, №1921, №1922, და №1928 კონსტიტუციურ წარდგინებებთან მათი ერთობლივად განხილვის მიზნით . 4. კონსტიტუციურ წარდგინებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი . 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილის თანახმად , პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის , სასამართლო , „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ჩამოართმევს იმავე კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს “ (სატრანსპორტო საშუალების მართვის , პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობის , იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებები ), თავის მხრივ , „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე , 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ) 3 წლის ვადით , ხოლო იმავე პუნქტის „დ “, „ე “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებები ) – 5 წლის ვადით . 6. საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „დაუშვებელია ადამიანის წამება , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება “. 7. კონსტიტუციური წარდგინებებიდან ირკვევა , რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო სხვადასხვა პირის მიმართ განიხილავს საქმეებს , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა , შენახვა , გადაზიდვა , ან /და გადაგზავნა – ჩადენის ფაქტზე . კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები განმარტავენ , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილის თანახმად , საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია , პირს ამავე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში , ჯარიმის – 500 ლარის შეფარდების გარდა , სავალდებულო წესით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება , კერძოდ , სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით , ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობის , ისევე როგორც , იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვის და ტარების უფლებები – 5 წლის ვადით . 8. №1914 და №1938 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნულია , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის “ შესახებ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების (მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის , საჯარო სამსახურში , პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების ) ჩამორთმევა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება . კერძოდ , ზემოხსენებული უფლებების ავტომატური ჩამორთმევა პრევენციული ხასიათისაა და შესაძლებელს ხდის შემდგომი სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის აცილებას . გასაჩივრებული ღონისძიება ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და იარაღთან დაშვებას , რის შედეგადაც მცირდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთათვის დამახასიათებელი ქცევისა და ინტერესების მქონე პირების მიერ არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების რისკი . 9. №1914 და №1938 კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის პოზიციით , მიუხედავად იმისა , რომ გასაჩივრებული ნორმები , უდავოდ , მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად , ერთი მხრივ , საზოგადოებრივი ინტერესებისათვის , ხოლო , მეორე მხრივ , სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია . კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად , ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა (5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ან მცენარე კანაფის შეძენა , შენახვა ) და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის ურთიერთმიმართების ფონზე , იმის გათვალისწინებით , რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის პირობებში , მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას . შედეგად , არ რჩება სივრცე , შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები , ისევე , როგორც , სადავო ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების შესაძლო მიღწევადობა უფლებების უფრო ნაკლები ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში . აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით , კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი მიიჩნევს , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის დანაწესს . 10. №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციურ წარდგინებებში კი აღნიშნულია , რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შენახვა , საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან /და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მინიმალური საფრთხის მატარებელია . მიუხედავად ამისა , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით ჩამოართმევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას . დამატებით , წარდგინებათა ავტორი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს , რომლის მიხედვითაც , ასეთი ტიპის ღონისძიების ლეგიტიმაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ , როდესაც იგი ემსახურება მნიშვნელოვანი სადამსჯელო მიზნების მიღწევას და პასუხობს სერიოზული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ ქმედებას . წარდგინებების ავტორის არგუმენტაცია მიემართება არა აღნიშნული ზოგადი პრინციპის უარყოფას , არამედ იმის დადასტურებას , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , თავისი ხასიათითა და სიმძიმით , არ შეიცავს ისეთი ინტენსივობის საზოგადოებრივ საშიშროებას , რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს . კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის განმარტებით , სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მნიშვნელოვანი საბაზისო სოციალური /პროფესიული უფლების ჩამორთმევას უტოლდება , რაც ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებიდან მომდინარე , უმნიშვნელო საფრთხის გათვალისწინებით , აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მიზნებისთვის . 11. №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად , სასჯელი (მხედველობაშია სატრანსპორტო საშუალების მართვის , საჯარო სამსახურში , პედაგოგიურ /საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვის და ტარების ჩამორთმევა ) არის აბსოლუტურად განსაზღვრული , იგი გამოიყენება ავტომატურად , მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის საფუძველზე და მოსამართლე მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას , თუნდაც საპროცესო შეთანხმების მეშვეობით , მოკლებულია . როგორც კონსტიტუციურ წარდგინებებშია აღნიშნული , სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისგან განსხვავებით , ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა , სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებით , საპროცესო შეთანხმების დადებას არ ითვალისწინებს . 12. ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით კონსტიტუციურ წარდგინებების ავტორები ითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით , ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობის , იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო წესით ჩამორთმევას , საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . 13. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე .
II 1. სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილის თანახმად , პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო , „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ჩამოართმევს იმავე კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს “. თავის მხრივ , „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე , 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში , სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ) 3 წლის ვადით , ხოლო იმავე პუნქტის „დ “, „ე “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებები ) – 5 წლის ვადით . 2. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები ითხოვენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . კერძოდ , კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიიჩნევენ , რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში , სავალდებულო წესით ითვალისწინებს , ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის გარეშე , სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლით , ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვის და ტარების უფლებების კი – 5 წლით . 3. სასამართლო აღნიშნავს , რომ წარდგინებების ავტორები სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიებების სამართლებრივ ბუნებას განსხვავებულად აფასებენ . კერძოდ , №1920, №1921, №1922 და №1928 წარდგინებათა ავტორის პოზიციით , აღნიშნული ღონისძიებები , თავისი შინაარსითა და მიზნებით , უტოლდება სასჯელს , ვინაიდან მათი გამოყენება უკავშირდება პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას და გულისხმობს მის მიმართ სასჯელთან გათანაბრებული შეზღუდვების დაკისრებას . კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორი მიუთითებს , რომ ღონისძიებები ატარებს რეპრესიულ ხასიათს და მიმართულია სამართალდამრღვევის დასჯისაკენ , რის გამოც მათი შეფასება უნდა განხორციელდეს იმავე კონსტიტუციური სტანდარტებით , რომლებიც გამოიყენება სასჯელის მიმართ . რაც შეეხება №1914 და №1938 კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორს , იგი არ აყალიბებს ერთმნიშვნელოვან პოზიციას იმასთან დაკავშირებით , გასაჩივრებული ღონისძიებები სასჯელად უნდა შეფასდეს თუ ადმინისტრაციულ სახდელად . მეტიც , სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მის საპასუხოდ დადგენილი შემზღუდველი ღონისძიებების აშკარა დისპროპორციის წარმოსაჩენად იგი აღნიშნავს , რომ ეს ზომები ერთდროულად სასჯელისა და სახდელის ხასიათს ატარებს . 4. ამასთან დაკავშირებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომ გადამწყვეტი არ არის , სადავო ნორმებით დადგენილი შემზღუდველი ღონისძიებები სისხლისსამართლებრივ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული , თუ ადმინისტრაციულ სახდელად . მეტიც , სასამართლო არც დგას ამის იდენტიფიცირების აუცილებლობის წინაშე . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შესაბამის უფლებათა სავალდებულო წესით ჩამორთმევა არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არც სისხლის სამართლის კოდექსით არის დადგენილი , არამედ იგი განსაზღვრულია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით , თუმცა აღსანიშნავია , რომ მათი გამოყენება დასაშვებია როგორც სისხლისსამართლებრივი , ისე ადმინისტრაციულ -სამართლებრივი პროცესის ფარგლებში . ჩვეულებრივ , როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელი , ისე ადმინისტრაციული სახდელი , სახელმწიფოს მიერ პირის წინააღმდეგ გამოყენებული საპასუხო ზომაა , სანქციაა მის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენისათვის და ემსახურება , მათ შორის , კერძო და საჯარო პრევენციის მიზნებს , ორივე მათგანის (სისხლისსამართლებრივი სასჯელი და ადმინისტრაციული სახდელის ) სახე და ზომა გონივრულ ურთიერთკავშირში უნდა იყოს ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხთან და სანქციის ლეგიტიმურ მიზნებთან , შესაბამისად , რამდენადაც პროპორციულობის მოთხოვნა ორივე მათგანზე თანაბრად ვრცელდება , მათი აშკარად არაპროპორციულობა თანაბრად აამოქმედებს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტს . ამგვარად , საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს , რომ კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლში , რომელიც , მათ შორის , არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს კრძალავს , სიტყვას – „სასჯელი “- გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა და იგი არ შემოიფარგლება ამ სიტყვის მნიშვნელობით სისხლის სამართლის კოდექსის გაგებით . აქედან გამომდინარე , სადავო ღონისძიებები ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე შეფასებადია და სამართლებრივი სანქციის რომელიმე კატეგორიისადმი მათი მიკუთვნების საჭიროება წარდგინებაში დაყენებული საკითხების გადაწყვეტის მიზნებისათვის არ დგას . 5. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები სადავო ღონისძიებების არაკონსტიტუციურობას უკავშირებენ გასაჩივრებული რეგულაციების შემდეგ კონტექსტს : საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა თავისი ხასიათითა და სიმძიმით არ არის ისეთი მასშტაბის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედება , რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებული შეზღუდვების სავალდებულო დაწესებას და საქმის განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას , ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს შესაბამისი უფლებების ჩამორთმევის საჭიროება და უზრუნველყოს სასჯელის ინდივიდუალიზაცია . წარდგინებების ავტორებს მიაჩნიათ , რომ სადავო ნორმები , ამ თვალსაზრისით , ვერ აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ მოთხოვნას . შესაბამისად , სასამართლოც სწორედ იმას შეაფასებს , ეწინააღმდეგება თუ არა გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი შემზღუდველი ღონისძიებები აშკარად არაპროპორციული სასჯელის აკრძალვას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის გაგებით . 2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით 2.1. დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები 6. საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტი ადგენს , რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება “. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან . ... კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას . ნიშანდობლივია , რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც . შესაბამისად , არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი , დაუძლეველი ინტერესი , როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის , სუვერენიტეტის დაცვა , ტერორიზმთან ბრძოლა , სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა ), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება . კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... ღირსებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის , რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს , იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-19). ამასთანავე , საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომ ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან , დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები , კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება , ტერიტორიული მთლიანობა , სხვათა უფლებები , სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა ), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას , არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას . 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად , აშკარად არაპროპორციულ სასჯელს , რომელიც არ შეესაბამება დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს , არა მარტო აქვს მიმართება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან , არამედ არღვევს კიდევაც მას (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-25). 8. ამასთანავე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მიდგომების შესაბამისად , კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში საკმაოდ ფართო მიხედულების არეალი გააჩნია . ამ თვალსაზრისით , საკანონმდებლო ორგანო აფასებს ადამიანის , საზოგადოებისა და , ზოგადად , სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელ რისკებს , ასევე , ნორმატიულად განსაზღვრავს ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტულ სახესა და ზომას , ცხადია , შესაბამის შემთხვევაში , დასაცავი ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით . საზოგადოდ , სასჯელთა პოლიტიკის შემუშავება , ჩვეულებრივ , საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „კანონმდებელი უფლებამოსილია , ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის , დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები “[...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-12). საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტი მოქმედებაში შეიძლება მოვიდეს და , მაშასადამე , სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კონსტიტუციური კონტროლის ინტერვენციის საჭიროება წარმოიშვას , მაშინ როდესაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის ზომა არის აშკარად არაპროპორციული ამავე ქმედებით გამოწვეულ /გამოწვევად საფრთხეებთან მიმართებაში . ამდენად , „იმისთვის , რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი , ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-38). 9. სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კანონმდებლისათვის მიხედულების საკმაოდ ფართო არეალის მინიჭებასთან ერთად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ არეალის გარე საზღვრებსაც განსაზღვრავს . მისი განმარტებით , „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი . საკონსტიტუციო სასამართლოს , როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს , დანიშნულებაა , შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე . საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს , რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი , მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს . აუცილებელია სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს . იმ პირობებში , როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს , ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული ურთიერთდამოკიდებულება . აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს , ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი . ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური . სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13). 10. აღნიშნული მიდგომები , რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა სასჯელის პოლიტიკის შეფასებისას , გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებულ სახდელებთან მიმართებაშიც . ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროშიც კანონმდებელს გააჩნია მიხედულების ფართო არეალი კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის შესაბამისი სახდელის განსაზღვრისას . საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის , საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით , დაადგინოს ადმინისტრაციული სანქციების სახეები და მათი სიმკაცრე . თუმცა აღნიშნული თავისუფლება არ არის შეუზღუდავი . ისევე როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელების შემთხვევაში , ადმინისტრაციული სახდელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული ან არაპროპორციული . წინააღმდეგ შემთხვევაში , ის ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებს . 11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს გამოსაყენებელ ღონისძიებათა სიმკაცრისა და შესაბამისი სამართალდარღვევიდან მომდინარე საფრთხეების ურთიერთმიმართება . კერძოდ , რამდენად არის კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე გამოსაყენებელი შემზღუდველი ღონისძიებები გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედებით (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით ) გამოწვევად საფრთხეებთან /ზიანთან , რომელიც ადგება /შეიძლება მიადგეს ცალკეულ ინდივიდებს /საზოგადოებას . 2.2. სადავო ღონისძიებების სიმკაცრე 12. როგორც უკვე აღინიშნა , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევადაა მიჩნეული მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა , შენახვა , გადაზიდვა , ან /და გადაგზავნა . ამავე მუხლის შენიშვნის მე -11 ნაწილის თანახმად , პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს . „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის 31 მუხლის თანახმად , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს , მათ შორის , ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ (სატრანსპორტო საშუალების მართვის ) უფლებას 3 წლის ვადით , ხოლო იმავე პუნქტის „დ “, „ე “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში , საჯარო სამსახურში საქმიანობის , იარაღის დამზადების , შეძენის შენახვისა და ტარების უფლებები ) − 5 წლის ვადით . ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში . სასამართლო განმარტავს , რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის , პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , ისევე როგორც იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებების შეზღუდვა საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების , თავისუფალი პიროვნული განვითარების , პირადი ცხოვრების საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართვის უფლებებში ჩარევაა , რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე -12, მე -15 მუხლებით , ხოლო საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა კი – კონსტიტუციის 25-ე მუხლით უზრუნველყოფილ უფლებაში ჩარევა . მართვის უფლების ჩამორთმევა 13. როგორც ზემოთ აღინიშნა , გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას განსაზღვრული ვადით , კერძოდ , 3 წლით . თანამედროვე საზოგადოებაში სატრანსპორტო საშუალების მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და თვითრეალიზაციისათვის , იგი არის ტრანსპორტირების ერთ -ერთი მოსახერხებელი ფორმა და , რიგ შემთხვევებში , შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის შემოსავლის წყაროსაც . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „შესაძლოა , მართვის უფლებასთან დაკავშირებული იყოს პირის ძირითადი საქმიანობა [...] წარმოადგენდეს მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს . აღნიშნულის გათვალისწინებით , მართვის უფლების ჩამორთმევამ , შესაძლოა , უარყოფითი ეფექტი მოახდინოს პირის თვითრეალიზებაზე მისი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში , არსებითი გავლენა იქონიოს კონკრეტული პირის ცხოვრების წესსა და გარკვეული თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე “ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8). პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 14. გასაჩივრებული ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 5 წლის ვადით . „ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის „ძ “ ქვეპუნქტის თანახმად , პედაგოგიური საქმიანობა არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა . აღსანიშნავია , რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიან დეფინიციას . კანონმდებლობა იცნობს ზოგადსაგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნებებს . „ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის „ჟ “ ქვეპუნქტის თანახმად , ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება /სკოლა განმარტებულია როგორც : ა ) მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც ; ბ ) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განმახორციელებელი დაწესებულება . „პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის „რ “ ქვეპუნქტის თანახმად კი , პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება /კოლეჯი არის იურიდიული პირი , რომელიც უფლებამოსილია , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები , მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები , პროფესიული მომზადების პროგრამები , პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები . „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის „ჰ 16“ ქვეპუნქტის შესაბამისად , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულება , რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება , აგრეთვე , შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა . 15. აღნიშნულიდან გამომდინარე , საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების 5 წლის ვადით ჩამორთმევა მოიცავს განათლების სფეროში საქმიანობის ფართო არეალს . აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და , შესაბამისად , არსებითად ზღუდავს პირის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა და პროფესიული რეალიზაციის შესაძლებლობას . საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 16. გასაჩივრებული ღონისძიებები გულისხმობს პირისათვის საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევასაც , რითაც იგი გარკვეული ვადით , კერძოდ , 5 წლით , კარგავს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა საჯარო სამსახურზე . დასახელებული შეზღუდვა შეეხება მოქალაქეთა უმნიშვნელოვანეს უფლებას , დაიკავონ თანამდებობა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე , რომელიც , ერთი მხრივ , პროფესიული თვითრეალიზების ერთ -ერთ საშუალებაა , მეორე მხრივ კი , საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას , უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში , რაც , მათ შორის , მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით . ამრიგად , იგი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ -ერთ უფლებრივი გამოხატულებაა (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). 17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , პირს ეზღუდება საჯარო ხელისუფლების ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ფუნქციის განხორციელების უფლება , რაც გულისხმობს როგორც პროფესიული თვითრეალიზაციის , ასევე სახელმწიფო მმართველობაში უშუალოდ ჩართვის შესაძლებლობას . იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევა 18. კონსტიტუციური წარდგინებების ფარგლებში სადავოდ მიჩნეული ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს იარაღთან დაკავშირებული რიგი უფლებების , კერძოდ, იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევას . „იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს , არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს . აღნიშნული კანონის მე -2 მუხლის „ა “ ქვეპუნქტის თანახმად , ტერმინში „იარაღი “ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი , რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან /და გასანადგურებლად , ან სიგნალის მისაწოდებლად , ან ხმოვანი (აკუსტიკური ) ეფექტის მისაღებად . „იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იარაღის სახეებს , კერძოდ , არსებობს სამოქალაქო , სამსახურებრივი -საშტატო და სამხედრო -საბრძოლო იარაღი . ამავე კანონის მე –4 მუხლის შესაბამისად , სამოქალაქო იარაღი არის იარაღი , რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის , სანადირო , სპორტული , საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის , თეატრალურ წარმოდგენაში , კინოჩვენებაში , სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში , სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური ) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო -კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს . ამასთან , სამოქალაქო იარაღის სახეებია თავდაცვის , სპორტული , სანადირო , საკოლექციო , სასიგნალო , ხმოვანი (აკუსტიკური ), კაჟიანი , ფითილიანი , კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა . შესაბამისად , გარკვეული კატეგორიის იარაღი , რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში , პირმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა (დაშვებული ) მიზნებისათვის და ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად . აღნიშნული უფლების ჩამორთმევა კი ზღუდავს პირის შესაძლებლობას დაამზადოს , შეიძინოს , შეინახოს და ატაროს იარაღი , რაც კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია თავდაცვის , სანადირო , სპორტული , საკოლექციო და სხვა ნებადართული საქმიანობის განხორციელების უფლებასთან . 19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , აშკარაა , რომ გასაჩივრებული ღონისძიებები გავლენას ახდენს პირის სოციალური ცხოვრების სხვადასხვა , მათ შორის , ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე , როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა , პროფესიულ /საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საჯარო სამსახურში საქმიანობა , პროფესიული წინსვლა და განვითარება . ამგვარი შემზღუდავი ღონისძიების დაწესება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაც იგი დადგენილია შესაბამისი საფრთხის შემცველი ქმედების საპასუხოდ . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ღონისძიებების კონსტიტუციურობას შეაფასებს თანაზომიერების პრინციპის ჭრილში . 2.3 თანაზომიერება 20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას , პირველ რიგში , უნდა დადგინდეს სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესების მიზნები , ხოლო , ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი და პროპორციული საშუალება (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-39). შესაბამისად , თითოეული სახელმწიფოებრივი სასჯელი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით , რათა დადგინდეს მისი გამოყენება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რამდენად არის თანაზომიერ კავშირში პირის უფლებაში ჩარევასთან . ამ კონტექსტში , კონსტიტუციური რანგის მქონე თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს , შეფასდეს სამართალდარღვევის ობიექტური მნიშვნელობა მართლწესრიგისთვის და მისი შესაბამისობა გამოყენებული ღონისძიების ინტენსივობასთან . 21. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო წინდაწინვე აღნიშნავს , რომ წინამდებარე წარდგინების ფარგლებში , საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არ ამოიწურება მხოლოდ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში გასაჩივრებული ღონისძიებების თანაზომიერებისა ან არათანაზომიერების დადგენით . რამდენადაც საკითხი შეეხება სადავო ღონისძიებების შესაბამისობას კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებთან , სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვას , არის თუ არა ეს ღონისძიებები (შესაბამის უფლებათა სავალდებულო წესით კონკრეტული ვადით ჩამორთმევა ) იმდენად აშკარად არაპროპორციული დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში , რომ ჩაითვალოს „არაადამიანურ ან დამამცირებელ „სასჯელად “ კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულების გაგებით . საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს , რომ სანქცია , (იქნება ის სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი ) ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად , თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სანქციის სახით დაწესებული ღონისძიების სიმკაცრე მკვეთრად არათანაზომიერ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება ერთმანეთთან . ა . სადავო ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზანი 22. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიუთითებენ , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა თავისი ხასიათითა და სიმძიმით არ შეიცავს ისეთი ინტენსივობის საზოგადოებრივ საშიშროებას , რაც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებული შეზღუდვების სავალდებულო დაწესებას , რა დროსაც მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას , ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საჭიროება . 23. იმის დასადგენად , ხომ არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციების სავალდებულო გამოყენება აკრძალული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით აშკარად არაპროპორციული , უპირველეს ყოვლისა , უნდა განისაზღვროს , თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი , ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება , რითაც ეს მიზანი მიიღწევა , ანდა , რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე , რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-17). ა .ა . სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით 24. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას , რომ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებზე . მათი არგუმენტაცია უმთავრესად უკავშირდება აღნიშნული უფლების მნიშვნელობას პირის ყოველდღიურ და პროფესიულ საქმიანობაში , აგრეთვე მის გავლენას პირის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე . ამასთან , სხვა უფლებებთან მიმართებით , რომელთა შეზღუდვაც ასევე გათვალისწინებულია გასაჩივრებული ნორმებით , წარდგინების ავტორთა მსჯელობა შედარებით ზოგადი ხასიათისაა და არ არის წარმოდგენილი არსებითი არგუმენტები . 25. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა , შენახვა , გადაზიდვა , გადაგზავნისთვის (როდესაც დადგენილი არ არის მისი მოხმარების ფაქტი ) პირის სამართალდამრღვევად ცნობა და შედეგად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების კონკრეტული ვადით ჩამორთმევის სავალდებულოობა , სასამართლოს აზრით , ემსახურება საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ ერთ -ერთ მნიშვნელოვან ამოცანას , არ მოხდეს მათი გავრცელება ავტომობილების მეშვეობით და ამ გზით სწრაფად მოხვედრა მომხმარებლამდე . ავტომობილი , როგორც სატრანსპორტო საშუალება , შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების (მოცემულ შემთხვევაში მცენარე კანაფის /მარიხუანის ) გადატანის , მომხმარებლამდე მიტანის საშუალებად , არამედ მათი მოხმარების , მომხმარებელთა თავშეყრის , სხვა პირებისთვის მათი გადაცემის /გავრცელებისა თუ მათით ვაჭრობისა და მათზე გარიგებების დადების ადგილად . ამ შესაძლებლობათა შეზღუდვა , ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის აღკვეთასთან ერთად , ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზანს , ვინაიდან აბრკოლებს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მომხმარებლის მარტივად წვდომასა და მოხმარებას . 26. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე განმარტავს , რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის აუცილებელია , მათი რაიმე ფორმით მოხვედრა მომხმარებელთან . თავისთავად , იგივე უნდა ითქვას მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე . მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარებას /მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას , ჩვეულებრივ წინ უსწრებს მისი შეძენა და დაუფლება . ცხადია , პირი ნარკოტიკულ საშუალებას ვერ მოიხმარს , თუ მასზე გარკვეული ფორმით მფლობელობა არ განახორციელა . შესაბამისად , მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა , შენახვა , გადაზიდვა და გადაგზავნა , ხშირ შემთხვევაში , ქმნის იგივე ან სხვა პირთა მხრიდან მისი მოხმარების პერსპექტივას და პოტენციურად წარმოადგენს საამისო პირობების მომზადებას . ამდენად , როდესაც ზემოაღნიშნული ქმედებების (მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა , შენახვა , გადაზიდვა და გადაგზავნა ) ჩადენისათვის დაწესებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევა , ამით იმავდროულად ხორციელდება ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევების პრევენცია . საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს , რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება გულისხმობს არა სატრანსპორტო საშუალების მართვის ერთჯერად შემთხვევას , არამედ მუდმივად განხორციელებად საქმიანობას , რომელიც მოითხოვს ქცევით სტაბილურობასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას , მართვის უფლების მქონე პირის მხრიდან . შესაბამისად , კავშირი სამართალდარღვევასა და მართვის უფლების შეზღუდვას შორის არ განისაზღვრება იმით , მართავდა თუ არა პირი კონკრეტულ მომენტში სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული თრობის ქვეშ . უფლების სავალდებულო წესით (ამ შემთხვევაში მართვის უფლების ) შეზღუდვა რაციონალურ კავშირშია იმ საფრთხესთან , რომლის პრევენციასაც ემსახურება კანონმდებელი , რადგან ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობა და მისი ბრუნვის უზრუნველყოფა ზრდის რეალურ შესაძლებლობას , რომ ასეთი ნივთიერება გამოყენებული იქნება , მათ შორის ისეთ ვითარებაში , როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა . აქედან გამომდინარე , კანონმდებელი უფლებამოსილია აღნიშნული ქმედებები განიხილოს იმგვარ ფაქტორად , რომელიც ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის არსებულ რისკს და ამართლებს შესაბამისი რეგულაციის დაწესებას . ამდენად , სასამართლოს მიაჩნია , რომ სადავო ღონისძიება – მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა – რაციონალურ ურთიერთკავშირშია დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან . 27. საკონსტიტუციო სასამართლო აქვე განმარტავს , რომ სატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა , რომელზეც სრული კონტროლის დამყარება ისედაც შეუძლებელია . მართვის წესების დაცვის შემთხვევაშიც კი მისი ექსპლუატაცია ქმნის თანმდევ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის . მართვის უფლება ლიცენზირებადი საქმიანობაა , პრაქტიკაში მის განხორციელებაზე გავლენას ახდენს პირის ფსიქოფიზიკური მდგომარეობა . სატრანსპორტო საშუალების მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში , მცენარე კანაფის ან /და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ , ამცირებს მძღოლის რეაქციის სისწრაფეს , ყურადღების კონცენტრაციასა და სიტუაციური შეფასების უნარს , რაც არსებითად ზრდის საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევის რისკს . ასეთ ვითარებაში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ თავად მძღოლსა და მისივე სატრანსპორტო საშუალებაში მყოფ მგზავრებს , არამედ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალების მგზავრებსა და ქვეითებს . ამდენად , სატრანსპორტო საშუალების მართვა , თავისი ბუნებით , მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობაა , რომლის განხორციელება მცენარე კანაფით /მარიხუანით გამოწვეული თრობის პირობებში სცდება სოციალურად ტოლერირებული და დასაშვები რისკის ფარგლებს და ქმნის გაზრდილ საფრთხეს სხვათა სიცოცხლის , ჯანმრთელობისა და , ზოგადად , საგზაო უსაფრთხოებისათვის . შესაბამისად , აღნიშნული ქმედება ქმნის ფართო და მაღალი საზოგადოებრივი რისკის ზონას და მისი შეზღუდვა ემსახურება ამ რისკების პრევენციას . უდავოა , რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა . 28. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს , რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დროებითი შეჩერება არ წარმოადგენს კონკრეტული სამართალდარღვევისათვის დამატებით „სასჯელს “. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება სამართლებრივი წესრიგის თანმიმდევრული დაცვის უზრუნველყოფას და ეფუძნება მოსაზრებას , რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევები , მათი ბუნებიდან გამომდინარე , ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკს , ვინაიდან მართვის უფლება დაკავშირებულია განსაკუთრებულად მაღალი უსაფრთხოების მოთხოვნებთან და მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობასთან . სწორედ ამიტომ კანონმდებელი უფლებამოსილია , ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენა , იმის მიუხედავად , დადგენილია თუ არა უშუალოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი , მიიჩნიოს იმგვარ გარემოებად , რომელიც დროებით შეუთავსებელია აღნიშნულ საქმიანობასთან . ა .ბ . პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 5 წლის ვადით 29. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის მიზანი უკავშირდება არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ დაცვასა და საგანმანათლებლო გარემოს ნორმატიული სტანდარტის უზრუნველყოფას . პედაგოგიური საქმიანობა , თავისი შინაარსით , განსაკუთრებულად გულისხმობს პიროვნების ფორმირების პროცესში პედაგოგის უშუალო მონაწილეობას , რის გამოც კანონმდებელი უფლებამოსილია მათთვის დააწესოს სანდოობისა და რეპუტაციული შესაბამისობის მომეტებული მოთხოვნები . პედაგოგს საქმე აქვს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან (მათ შორის მცირეწლოვნებთან და მოზარდებთან ) და სტუდენტ ახალგაზრდობასთან . სასკოლო პროცესში პედაგოგები უშუალოდ არიან ჩართული მოსწავლეთა ფიზიკურ , ინტელექტუალურ , ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებასა და აღზრდაში . მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება ფორმირების პროცესშია , ამდენად , ზრდასრულებთან შედარებით ისინი მეტად მგრძნობიარენი არიან გარემოს გავლენის , ქცევითი მოდელებისა და სოციალური ნორმების მიმართ . სწორედ ამ ასაკობრივ ეტაპზე ყალიბდება დამოკიდებულება ჯანმრთელობის , კანონმორჩილებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი . საგანმანათლებლო დაწესებულება ის ადგილია , სადაც ხდება არა მარტო შესაბამის დისციპლინებში ცოდნის გადაცემა მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის , არამედ მათი აღზრდა და ღირებულებებზე ორიენტირება , კანონისადმი პატივისცემის სულისკვეთების გაღვივება , მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობების ჩამოყალიბება . ამ პროცესში , სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არ გულისხმობს მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას , სახელმწიფო ვალდებულია ისეთი უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო შექმნას , რომელშიც ახალგაზრდები (როგორც სტუდენტები , ისე მოსწავლეები ) დაცული იქნებიან მათ ფიზიკურ , გონებრივ თუ ფსიქიკურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორებისგან . 30. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურ მიზნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს , რომ საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს ინტენსიური სოციალური ურთიერთქმედების სივრცეს , სადაც ყოველდღიურად კონცენტრირებულია პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობა და რომელშიც ფორმირდება გავლენის , კომუნიკაციისა და სოციალური კავშირების მჭიდრო ქსელი . ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევა , თუნდაც საქმე შეხებოდეს მცირე ოდენობის საშუალებებს , გულისხმობს პირის მონაწილეობას მის უკანონო ბრუნვაში , რაც თავისთავად ზრდის იმ რისკს , რომ შესაბამისი სოციალური გარემო გამოყენებულ იქნეს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების , ხელშეწყობისა ან არაპირდაპირი პოპულარიზაციისათვის . ასეთ პირობებში სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია , პრევენციულად აღკვეთოს საგანმანათლებლო სივრცის გამოყენება ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების განხორციელებისათვის . ამდენად , უფლების დროებითი ჩამორთმევა ემსახურება მოზარდთა და ახალგაზრდა თაობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას , ასევე საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას , რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი სოციალური გარემოს ფორმირება , რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებასა და მოხმარებას . ა .გ . საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 5 წლის ვადით 31. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების რეალიზაცია უკავშირდება საჯარო ინტერესებს , სხვათა უფლებების დაცვასა და მათ წარმომადგენლობას , რაც აღნიშნულ სფეროებში მოქმედი პირების მიმართ განსაკუთრებულ სანდოობას მოითხოვს . იგი მოიცავს პროფესიების ფართო სპექტრს , რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაზე . საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა , რადგან მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ მოქმედებს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საჯარო წესრიგზე, ხოლო ნებისმიერმა დარღვევამ ან არასათანადო გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მომეტებული რისკი საზოგადოებრივი უსაფრთხოების , სამართლებრივი სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის დაცვის თვალსაზრისით . დამატებით , აღსანიშნავია , რომ მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის მოპოვება /შენარჩუნება . ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩადენა მნიშვნელოვნად აზიანებს საჯარო სამსახურის რეპუტაციას , მის პრინციპებს (კანონის უზენაესობა , პატიოსნება , კეთილსინდისიერება , პროფესიული და ეთიკური სტანდარტები ), რამაც შესაძლოა შეარყიოს საზოგადოებრივი ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ . ასეთი ნდობის გარეშე , სახელმწიფო ორგანოები ვერ შეასრულებენ თავიანთ ამოცანებს . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , საჯარო სამსახური ეფუძნება მაღალი ნდობის სტანდარტს . პირი , რომელიც ასრულებს საჯარო ფუნქციას , წარმოადგენს სახელმწიფოს , ხოლო ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი ობიექტურად ამცირებს ნდობის ხარისხს და არღვევს საჯარო სამსახურის ეთიკურ საფუძვლებს . შესაბამისად , საჯარო სამსახურისადმი წვდომის შეზღუდვა დასაშვებია , როდესაც იკვეთება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი . აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო ინტერესის დაცვასა და სახელმწიფო სამსახურში სანდო და პასუხისმგებლობიანი საქმიანობის უზრუნველყოფას . სწორედ ამიტომაა , რომ საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ “ დაუშვებელია საჯარო სამსახურში საქმიანობა , თუკი პირს დაუდასტურდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი . ამგვარად , საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობის დაცვაა ამდენად , სადავო ღონისძიება რაციონალურად უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს . ა .დ . იარაღის დამზადების , შეძენის შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა 5 წლის ვადით 32. იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარება შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად მომეტებულ საფრთხეს . სასამართლო აღნიშნავს , რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება , დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა . იარაღი მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ საგნებს , რომელთა ფლობა და გამოყენება მოითხოვს მაღალი ხარისხის ფსიქიკურ სტაბილურობას , თვითკონტროლის უნარსა და სამართლებრივი ნორმების პატივისცემას . მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო ბრუნვასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევა სამართლებრივად განიხილება როგორც რისკის შემცველი ფაქტორი , რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს პირის მიერ იარაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარსა და პასუხისმგებლობის ხარისხზე . საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომ ამგვარი პრევენციული მიდგომა ემყარება სამართლებრივი წესრიგის კონსტიტუციურ საფუძვლებს , რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს წინასწარ აღკვეთოს შესაძლო სამართლებრივი დარღვევები და უზრუნველყოს ზოგადი უსაფრთხოების მაღალი დონე . იარაღთან დაკავშირებული უფლებების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირთათვის , რომლებიც აცნობიერებენ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გამოირჩევიან ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობით . შესაბამისად , აღნიშნული უფლებების შეზღუდვა მიმართულია ისეთი რისკების პრევენციისკენ , რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევის პირობებში . მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე , იარაღის შეძენის , შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა იმ პირებისთვის , რომლებმაც ჩაიდინეს მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა , შენახვა , გადაზიდვა , გადაგზავნა , ან მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები , ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს . 33. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს , რომ იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლების დროებითი შეზღუდვა ემსახურება სახელმწიფოს განსაკუთრებული კომპეტენციის განხორციელებას იარაღის ბრუნვის სფეროში და ძალადობის პრევენციის თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფას . იარაღთან დაკავშირებული უფლებები ხორციელდება წინასწარი სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე და ექვემდებარება სპეციალურად დადგენილ სამართლებრივ წესრიგს , აღნიშნული კი ემყარება სახელმწიფოს წინასწარ შეფასებას , რომ კონკრეტული პირი აკმაყოფილებს უსაფრთხოების მკაცრ მოთხოვნებს . აღნიშნული სფერო თავისი ბუნებით განაპირობებს სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობას , განსაზღვროს იარაღის ფლობისთვის აუცილებელი სანდოობის სტანდარტი . ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია უზრუნველყოს , რომ იარაღის ბრუნვის სფეროში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის პირები , რომლებიც იცავენ სამართლებრივ წესრიგს და არ ავლენენ ქცევას , რომელიც შეუთავსებელია მოთხოვნებთან . შესაბამისად , უფლების დროებითი შეზღუდვა ის ინსტრუმენტია , რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო იცავს იარაღის ბრუნვის სფეროში დაწესებული სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობასა და ეფექტიანობას , რაც თავის მხრივ უკავშირდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას . ასე რომ , მოცემულ შემთხვევაშიც , სასამართლო ადასტურებს დასახულ მიზნებთან სადავო ღონისძიების რაციონალურ კავშირს . 34. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , თავად კონსტიტუციური წარდგინებების ავტორთა შეფასებითაც , უფლებათა ავტომატური ჩამორთმევა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს . მათივე არგუმენტაციით , აღნიშნულ ღონისძიებებს გააჩნია პრევენციული დანიშნულება და მიზნად ისახავს მომავალში სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას . 35. ამრიგად , გასაჩივრებული შემზღუდველი ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ , თუმცა ურთიერთდაკავშირებული საჯარო /ინდივიდუალური ინტერესების დაცვას , როგორიცაა მოძრაობის უსაფრთხოება , ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა , ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო , ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი განვითარებისათვის საშიში რისკების შემცირება , საჯარო სამსახურის დაუბრკოლებელი ფუნქციონირება , მისი ავტორიტეტი და მისდამი ხალხის ნდობის შენარჩუნება . უფრო კონკრეტულად , სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ იმ საქმიანობის ფარგლებში , რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას . იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას . პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან , ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას , აღნიშნული კი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროს უსაფრთხო და კანონთან შესაბამის ფუნქციონირებას . საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების , საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ . შესაბამისად , სადავო რეგულაციებით დადგენილი ღონისძიებები , მათი შინაარსისა და მოქმედების სფეროს გათვალისწინებით , ემსახურება არა ერთწახნაგოვან , არამედ მრავალგანზომილებიან ლეგიტიმურ მიზნებს , რომლებიც საბოლოოდ გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების , ინსტიტუციური სტაბილურობისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის კონსტიტუციურ პრიზმაში . ბ . პროპორციულობა 36. სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამართალურთიერთობის სპეციფიკა და სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრაში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლები . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „სასჯელის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კანონმდებლის მაღალი დისკრეციის გათვალისწინებით , ესა თუ ის სასჯელის ზომა მხოლოდ მაშინ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ , როდესაც დადგინდება , რომ ჩადენილი სამართალდარღვევით ხელყოფილი საზოგადოებრივი სიკეთის გათვალისწინებით , იგი აშკარად არაგონივრულად მძიმე ღონისძიებაა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-44). 37. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს , რომ ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროა , რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის , დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს . სახელმწიფო სარგებლობს რეგულირების ფართო დისკრეციით და უფლებამოსილია ნარკოპოლიტიკის სფეროში განსაზღვროს ისეთი სამართლებრივი რეჟიმი , რომელიც , მისი შეფასებით , უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების ეფექტიან მიღწევას . აღნიშნული დისკრეცია მოიცავს როგორც რეგულირების ლიბერალიზაციის , ისე მისი გამკაცრების შესაძლებლობას , იმ პირობით , რომ არჩეული მოდელი დასახული მიზნების რეალიზებას ემსახურებოდეს . შესაბამისად , თუ სახელმწიფო მიიჩნევს , რომ შედარებით ლიბერალური რეგულირება უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების მიღწევას , იგი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები . ამასთანავე , იმ შემთხვევაში , თუ ლიბერალურმა პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული მიზნების მიღწევა , სახელმწიფო უფლებამოსილია გაამკაცროს სამართლებრივი რეგულირება . ამავდროულად , ნებისმიერი გამკაცრებული რეგულირება , როდესაც საქმე შეეხება არააბსოლუტურ უფლებებს , უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის პრინციპს , კერძოდ , გამოყენებული ზომები უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ვარგისი და აუცილებელი საშუალება , იგი არათანაზომიერად არ უნდა ზღუდავდეს პირის უფლებებს . 38. ჩვეულებრივ შემზღუდველი ღონისძიების , ისევე როგორც სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია , როდესაც იგი თავისი ხასიათითა და სიმძიმით შეესაბამება რეალური ან პოტენციური ზიანის ბუნებასა და მასშტაბს . იმისათვის , რომ შემზღუდველი ღონისძიება კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის დანაწესთან აღმოჩნდეს წინააღმდეგობაში , უნდა იკვეთებოდეს მისი სერიოზული , უხეში და სრულიად აშკარა დისპროპორცია , ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში , რომელიც თავისი თვისებრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გამო უნდა შეფასდეს როგორც „არაადამიანური ან /და დამამცირებელი სასჯელი “ კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის გაგებით . აშკარად არაპროპორციული სასჯელები შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან . 39. მოცემულ ვითარებაში აუცილებელია შეფასდეს , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში , დამრღვევისათვის სავალდებულო წესით , წინასწარგანსაზღვრული ვადით სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვისას , რამდენად დაბალანსებულია , ერთი მხრივ , კერძო პირის ინტერესი , არ ჩამოერთვას , თუნდაც დროებით , გარკვეული სახის საქმიანობების განხორციელების უფლება , მეორე მხრივ კი – თითოეული შემზღუდველი ღონისძიებით დაცული ლეგიტიმური მიზნები და ის პოტენციური ზიანი , რომლის ასაცილებლადაც იქნა შემოღებული იგი . იმ შემთხვევაში , თუ მიღწეული ბალანსის სამართლიანობა ეჭვს იწვევს , სასამართლომ უნდა შეაფასოს დისპროპორციულობის ხარისხი კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მიზნებისათვის . 40. როგორც აღინიშნა , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე შემზღუდველი ღონისძიებების გავრცელება , სავალდებულოდ , წინასწარ განსაზღვრული ვადით უფლებათა ჩამორთმევა , ემსახურება ისეთი საჯარო ინტერესების დაცვას , რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას , სამართლებრივი წესრიგის სტაბილურობასა და იმ სფეროების ფუნქციონირების დაცვას , სადაც მოქმედებს მომეტებული პასუხისმგებლობისა და სანდოობის სტანდარტი . აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს , ერთი მხრივ , თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები , რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ქცევის პირობებში , ხოლო , მეორე მხრივ , უზრუნველყოს იმ სამართლებრივი რეჟიმების თანმიმდევრულობა , რომლებიც ეფუძნება უსაფრთხოების , კანონმორჩილებისა და განსაკუთრებული ნდობის მოთხოვნებს . ამდენად , სავალდებულო და წინასწარგანსაზღვრული ვადით შეზღუდვის დაწესება განპირობებულია არა კონკრეტული ინდივიდისათვის სანქციის გამკაცრებით , არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების , ინსტიტუციური მდგრადობისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის კონსტიტუციური ამოცანებით . 41. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , მაშინ როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და აშკარა რისკს ადამიანის სიცოცხლის , ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი სფეროს რეგულირების დროს ეძლევა მიხედულების /დისკრეციის უფრო ფართო ფარგლები . სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს , არის თუ არა არჩეული მოდელი ყველაზე რბილი ან ყველაზე ეფექტიანი გზა , სასამართლოს ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ , როდესაც დადგენილია აშკარა და მკვეთრი დისპროპორცია ქმედებასა და სამართლებრივ შედეგს შორის . 42. ამასთან , სასამართლო განმარტავს , რომ იგი არ დგას იმ ამოცანის წინაშე , ზუსტად განსაზღვროს , იქნებოდა თუ არა დასახული მიზნები მიღწევადი შედარებით ნაკლები ხარისხის ჩარევისას , მაგალითად მაშინ , თუ ავტომობილის მართვის უფლების შეზღუდვა დაწესებული იქნებოდა 2 წლის ვადით , ნაცვლად 3 წლისა ; პედაგოგიური ანდა საჯარო სამსახურში საქმიანობისა – 3 ან 4 წლის ვადით , ნაცვლად 5 წლისა . სასამართლო , ცხადია , ვერ გამორიცხავს , რომ ცალკეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეზღუდვებით დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწევადი იყოს ნაკლები შეზღუდვის დროსაც . თუმცა , სასამართლო , მოცემულ კონტექსტში ითვალისწინებს არაერთ გარემოებას : პირველი , სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კანონმდებლის მიხედულების თავისუფლების ფართო ფარგლებს ; მეორე , იმ გარემოებას , რომ საქმე შეეხება მომეტებული საფრთხის წყაროებს (როგორიცაა ავტომობილი , იარაღი , ნარკოტიკული საშუალება ), მოწყვლად ჯგუფებს (ბავშვები , მოზარდები , ახალგაზრდები ), უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს (ადამიანთა სიცოცხლე , ჯანმრთელობა , ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა , ნდობით აღჭურვილი საჯარო სამსახური და საჯარო წესრიგი ). მესამე , სახელმწიფოს განსაკუთრებულ პოზიტიურ ვალდებულებას , იქონიოს კანონმდებლობა , რომელიც ეფექტიანად არეგულირებს მაღალი რისკის შემცველი ქცევებს მათგან მომდინარე საფრთხეების მაქსიმალური განეიტრალების მიზნით . კანონმდებელი უფლებამოსილია შეარჩიოს რეგულირების ისეთი მოდელი , რომელიც , მის შეფასებით , ყველაზე ეფექტიანად პასუხობს არსებულ საფრთხეებს . აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით , გასაჩივრებული ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და მათთან რაციონალურად არის დაკავშირებული . 43. რაც შეხება საკუთრივ იმ გარემოებას , რომ სადავო ღონისძიებათა გამოყენება (უფლებათა ჩამორთმევა ) სავალდებულოა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველ მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა , უარი თქვას მის გამოყენებაზე , სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს : როდესაც აკრძალული ქმედება უკავშირდება მომეტებული საფრთხის წყაროებს , სოციალურ რისკებსა და მოწყვლად ჯგუფებს , კანონმდებლის გადაწყვეტილება , შეზღუდოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს მოსამართლის დისკრეცია , შეიძლება გამართლებული იყოს იმ გონივრული ვარაუდით , რომ საფრთხის შემცველ ქმედებებთან მიმართებაში საჯარო წესრიგსა და სტაბილურობას , ისევე როგორც ინდივიდთა უფლებების დაცვის ეფექტიანობას , სწორედ ერთგვაროვანი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყოფს . ყველა ის საქმიანობა , რომელიც სადავო ნორმების საფუძველზე იზღუდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში , მოითხოვს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას , გულისხმიერებასა და ყურადღებას . ამდენად , მითითებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისათვის შესაბამისი საქმიანობების განხორციელების უფლების სავალდებულო , წინასწარგანსაზღვრული ვადით შეზღუდვა , მინიმუმამდე ამცირებს იმის რისკს , რომ ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა განახორციელოს მომეტებული საფრთხის წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობა , ანდა მონაწილეობდეს საჯარო სამსახურში და მუდმივად ქმნიდეს ზიანის მიყენებს საფრთხეს . სამაგიეროდ , უფლებათა ჩამორთმევის სავალდებულოობა დაბალანსებულია მისი დროებითობით . სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა დროებითია და არ იწვევს შესაბამისი უფლების საბოლოო დაკარგვას . იგი გულისხმობს მხოლოდ განსაზღვრული ვადით კონკრეტული უფლების განხორციელების შესაძლებლობის შეჩერებას , (მართვის უფლებისა – 3 წლით , ხოლო დანარჩენი სამი უფლებისა – 5 წლით ), რომლის ამოწურვის შემდეგ უფლება აღდგება კანონით დადგენილი წესით . სადავო ნორმაში მითითებული უფლებების ჩამორთმევა , არ ზღუდავს პირის მიმოსვლის თავისუფლებას , შრომითი ან ნებისმიერი სხვა საქმიანობით დაკავების შესაძლებლობას . აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ სფეროებს , რომლებიც უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე , პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს მოითხოვს . მეტიც, შესაძლოა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებამ არც კი იქონიოს რაიმე , მით უფრო , არსებითი , გავლენა პირის ცხოვრების წესზე . მაგალითად , პირს შეიძლება არც გააჩნდეს იარაღის შეძენისა და ფლობის სურვილი , ანდა არ ჰქონდეს განზრახული პედაგოგიური საქმიანობა , ანდა საჯარო სამსახურში მუშაობა და არც კი აკმაყოფილებდეს საამისოდ კანონით დაწესებულ პირობებს . მათგან განსხვავებით , ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევის გავლენა პირად ცხოვრებაზე და მისით გამოწვეული უხერხულობა გაცილებით არსებითია . თუმცა , მათთან შედარებით , ნაკლებია შეზღუდვის ვადაც (3 წელი ). 44. სასამართლო აქვე საჭიროდ მიიჩნევს პასუხი გასცეს №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორის მითითებას იმაზე , რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სავალდებულო წესით ჩამორთმევა 3 წლის ვადით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციული საშუალებაა , განსაკუთრებით მაშინ , როდესაც სატრანსპორტო საშუალების მართვა უკავშირდება პირის პროფესიას და მისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს . საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ წარდგინების ავტორი როდესაც მიუთითებს არაპროპორციულობაზე ხსენებული მოტივით , საკითხს აფასებს არა კომპლექსურად და მასშტაბურად , არამედ ზედაპირულად , მხოლოდ ერთი ჭრილში , რაც არის პირის დასაქმების შესაძლებლობა . პირის დასაქმების შესაძლებლობის თვალსაზრისით , საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს , რომ , როდესაც პირის საქმიანობა დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების მართვასთან , 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევისას პირად ცხოვრებაში ჩარევის ხარისხი საკმაოდ სერიოზულია , ვიდრე სხვა შემთხვევაში , თუმცა , მეორე მხრივ , ხაზს უსვამს , რომ სწორედ ეს გარემოება შესაძლოა კიდევ უფრო აძლიერებდეს შესაბამის შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობას . როდესაც მცენარე კანაფის /მარიხუანის მომხმარებელი ან მათ უკანონო შეძენაში , შენახვაში , გადაზიდვასა და გადაგზავნაში ჩართული პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მგზავრთა გადასაადგილებლად და ეს მისი ძირითადი საქმიანობაა , აღნიშნული , პირიქით , კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის საფრთხეებს , რომელთა აღკვეთასაც სადავო ღონისძიება ემსახურება . სატრანსპორტო საშუალების ინტენსიური და რეგულარული გამოყენება , მათ შორის სხვა პირთა გადაადგილების მიზნით , ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას , ვისაც საფრთხე შეიძლება შეექმნას , განსაკუთრებით მაშინ , როდესაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი მართავს სატრანსპორტო საშუალებას . (იგულისხმება როგორც ამავე სატრანსპორტო საშუალების მგზავრები , ისე საგზაო მოძრაობის მონაწილეები – სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოძრავ პირები და ქვეითად მოსიარულეები ). აღნიშნული გარემოება სახელმწიფოს აკისრებს ძლიერ პოზიტიურ ვალდებულებას , უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე , უზრუნველყოს იმ პირთა საქმიანობის უფრო მკაცრი სამართლებრივი კონტროლი , რომელთა შრომითი ფუნქცია უკავშირდება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანას . მიუხედავად იმისა , რომ აღნიშნული საქმიანობა მართლაც შეიძლება იყოს პირის ძირითადი შემოსავლის წყარო , ეს გარემოება ვერ გაამართლებს პრევენციული ზომების მიუღებლობას პირთა განუსაზღვრელი წრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის აღკვეთის სფეროში . 45. მთლიანობაში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში , რომ გასაჩივრებული ღონისძიებები არ არის გონივრულ და რაციონალურ კავშირში დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში და რომ ისინი გადაჭარბებულია , თან იმდენად , რომ ადამიანის ღირსებას ხელყოფს და ამიტომ არაადამიანურ ან /და დამამცირებელ სასჯელად უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის გაგებით . სასამართლო იმ აზრისაა , რომ სადავო საკითხთან მიმართებით , გასაჩივრებული ნორმების მიღებისას საქართველოს პარლამენტს არ გადაუჭარბებია კონსტიტუციით დასაშვები დისკრეციის ფარგლებისთვის . საკონსტიტუციო სასამართლო აზუსტებს , რომ ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში კანონმდებელი ფართო დისკრეციით სარგებლობს და რომ ეს დისკრეცია კიდევ უფრო ფართოა მაშინ , როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და მაღალი ინტენსივობის რისკს ადამიანის სიცოცხლის , ჯანმრთელობის , საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სიკეთეებისთვის . საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს , წარმოადგენს თუ არა შერჩეული მოდელი და მის საფუძველზე განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებები საუკეთესო ან ყველაზე ეფექტიან გზას ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და მოსალოდნელი , ნავარაუდები საფრთხეების გასანეიტრალებლად . ნაკლებად ეფექტიანი სასჯელები /სახდელები არ ქმნის კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის გამოყენებადობის /ამოქმედების საფუძველს . ეს მუხლი მოქმედებაში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაც აშკარად გადაკვეთილია გონივრულობის ზღვარი და სამართალდარღვევისათვის დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები ლეგიტიმურ მიზნებთან მისი აშკარა და უხეში დისპროპორციულობისა და მიზანაცდენილობის გამო , ადამიანის ღირსების შემლახველია . 46. ამრიგად , საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის , რომ , მართალია , გამოყენებული ღონისძიებები გარკვეულწილად აშორებს სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს , დროებით ზღუდავს მისი თვითრეალიზაციის , თავისუფალი განვითარების , პროფესიული საქმიანობისა თუ სოციალური აქტივობის შესაძლებლობებს , თუმცა , აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით , სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების სავალდებულო , აბსოლუტურად განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა , არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღირსების შემლახველად , მისდამი არაადამიანურ ან /და დამამცირებელ სასჯელად მაშასადამე , აშკარად არაპროპორციულ სანქციად საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის გაგებით . 47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებს .
III საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტის და მე -5 პუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტის , 21-ე მუხლის პირველი , მე -5 და მე -11 პუნქტების , 25-ე მუხლის პირველი და მე -6 პუნქტების , 27-ე მუხლის მე -5 პუნქტის , 273 მუხლის მე -2 პუნქტის , 42-ე მუხლის პირველი პუნქტის , 43-ე მუხლის და 44-ე მუხლის პირველი და მე -3 პუნქტებისა და 47-ე მუხლის საფუძველზე ,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
1. არ დადასტურდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე -11 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა , რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით , ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის , საჯარო სამსახურში საქმიანობის , იარაღის დამზადების , შეძენის , შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო წესით ჩამორთმევას , საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . 2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან . 3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების : გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი . 5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს , საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს . 6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.
პლენუმის შემადგენლობა : რევაზ ნადარაია ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე გიორგი მოდებაძე ვასილ როინიშვილი თეიმურაზ ტუღუში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები