დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430150000.22.022.018828 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430150000.22.022.016863) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგრანტო კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს (6 მიმართულებას) და ქვემიმართულებებს: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები; ა.დ) ქიმიური მეცნიერებები; ა.ე) დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები; ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები: ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია; ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია; ბ.გ) მექანიკური ინჟინერია; ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია; ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია; ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია; ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია; ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია; ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია; ბ.კ) ნანოტექნოლოგია; ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები. გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები: გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა; გ.ბ) კლინიკური მედიცინა; გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი; გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია; გ.ე) მედიცინის სხვა დარგები. დ) აგრარული მეცნიერებები: დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა; დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა; დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი; დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები; დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები. ე) სოციალური მეცნიერებები: ე.ა) ფსიქოლოგია; ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი; ე.გ) განათლების მეცნიერებანი; ე.დ) სოციოლოგია; ე.ე) სამართალი; ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები; ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია; ე.თ) მედია და კომუნიკაცია; ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები. ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები: ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია; ვ.ბ) ენები და ლიტერატურა; ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები