დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.112.016590 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №15 დადგენილების (ვებგვერდი, 11/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016351) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნა შემდეგი სახის ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;“. 2. მე- 10 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.“ 3. რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა; დ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ე) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა; ზ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; თ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“. 4. რეგლამენტის 47-ე მუხლს დაემატოს მე-5 და მე-6 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „5. ფრაქციების შექმნისთანავე, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო. 6. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს ერთი კვირით.“ 5. რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამანდატო დროებითი კომისია განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციების შექმნის შესახებ.“ 6. ამოღებულ იქნეს რეგლამენტის 51-ე მუხლი. 7. ამოღებულ იქნეს რეგლამენტის 52-ე მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები