დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10-17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017411 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017384) და დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №3):
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 2 700 ბენეფიციარი.“. 2. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამის განმახორციელებლის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში ერთჯერადად გაიზრდება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობა, ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, უპირატესობა მიენიჭებათ ქვეპროგრამაში ჩართვით დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) წარმოდგენილი აქვთ განცხადება მიმწოდებლისთვის ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით. ამასთან, ქვეპროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს, შეიცვალოს დაწესებულება. ამისათვის ის განცხადებით მიმართავს იმ მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელშიც სურს გადასვლა, ხოლო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ იმ მოსარგებლეს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას.“. 3. მე-9 მუხლის ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ვ) არაუმეტეს 50 ბენეფიციარზე ჰყავდეს არანაკლებ 1 ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სფეროში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) და/ან მიღებული აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტებული BCaBA/QASP-S საერთაშორისო სერტიფიკატი (აღნიშნული მოეთხოვება მხოლოდ 2023 წლიდან ჩართულ მიმწოდებლებს) და ასრულებს სუპერვაიზერისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან სამუშაოს, რომელიც დელეგირებული და გაკონტროლებულია ქცევის ანალიტიკოსის (BCBA/IBA/QBA საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე) მიერ. აქვს ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად, ანაზღაურებით ჩატარების სულ მცირე 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამასთან, თუ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, ის ქვეპროგრამის ფარგლებში, ჯამში უნდა მართავდეს არაუმეტეს 50 ბენეფიციარს (რომლებსაც ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით ესაჭიროება გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია) და ზედამხედველობას უწევდეს ამ ბენეფიციარებთან დასაქმებულ ქცევის ტექნიკოსებს;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ. ჰყავდეს ქცევის ტექნიკოსი, რომელიც არის მინიმუმ ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროს (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და/ან ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ტექნიკოსი; გავლილი აქვს 40-საათიანი ტრენინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში და მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სუპერვიზიის ქვეშ და რომლისთვისაც, ქვეპროგრამის ფარგლებში, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა თვეში 160 საათს არ აღემატება;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დაწესებულებებისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს გამოუქვითოს პირობების დარღვევის გამოვლენის თვის შესრულებული სამუშაოს 10%.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები