დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016807 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19.05.2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016446) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განცხადება კომისიას შესაძლებელია წარედგინოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.“; ბ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები: „მუხლი 131. კომისიაში განცხადების წარდგენა 1. კომისიაში განცხადების წარდგენა, მისი რეგისტრაცია, ასევე კომისიის მიერ წერილის გაგზავნა ხორციელდება ამ დებულებისა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად. 2. მატერიალური ფორმით განცხადება კომისიას შესაძლებელია წარედგინოს ფოსტით, სსიპ „იუსტიციის სახლში“ ან ადგილზე ჩაბარებით, ხოლო ელექტრონული ფორმით – კომისიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან დოკუმენტების ელექტრონული მიმოსვლის სერვისის (Interflow) საშუალებით (მათ შორის: საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების „eDocument“, „eFlow“ და ა.შ., ასევე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – My.gov.ge საშუალებით). 3. კომისიაში ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადება ხელმოწერილი/შტამპდასმული (დადასტურებული) უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. კომისიაში განცხადების რეგისტრაციისთანავე, განმცხადებელს მობილურის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა გაეგზავნოს ინფორმაცია განცხადების რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის შესახებ. ამასთან, განმცხადებელს ასევე უნდა ეცნობოს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილების მიწოდების იმ დამატებითი საშუალებების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია კომისიისგან გაგზავნილი წერილის მიღება (მათ შორის, კომისიისგან გაგზავნილი წერილის ელექტრონული ბმულით/დანართით მიწოდებისა და მატერიალური ფორმით ხელზე ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება დოკუმენტების ელექტრონული მიმოსვლის სერვისის (Interflow) საშუალებით მიღებულ იმ განცხადებებზე, რომლებიც არ არის გამოგზავნილი ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით. 6. განმცხადებელი პასუხისმგებელია განცხადებაში მის მიერ მითითებული საკონტაქტო მონაცემების სისწორეზე. მუხლი 132. განმცხადებელთან კორესპონდენციის გაგზავნა 1. განმცხადებელთან გასაგზავნი წერილი უნდა დარეგისტრირდეს საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში და დაერთოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ხოლო მატერიალური ფორმით გასაგზავნ წერილს – კომისიის ბეჭედი. 2. განმცხადებელს კომისიის წერილი შეიძლება გაეგზავნოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი საშუალებით: დოკუმენტების ელექტრონული მიმოსვლის სერვისით (Interflow), მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე დანართით/თანდართული ბმულით ან/და ელექტრონული ფოსტით. წერილი შესაძლებელია ასევე გაიგზავნოს მატერიალური ფოსტის საშუალებით. ამასთან, გაგზავნილი წერილის განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად წერილი ასევე ზიარდება იუსტიციის სახლის სერვისების მართვის ერთიან სისტემაში. შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია კომისიის წერილი ხელზე ჩაიბაროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე კომისიაში, ადგილზე მისვლით. 3. განმცხადებელს, კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი უნდა გაეგზავნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საშუალებებიდან, მის მიერ შერჩეული საშუალებით და მოთხოვნილ მისამართზე, ხოლო თუ მოთხოვნილი არ არის კონკრეტული საშუალება და მისამართი, კომისიის წერილი გაეგზავნება შემდეგი წესით: ა) როდესაც განცხადება წარდგენილია დოკუმენტების ელექტრონული მიმოსვლის სერვისის (Interflow) მეშვეობით, კომისიის წერილი უნდა გაეგზავნოს იმავე საშუალების გამოყენებით, იმავე მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ „ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალიდან“ (My.gov.ge) წარდგენილ განცხადებაზე კომისიის წერილის გაზიარება ხდება სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალებში, ასევე დამატებით განცხადებაში მითითებულ მობილურის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე (დანართის/თანდართული ბმულის სახით); ბ) იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილია კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებით, კომისიის წერილი უნდა გაიგზავნოს იმავე ელექტრონულ მისამართზე, საიდანაც მოხდა კომისიაში განცხადების მიწოდება. ამასთან, აღნიშნული წერილი დამატებით ასევე უნდა გაეგზავნოს განცხადებაში მითითებულ მობილურის ნომერზე, დანართის/თანდართული ბმულის მეშვეობით; გ) თუ განცხადება წარდგენილია მატერიალური ფორმით, კომისიის წერილი უნდა გაიგზავნოს განცხადებაში მითითებულ მობილურის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე (დანართის/თანდართული ბმულის სახით); დ) თუ კომისიის წერილის გაგზავნა ელექტრონული საშუალებით შეუძლებელია (მაგალითად, ტექნიკური მიზეზით ან სხვა შემაფერხებელი გარემოების ან წარდგენილ განცხადებაში მობილურის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის არარსებობის გამო) ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილის მიღება არცერთი საშუალებით დასტურდება გაგზავნიდან 1 დღის განმავლობაში, განმცხადებელს კომისიის პასუხი უნდა გაეგზავნოს მატერიალური ფორმით (განცხადებაში მითითებულ მისამართზე). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელი დამატებით უფლებამოსილია კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი ხელზე ჩაიბაროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ ნებისმიერ ფილიალში (ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თავისებურების გათვალისწინებით), ან კომისიაში, ადგილზე მისვლით. ამასთან, განმცხადებლის მიერ განცხადებაში ელექტრონული ფოსტის მისამართის ან მობილურის ნომრის მითითების შემთხვევაში კომისია დამატებით უზრუნველყოფს განმცხადებლისთვის წერილის გაგზავნას განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილურის ნომერზე (დანართის/თანდართული ბმულის სახით). 5. გაგზავნილი წერილის განმცხადებლისთვის ჩაბარების დადასტურება უნდა განხორციელდეს დებულების 25-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; გ) მე-20 მუხლის: გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით (ფოსტა, კურიერი და სხვა) ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის (მათ შორის ტელეფონოგრამის) საშუალებით.“; გ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების ან/და კომისიის გაგზავნილი წერილის ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით (სსიპ „იუსტიციის სახლის“, ფოსტის, კურიერის მეშვეობით და სხვა) ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. შეტყობინების/კომისიის წერილის ჩაბარება დასტურდება: ა) მატერიალური ფორმით გაგზავნის ან ხელზე ჩაბარების (მათ შორის სსიპ „იუსტიციის სახლში“ ხელზე ჩაბარების) შემთხვევაში – ჩაბარების დასტურით; ბ) ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში – ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით (უკუკავშირით), ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც; გ) ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების მიღების დადასტურებით შესაბამისი მომსახურების გამწევი სუბიექტის მიერ, რაც ქმნის შეტყობინების/კომისიის წერილის გაცნობის ობიექტურ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა გზავნილის წაკითხვა; დ) ტელეფონოგრამის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით. 3. მატერიალური ფორმით შეტყობინება დაინტერესებულ პირს ჰბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ის არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე, შეტყობინება ჰბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს. თუ შეტყობინება ჰბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ჩაბარება აღინიშნება შეტყობინებაზე მიმღების ხელმოწერით. 4. კომისიის მიერ განმცხადებლისთვის წერილის რამდენიმე საშუალებით მიწოდების შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ რომელიმე საშუალებით ყველაზე ადრე მიღებისთანავე (თუ ამ საშუალებით წერილის მიღების შესახებ განმცხადებელი წინასწარ იყო ინფორმირებული).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები