დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 სექტემბრის №90/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018821 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 სექტემბრის №90/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2025; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.018725) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველო.“. 2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის პოლიტიკის განვითარება და მისი დანერგვის მხარდაჭერა; ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აქტივობების/პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანასწორობის პოლიტიკის განვითარებისა და მისი ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, არაქართულენოვანი მოსახლეობის, განათლებასა და დასაქმების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების, ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალების ფორმალურ განათლებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის მიზნით; დ) თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული აქტივობების/პროექტების/პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მათი აღსრულების მონიტორინგი; ე) დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების/სტუდენტების/პროფესიული სტუდენტის/მსმენელებისთვის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებელი და რემედიალური სერვისების განვითარება/კოორდინაცია; ვ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისთვის საჭირო სერვისების დანერგვის განვითარება/კოორდინაცია; ზ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის სერვისების ეფექტიანად განვითარებისა და განხორციელებისთვის; თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს/დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები