დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 სექტემბრის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018817 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 სექტემბრის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 სექტემბრის №86/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018721) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ღონისძიებების სამმართველო.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. ღონისძიებების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის ან/და მისი მოადგილის დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება; ბ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება; შემოქმედებითი, განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიცირება; გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საკომუნიკაციო მხარდაჭერა. ამ მიზნით საკომუნიკაციო კამპანიებისა და გეგმების შემუშავება, სათანადო საინფორმაციო მასალების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება; ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ვ) საქართველოს ეროვნულ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი მასშტაბური ღონისძიებების/მიღებების ორგანიზება; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია; თ) საკომუნიკაციო მიზნებისთვის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების, კონტროლის აქტების შედგენა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) მეშვეობით, შესაბამისი სამსახურისთვის მათი მიწოდება, შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა; ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ღონისძიებების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ღონისძიებების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს/დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 5. ღონისძიებების სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 6. ღონისძიებების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. 7. ღონისძიებების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და ღონისძიებების სამმართველოს უფროსის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები