„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1468-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.103037
1468-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 01/04/2026
430050000.05.001.103037
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 6312 მუხლი:

„მუხლი 6312. 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი

2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1468-Vმს-XIმპ