გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016082
68
13/03/2026
ვებგვერდი, 18/03/2026
000000000.00.148.016082
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

 

გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №68

2026  წლის  13   მარტი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის ინიციატივა, რომლითაც მოთხოვილია  სოფელ მეჯვრისხევში უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს  გზის მონაკვეთს, რომლის სავარაუდო სიგრძეა 631,51 მ, კოორდინატებია: საწყისი: X=431538,25 Y=4660888,73 საბოლოო: X=432048,41 Y=4661221,60, გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება ნაკვეთები: 66.53.16.782, 66.53.16.843, 66.53.16.948, სამხრეთით  ნაკვეთები: 66.53.16.947, 66.53.16.003, 66.53.16.739 აღმოსავლეთით უსახელო ქუჩა, დასავლეთით  ნაკვეთები: 66.53.16.387, ეწოდოს 43-ე ქუჩა.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილები მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის  საკრებულო,  მიზანშეწონილია  საკითხის  განხილვა  საკრებულოს  სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების,   საქართველოს კანონის  „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების შესაბამისად, 

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს  გზის მონაკვეთს,  რომლის სავარაუდო სიგრძეა 631,51მ,  ეწოდოს  43-ე ქუჩა.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 მარლენ ნადირაძე