დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025659 |
|
„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№544-IIმს-XIმპ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/04/2024, 040030000.10.003.024531) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1.დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. მიხეილ დუნდუა − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2. გენადი არველაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 3. შოთა ბერეკაშვილი − საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. 4. ირაკლი ხელაძე − საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილე. 5. ილია შამუგია − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 6. ლევან ვეფხვაძე − ა(ა)იპ − საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესისა და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების“: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად.“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“; გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად შერჩეულ 1 კანდიდატს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები