„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.025658
109
13/03/2026
ვებგვერდი, 13/03/2026
270000000.10.003.025658
„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2026 წლის 13 მარტი

   ქ. თბილისი

 

„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  20/02/2026, 270000000.10.003.025619) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის“ მე-5 მუხლის:

1. პირველ პუნქტს „ზ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„ზ.ბ1) იმ უცხოელებზე, რომელთა მიმართებითაც სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ის შუამდგომლობით იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და დასაბუთებული აუცილებლობა;“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წამოყენებისას არ იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა, სააგენტო უფლებამოსილია, ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების, აგრეთვე საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების (შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, სამუშაოს შესასრულებლად ინდივიდუალური მახასიათებლების საჭიროება, შემსრულებლის რეპუტაცია, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი ან/და სხვა ფაქტორები) გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაო პოზიციაზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე