დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 11 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016865 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 11 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 11 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/07/2025, 010250050.35.148.016836) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს სახელობით შემადგენლობას, მათ შორის, თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს, განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭოს თავმჯდომარეს განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭოს მდივანს განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები