დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 2 26 00000523 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 10/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №REG 2 26 00000523
2026 წლის 10 მარტი
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 15 აგვისტოს №REG62400002220 ბრძანება. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურზე“ (ს/კ 402314170; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა № 57) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000081).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (ს/კ 402314170) დირექტორის, როლა შავლაყაძის განცხადება: №293351, 06.03.2026.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები