შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ავთანდილ ბოლოთაშვილი N:003-26)

შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ავთანდილ ბოლოთაშვილი N:003-26)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „პირველი ქართული აუქციონი“
მიღების თარიღი 11/03/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
11/03/2026
ვებგვერდი, 12/03/2026
შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ავთანდილ ბოლოთაშვილი N:003-26)
შპს „პირველი ქართული აუქციონი“

საჯარო შეტყობინება

აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე

 

2026 წლის  11 მარტი 

 

სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი (ს/ნ: 204954086)

დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელფოსტა: info@pqa.ge

ტელეფონი: 577783434

კრედიტორი: სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/ნ: 203828304)

მოვალე/მესაკუთრე: ავთანდილ ბოლოთაშვილი (პ/ნ: 59001108703), მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო სობისი, 1-ლი ქუჩის I შესახვევი, N 4

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და ავთანდილ ბოლოთაშვილს შორის 2023 წლის 15 მარტს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №P49176850.0264.001. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში იმავე მხარეებს შორის 2024 წლის 29 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №0309.4320938.001. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (P49176850.0264.001.02) 5.3.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 18 თებერვლის განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე;

საჯარო აუქციონის N:003-26

უძრავი ქონების რეკვიზიტები: გორი, სოფელი ზერტი (საკადასტრო კოდი: 66.53.04.153)

აუქციონის დაწყების დრო: 17.03.2026 წლის 14:00 სთ

აუქციონის დასრულების დრო: 20.03.2026 წლის 14:00 სთ

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 32 539.22 ლარი.

უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 20328 კვ/მ. რომელზეც გაშენებულია ატმის ბაღები. მიწის ნაკვეთი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტში, ს/კ: 66.53.04.153.

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

სპეციალისტი  შპს პირველი ქართული აუქციონის  დირექტორი               ლაშა ჭიჭინაძე