საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016948
1-1/66
09/03/2026
ვებგვერდი, 10/03/2026
010240070.22.024.016948
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/66

2026 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/103 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240070.22.024.016407) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიეროტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ასევე ქვეყანაში ციფრული ტრანსფორტმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, სამეცნიეროტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში, ასევე ქვეყნის ციფრული ტრანსფორტმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის, კიბერ ან/ და საინფორმაციო შეტევების პერიოდში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების, ასევე ციფრული ტრანსფორტმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების ფუნქციონირების კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით;”;

დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაზე პასუხისმგებელ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ე) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“„ჭ“ ქვეპუნქტები:

„ფ) ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ქ) ქვეყნის ციფრული ტრანსფორტმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით სტრატეგიების, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და კოორდინაცია;

ღ) ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციისკენ მიმართული აქტივობების ეფექტური კოორდინაციისა და განხორციელებისთვის სამთავრობო უწყებებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამეცნიერო წრეებთან, ადგილობრივ/უცხოელ ინვესტორებთან და განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა;

ყ) სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში ინტეგრირების მიზნით;

შ) ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების, ხელოვნური ინტელექტის (AI), განვითარების მიმართულებით, მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა;

ჩ) სხვადასხვა უწყებისათვის, ორგანიზაციისა და სააგენტოისათვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ციფრული პოლიტიკისა და ციფრულ საკითხებზე სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განსახორციელებელი სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების, ციფრული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების პროცესში;

ც) ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით კოორდინაციის ფუნქციების განხორციელების მიზნით, შესაბამისი საკანონდებლო პროექტების მომზადება და მათი განხორციელება, მონიტორინგი და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

ძ) ქვეყანაში ციფრული პროექტების მართვაში მონაწილეობა, მათ შორის პროექტების დაგეგმვის, რესურსების განაწილებისა და რისკების მართვის კუთხით;

წ) რეკომენდაციების შემუშავება და რჩევების მიწოდება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, მათ შორის სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებების ხარვეზების იდენტიფიცირება და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების და პროცესების შესახებ რეკომენდაციების შეთავაზება;

ჭ) ქვეყანაში ციფრული უნარებისა და ციფრული ინკლუზიის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების ზედამხედველობა და კოორდინაცია ციფრულ ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ციფრული უთანასწორობის გადალახვის მიზნით.“. 

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განახლება-დახვეწის პროცესების ორგანიზება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ქვეყნის მასშტაბით პროცესების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებთან და სამეცნიეროტექნოლოგიურ საწარმოებთან, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სამეცნიეროტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით სხვა ქვეყნების პოლიტიკების ანალიზი,  საუკეთესო უცხოური პრაქტიკის მოკვლევა და საინტერესო მიგნებების საქართველოს პრაქტიკაში დანერგვისათვის, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) სათანადო ღონისძიებათა პროექტების შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში ინტეგრირების მიზნით და ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიზნით;

ე) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების, ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;";

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ჰარმონიზებული საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მათ დანერგვაში მონაწილეობა;“;

გ) „მ“„ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების, პროგრამების, პროექტების შემუშავების ორგანიზება და მათ განსახორციელებლად საერთაშრისო ნორმებთან ჰარმონიზებული შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგის განხორციელება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად;

ნ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების სფეროში, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად;

ო) საინფორმაციო საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად და მათი განხორციელების კოორდინაცია;“; 

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური ქსელების, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;”;

ე) „ფ“„ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს, ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების შესაძლებლობების კვლევა, განვითარების პროექტების ინიციირება;

ქ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მითითებების ანალიზი;

ღ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია;”. 

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“„ჭ“ ქვეპუნქტები:

„ც) ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, მისი კოორდინაციის მიმართულებით შესაბამისი ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება;

ძ) ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების, ციფრული სერვისების განვითარებისა და სრულყოფის, ასევე მათი კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიებისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და კოორდინაცია, მათი განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების, პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების კოორდინაცია; 

წ) ქვეყანაში ციფრული უნარებისა და ციფრული ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, ციფრულ ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ციფრული უთანასწორობის გადალახვის მიზნით;

ჭ) ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციისკენ მიმართული აქტივობების ეფექტური კოორდინაციისა და განხორციელებისთვის სამთავრობო უწყებებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამეცნიერო წრეებთან, ადგილობრივ/უცხოელ ინვესტორებთან და განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი