დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016088 |
|
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 26-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის №1/251 გადაწყვეტილების დანართი)“:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის (შემდგომში – მოხელე) ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (შემდგომში – შეფასება) პროცედურას, პირობებს, პროცედურაში მონაწილე სუბიექტთა უფლება-მოვალეობებს, შეფასების შედეგების გასაჩივრებისა და ანგარიშგების წესებს.“; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. შეფასების პერიოდულობა 1. მოხელე შეფასებას ექვემდებარება 6 თვეში ერთხელ (შესაფასებელი პერიოდი), ხოლო გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე – კვარტალში ერთხელ. 2. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს შესაფასებელი პერიოდის დაწყებიდან შეფასების მიღების თარიღამდე შუალედში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ასრულებს.“; გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი, ზემდგომი თანამდებობის პირი, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი და ამ წესის 61 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელი.“; დ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 61 მუხლი: „მუხლი 61. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის/ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმართვის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. 2. მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის მიმართვის შემთხვევაში, შეფასების შედეგის განხილვის ან გასაჩივრების შემთხვევაში შესაძლებელია ჩაერთოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მოხელის შეფასების შედეგების გადახედვის შემთხვევაში, უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) დამატებითი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაესაუბროს მოხელეს; დ) კანონიერად, ობიექტურად, მოხელის უფლებების შეულახავად, განახორციელოს შეფასების შედეგების შეცვლა ან დატოვოს უცვლელი; ე) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.“; ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს, მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფასების მიმდინარეობისა და შეფასების შედეგების შესახებ; გ) აცნობოს შეფასების შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (შემდგომში – ადმინისტრაცია);“; ვ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მიმდინარე შეფასება (ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვადის ჩათვლით) უნდა დასრულდეს ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც.“; ზ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს ადმინისტრაციას ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“; თ) მე-12 მუხლის: თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, დგება/შეიძლება დადგეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები: ა) მოხელისათვის კლასის მინიჭება; ბ) მოხელის წახალისება; გ) მოხელის პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; დ) მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს 20%-ის დაკავება; ე) მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.“; თ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მოხელის ამ წესის მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში, მას დაუკავდება ყოველი თვის თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე.“; ი) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. შეფასების შედეგის გასაჩივრება და განმეორებითი გასაუბრება 1. მოხელე, ზემდგომი თანამდებობის პირი, მოხელის მოთხოვნის შემთხვევაში − ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. 2. განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება, გასაუბრება (საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისა და, არსებობის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართულობით) და გადაწყვეტილების მიღება შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც. 3. გადაწყვეტილებას შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.“; კ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. კონფიდენციალობა შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მის მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, ზემდგომ თანამდებობის პირს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ადმინისტრაციას.“; ლ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია წინა წლის შეფასებების ანგარიშები წარუდგინოს ადმინისტრაციას არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.“.
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები