დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 12/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016204 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/10/2015წ.; სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016022) დამტკიცებული დებულების:
1. მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამშენებლო სამმართველო;“. 2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამშენებლო სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების შესახებ მოთხოვნების ფორმატის შემუშავება სამსახურის მასშტაბით, მათი დანერგვა და შემოსული მოთხოვნების სისტემატიზაცია; ბ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების წინასწარი იდენტიფიკაციის და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით სამსახურის ინფრასტრუქტურული ობიექტების მუდმივი მონიტორინგი; გ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. აგრეთვე, მოთხოვნების შესრულების საორიენტაციო ვადების, ფინანსური და ტექნიკური პარამეტრების დადგენა, მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობის შესახებ არგუმენტირებული წინადადებების მომზადება და სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების გეგმის შემუშავება და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და/ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ არგუმენტირებული ინფორმაციის სამსახურის შესაბამისი დანაყოფებისათვის მიწოდება; ე) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გადაუდებელი შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ შემოსული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დაკმაყოფილების აუცილებლობის შესახებ არგუმენტირებული წინადადებების მომზადება და სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ვადების განსაზღვრა და შესაბამის სამსახურთან შეთანხმების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ზ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფინანსური პარამეტრების დადგენა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შეთანხმება მოთხოვნის თავდაპირველ ავტორთან; თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის სათანადოდ განხორციელების მიზნით მიმწოდებელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა; ი) მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების, სტანდარტებიდან გადახრების და სხვა ტიპის პრობლემატიკის აღრიცხვა და რეაგირების შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელება; კ) მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის ამსახველი დოკუმენტაციის (დასურათება, ვიდეოგადაღება, აქტები და სხვა) წარმოება და პროექტების მიხედვით სისტემატიზაცია; ლ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებისას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესრულებულ სამუშაოთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით ექსპერტის მოწვევის საკითხის დაყენება ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე; მ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმწოდებელთა ბაზის შექმნა და სისტემატური განახლება. აგრეთვე, მიმწოდებელთა ბაზის სრულყოფის მიზნით, მიმწოდებელთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ დადებითი თუ უარყოფითი ინფორმაციის ბაზაში შეტანა; ნ) დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღების ორგანიზება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ქონების მართვისა და ექსპლუატაციის სამმართველოსთან ერთად; ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები