დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 206 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1745 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 20/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.009.678 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.678
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1745
2006 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №26, მუხლი 307) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 1101 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:“;
ბ) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 1101 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები