“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1747
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.009.676
  • Word
1747
18/12/2006
190.020.000.22.033.009.676
“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.009.676

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1747

2006 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის 153 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ. 30, მუხლი 251) დამტკიცებული:

ა) „საბიუჯეტო შემოსულობების კლასიფიკაცია (დანართი 1) და „საბიუჯეტო შემოსულობების კლასიფიკაცია (მეთოდური განმარტებები) (დანართი 1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აქციზური პროდუქციის მიხედვით (საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის დაბეგვრით მიღებული შემოსავალი) (დანართი 3) და „ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აქციზური პროდუქციის მიხედვით (საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის დაბეგვრით მიღებული შემოსავალი) (დანართი 3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები) (დანართი 4) და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები) (დანართი 4) ამოღებულ იქნს.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის პირველი იანვრიდან.

 ა. ალექსიშვილი

 

 

 

დანართი 1

 

დასახელება

 

 

I. სულ შემოსულობები (II+IX)

 

 

II. მთლიანი შემოსავლები და გრანტები (III+VIII)

 

 

III. მთლიანი შემოსავლები (IV+VII)

 

 

IV. მიმდინარე შემოსავლები (V+VI)

 

 

V. საგადასახადო შემოსავლები

01 00 00 00

1

საშემოსავლო გადასახადი

01 01 00 00

2

დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი

01 01 01 00

3

 სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან

01 01 01 01

4

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან

01 01 01 02

5

არასაბიუჯეტო სექტორიდან

01 01 01 03

6

გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან

01 01 02 00

7

გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან

01 01 03 00

8

გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტებიდან

01 01 04 00

9

გადასახადი დიპლომატიურ დაწესებულებებში დასაქმებული რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლებიდან

01 01 05 00

10

არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (გარდა ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა)

01 01 06 00

11

არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან

01 01 07 00

12

გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან

01 01 08 00

13

სხვა არაკლასიფიცირებული საშემოსავლო გადასახადი

01 01 90 00

14

მოგების გადასახადი

01 02 00 00

15

საქართველოს საწარმოთა მოგებიდან

01 02 01 00

16

 პროცენტებიდან

01 02 01 01

17

 სხვა მოგებიდან

01 02 01 02

18

უცხოურ საწარმოთა მოგებიდან

01 02 02 00

19

 პროცენტებიდან

01 02 02 01

20

 დივიდენდებიდან

01 02 02 02

21

 სხვა მოგებიდან

01 02 02 03

22

სხვა არაკლასიფიცირებული მოგების გადასახადი

01 02 90 00

23

დამატებული ღირებულების გადასახადი

01 03 00 00

24

საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტის მიერ რეალიზებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან

01 03 01 00

25

საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურებიდან

01 03 02 00

26

იმპორტირებული პროდუქციიდან

01 03 03 00

27

სხვა არაკლასიფიცირებული დამატებული ღირებულების გადასახადი

01 03 90 00

28

აქციზი

01 04 00 00

29

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან

01 04 01 00

30

იმპორტირებული პროდუქციიდან

01 04 02 00

31

ექსპორტირებული პროდუქციიდან

01 04 03 00

32

სხვა არაკლასიფიცირებული აქციზი

01 04 90 00

33

საბაჟო გადასახადი

01 05 00 00

34

სოციალური გადასახადი

01 06 00 00

35

დამქირავებლის სოციალური გადასახადი

01 06 01 00

36

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან

01 06 01 01

37

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან

01 06 01 02

38

არასაბიუჯეტო სექტორიდან

01 06 01 03

39

მეწარმე ფიზიკური პირების სოციალური გადასახადი

01 06 02 00

40

სხვა არაკლასიფიცირებული სოციალური გადასახადი

01 06 90 00

41

ქონების გადასახადი

01 07 00 00

42

 საქართველოს საწარმოთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი

01 07 01 00

43

 უცხოურ საწარმოთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი

01 07 02 00

44

ფიზიკურ პირთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი

01 07 03 00

45

ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების გადასახადი

01 07 03 01

46

არაეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონების გადასახადი

01 07 03 02

47

საქართველოში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადი

01 07 03 03

48

საქართველოში რეგისტრირებულ იახტებზე (კატარღებზე) ქონების გადასახადი

01 07 03 04

49

საქართველოში რეგისტრირებულ თვითმფრინავებზე ქონების გადასახადი

01 07 03 05

50

საქართველოში რეგისტრირებულ შვეულმფრენებზე ქონების გადასახადი

01 07 03 06

51

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი

01 07 04 00

52

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან

01 07 04 01

53

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი იურიდიული პირებიდან

01 07 04 02

54

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი

01 07 05 00

55

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან

01 07 05 01

56

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი იურიდიული პირებიდან

01 07 05 02

57

სხვა არაკლასიფიცირებული ქონების გადასახადი

01 07 90 00

58

სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადი

01 90 00 00

59

სხვა არაკლასიფიცირებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი

01 90 01 00

60

სხვა არაკლასიფიცირებული ადგილობრივი გადასახადი

01 90 02 00

 

 

 

 

VI. არასაგადასახადო შემოსავლები

02 00 00 00

61

მოსაკრებლები

02 01 00 00

62

საბაჟო მოსაკრებელი

02 01 01 00

63

ექსპორტზე

02 01 01 01

64

იმპორტზე

02 01 01 02

65

სხვა არაკლასიფიცირებული საბაჟო მოსაკრებელი

02 01 01 90

66

 სალიცენზიო მოსაკრებლები

02 01 02 00

67

მოსაკრებელი ჩვილ ბავშვთა კვებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზირებიდან

02 01 02 01

68

მოსაკრებელი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზირებიდან

02 01 02 02

69

მოსაკრებელი თევზჭერის ლიცენზირებიდან

02 01 02 03

70

მოსაკრებელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებიდან

02 01 02 04

71

მოსაკრებელი სამხედრო-საბრძოლო და კონკრეტული სახეობის იარაღთან დაკავშირებული საქმიანობის (მათ შორის, ვაჭრობის) გენერალური ან სპეციალური ლიცენზირებიდან

02 01 02 05

72

მოსაკრებელი დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზირებიდან

02 01 02 06

73

მოსაკრებელი კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზირებიდან

02 01 02 07

74

მოსაკრებელი ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ლიცენზირებიდან

02 01 02 08

75

საგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური, სპეციალური და სხვა ლიცენზირებიდან

02 01 02 09

76

მოსაკრებელი სიცოცხლის დაზღვევის, დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და გადაზღვევის ლიცენზირებიდან

02 01 02 10

77

მოსაკრებელი საბანკო, არასაბანკო-სადეპოზიტო -საკრედიტო, საბროკერო და აქტივების მმართველის საქმიანობებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური და სპეციალიზირებული დეპოზიტარის ლიცენზირებიდან

02 01 02 11

78

მოსაკრებელი სამედიცინო საქმიანობის გენერალური, სპეციალური და სხვა ლიცენზირებიდან

02 01 02 12

79

მოსაკრებელი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ან ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზირებიდან

02 01 02 13

80

მოსაკრებელი ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადებისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზირებიდან

02 01 02 14

81

მოსაკრებელი ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით სარგებლობის ლიცენზირებიდან

02 01 02 15

82

მოსაკრებელი რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირებიდან

02 01 02 16

83

მოსაკრებელი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზირებიდან

02 01 02 17

84

მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზირებიდან

02 01 02 18

85

სხვა არაკლასიფიცირებული სალიცენზიო მოსაკრებელი

02 01 02 90

86

სანებართვო მოსაკრებლები

02 01 03 00

87

მოსაკრებელი ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის და/ან იმპორტის ნებართვაზე

02 01 03 01

88

მოსაკრებელი გარემოზე ზემოქმედების ნებართვაზე

02 01 03 02

89

მოსაკრებელი ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ობიექტში წყალჩაშვების ნებართვაზე

02 01 03 03

90

მოსაკრებელი შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვაზე

02 01 03 04

91

მოსაკრებელი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვაზე

02 01 03 05

92

მოსაკრებელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვაზე

02 01 03 06

93

მოსაკრებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვაზე

02 01 03 07

94

მოსაკრებელი იარაღისა, საბრძოლო მასალის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვაზე

02 01 03 08

95

მოსაკრებელი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის ნებართვაზე

02 01 03 09

96

მოსაკრებელი ნადირობის ნებართვაზე

02 01 03 10

97

მოსაკრებელი უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვაზე

02 01 03 11

98

მოსაკრებელი იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვაზე

02 01 03 12

99

მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვაზე

02 01 03 13

100

მოსაკრებელი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვაზე

02 01 03 14

101

მოსაკრებელი საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლოატაციის ნებართვაზე

02 01 03 15

102

მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და სატვირთო გადაზიდვის ნებართვაზე

02 01 03 16

103

მოსაკრებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვაზე

02 01 03 17

104

მოსაკრებელი საავიაციო სამუშაოების წარმოებისა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვაზე

02 01 03 18

105

მოსაკრებელი უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტების, საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), დროებითი შენახვის საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვაზე

02 01 03 19

106

მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე

02 01 03 20

107

მოსაკრებელი სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის, ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის და ფარმაცევტული წარმოების, I, II ჯგუფის აფთიაქების და სააფთიაქო პუნქტის საქმიანობების ნებართვაზე

02 01 03 21

108

მოსაკრებელი არაიოდიზირებული მარილის იმპორტის ნებართვაზე

02 01 03 22

109

მოსაკრებელი ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების, არქეოლოგიური სამუშაოებისა და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვაზე

02 01 03 23

110

სხვა არაკლასიფიცირებული სანებართვო მოსაკრებელი

02 01 03 90

111

სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლები

02 01 04 00

112

მოსაკრებელი სამშენებლო პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის სერტიფიცირებისათვის

02 01 04 01

113

საქართველოში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აუთენტურობის შესახებ და საზღვარგარეთ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოში ცნობის შესახებ გაცემული ცნობის მოსაკრებელი

02 01 04 02

114

ექიმისა და ფარმაცევტის სერტიფიცირების მოსაკრებელი

02 01 04 03

115

ობიექტისა და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაცირების მოსაკრებლები

02 01 04 04

116

აუდიტორთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების მოსაკრებელი

02 01 04 05

117

ალკოჰოლიანი სასმელების წარმოშობისა და ყურძნის ღვინოების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების შესაბამისობის სერტიფიცირების მოსაკრებელი

02 01 04 06

118

ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების (ნამყენი ნერგი) შესაბამისობის სერტიფიცირების მოსაკრებელი

02 01 04 07

119

ვეტერინარული მოწმობის (ფორმა №1 და ფორმა №2) გაცემისათვის მოსაკრებელი

02 01 04 08

120

ჯიშიანი პირუტყვის სერტიფიკატის (სანაშენე მოწმობის) მოსაკრებელი

02 01 04 09

121

სერტიფიცირების მოსაკრებელი თესლის თესვითი ხარისხის განსაზღვრისათვის

02 01 04 10

122

სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი

02 01 04 90

123

სარეგისტრაციო მოსაკრებლები

02 01 05 00

124

ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 01

125

საერთაშორისო, საქართველოს და ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო, აგრეთვე მათ წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე მოსაკრებელი

02 01 05 02

126

კავშირის (ასოციაციის), ფონდის, ფონდის ფილიალის რეგისტრაციის, წესდების სარეგისტრაციო, აგრეთვე წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე მოსაკრებელი

02 01 05 03

127

ავტომანქანის მართვის მოწმობის გაცემის და მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების, ტექნიკური პასპორტის, სახელმწიფო და სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის, ტექნიკური დათვალიერების სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 04

128

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკური პასპორტისა და სანომრე ნიშნის გაცემის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიდან მოხსნის, ან/და მათ ტექნიკურ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 05

129

სატრანსპორტო საშუალებების ძარის, კაბინის ან ჩარჩოს, ძარის, ძრავისა და მისაბმელის გადაფორმების სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 06

130

სანადირო თოფის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 07

131

საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 08

132

საწარმოო წესით დამზადებული ცხოველთა საკვების და საკვებდანამატების, პესტიციდების სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 09

133

სამედიცინო სამკურნალო საშუალებების, მასალების, ნაკეთობების და სხვა საგნების სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 10

134

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სარეგისტრაციო და ხელახალი რეგისტრაციის მოსაკრებელი

02 01 05 11

135

საწარმოს, საწარმოს ფილიალის რეგისტრაციისთვის, მათ წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის, საქმიანობის შეწყვეტის, ლიკვიდაციისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 12

136

სხვა არაკლასიფიცირებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი

02 01 05 90

137

სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი

02 01 06 00

138

მოსაკრებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული ექსპერტიზისათვის

02 01 06 01

139

მოსაკრებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული ექსპერტიზისათვის

02 01 06 02

140

მოსაკრებელი საწარმოო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის ექსპერტიზისათვის

02 01 06 03

141

მოსაკრებელი მოძრავი ძეგლების, ქალაქებისა და სხვა დასახლებების კულტურული მემკვიდრეობის დაცვით ზონებში და ისტორიულ დასახლებებში შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, სარესტავრაციო სამუშაოებისა და ახალი მშენებლობების პროექტების ექსპერტიზისათვის

02 01 06 04

142

მოსაკრებელი ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში ექსპერტიზისათვის

02 01 06 05

143

მოსაკრებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის

02 01 06 06

144

სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი

02 01 06 90

145

სახელმწიფო ბაჟი

02 01 07 00

146

სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე

02 01 07 01

147

სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის

02 01 07 02

148

სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის

02 01 07 03

149

სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტოლით დამოწმებისათვის

02 01 07 04

150

საქართველოს ბაჟი სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის

02 01 07 05

151

სახელმწიფო ბაჟი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის

02 01 07 06

152

სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო ბაჟი

02 01 07 90

153

საკონსულო მოსაკრებელი

02 01 08 00

154

მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის

02 01 08 01

155

მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებებისათვის

02 01 08 02

156

მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის

02 01 08 03

157

მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის

02 01 08 04

158

მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურებისათვის

02 01 08 05

159

სხვა არაკლასიფიცირებული საკონსულო მოსაკრებელი

02 01 08 90

160

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი

02 01 09 00

161

სატენდერო მოსაკრებელი

02 01 10 00

162

სააღსრულებო მოსაკრებელი

02 01 11 00

163

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი

02 01 12 00

164

საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი

02 01 13 00

165

მოსაკრებელი ფიტოსანიტარულ-საკარანტინო ღონისძიებებისათვის

02 01 13 01

166

მოსაკრებელი ვეტერინარულ-საკარანტინო ღონისძიებებისათვის

02 01 13 02

167

სხვა არაკლასიფიცირებული საკარანტინო მოსაკრებელი

02 01 13 90

168

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 14 00

169

მოსაკრებელი წიაღით სარგებლობისათვის

02 01 14 01

170

მოსაკრებელი ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის

02 01 14 02

171

მოსაკრებელი გარემოდან ამოღებული მცენარეთა არამერქნული რესურსებისა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის

02 01 14 03

172

მოსაკრებელი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის

02 01 14 04

173

მოსაკრებელი ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობისათვის

02 01 14 05

174

მოსაკრებელი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე

02 01 14 06

175

სხვა არაკლასიფიცირებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 14 90

176

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

02 01 15 00

177

კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან

02 01 15 01

178

სათამაშო აპარატებიდან

02 01 15 02

179

ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან

02 01 15 03

180

წამახალისებელი გათამაშებიდან

02 01 15 04

181

სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან

02 01 15 05

182

სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

02 01 15 90

183

სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი

02 01 90 00

184

შემოსავლები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

02 02 00 00

185

შემოსავალი მიწის გადაცემიდან

02 02 01 00

186

შემოსავალი შენობებისა და ნაგებობების გადაცემიდან

02 02 02 00

187

შემოსავალი მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების გადაცემიდან

02 02 03 00

188

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო ქონების გადაცემიდან

02 02 90 00

189

შემოსავლები მომსახურების გაწევიდან

02 03 00 00

190

შემოსავლები არაძირითადი (თანამდევი) გაყიდვიდან

02 04 00 00

191

შემოსავლები დივიდენდებიდან და ეროვნული ბანკის მოგებიდან

02 05 00 00

192

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები

02 05 01 00

193

შემოსავალი ეროვნული ბანკის მოგებიდან

02 05 02 00

194

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული დივიდენდებიდან

02 05 90 00

195

როიალტი

02 06 00 00

196

სესხის (კრედიტის), დეპოზიტის, ვექსილისა და სხვა სახის პროცენტი (სარგებელი)

02 07 00 00

197

ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი)

02 07 01 00

198

საფინანსო ინსტიტუტებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი)

02 07 02 00

199

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი)

02 07 03 00

200

კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი)

02 07 04 00

201

მსოფლიო ბანკის ინვესტიციური კრედიტებით დაფინანსებული პროექტების ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები

02 07 05 00

202

სხვა არაკლასიფიცირებული სესხის (კრედიტის) პროცენტი (სარგებელი)

02 07 90 00

203

შემოსავლები ჯარიმებიდან და საურავებიდან

02 08 00 00

204

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან

02 08 01 00

205

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაზღვევის სფეროებში

02 08 01 01

206

შემოსავალი სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან

02 08 01 02

207

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის დარგში

02 08 01 03

208

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში

02 08 01 04

209

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში

02 08 01 05

210

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან სოფლის მეურნეობაში, ვეტერინალურ - სანიტარული წესების დარღვევა

02 08 01 06

211

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში

02 08 01 07

212

შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან ვაჭრობისა და ფინანსების დარგში

02 08 01 08

213

შემოსავალი საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან

02 08 01 09

214

შემოსავალი მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან

02 08 01 10

215

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან

02 08 01 90

216

შემოსავალი საზღვრის უკანონოდ დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან

02 08 02 00

217

შემოსავალი გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევისათვის გადახდილი საურავიდან

02 08 03 00

218

შემოსავალი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიდან

02 08 04 00

219

შემოსავალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან

02 08 05 00

220

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმებიდან და საურავებიდან

02 08 90 00

221

შემოსავლები გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 00 00

222

შემოსავლები ქვეყნის შიგნით გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 00

223

შემოსავალი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 01

224

შემოსავალი საფინანსო ინსტიტუტებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 02

225

შემოსავალი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისათვის გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 03

226

შემოსავალი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 04

227

შემოსავალი კერძო საწარმოებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 05

228

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 01 90

229

შემოსავლები ქვეყნის გარეთ გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 02 00

230

შემოსავალი სხვა ქვეყნის მთავრობებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 02 01

231

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული საგარეო სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

02 09 02 90

232

სხვა არასაგადასახადო შემოსავალი

02 10 00 00

233

ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული შემოსავალი

02 10 01 00

234

სახაზინო თავდებობიდან მიღებული შემოსავალი

02 10 02 00

235

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი

02 10 03 00

236

აქციზური მარკების ნომინალური ღირებულებიდან მიღებული შემოსავლები

02 10 04 00

237

შემოსავლები შემოწირულობებიდან და ქველმოქმედებიდან

02 10 05 00

238

სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებული შემოსავლები

02 10 06 00

239

სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლები

02 10 90 00

 

 

 

 

VII. შემოსავლები კაპიტალის ოპერაციებიდან

03 00 00 00

240

 შემოსავლები ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან

03 01 00 00

241

შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან

03 01 01 00

242

საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან

03 01 01 01

243

 სახელმწიფო შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან

03 01 01 02

244

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან

03 01 01 03

245

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან

03 01 01 04

246

მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან

03 01 02 00

247

საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან

03 01 02 01

248

 სახელმწიფო საკუთრების მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან

03 01 02 02

249

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან

03 01 02 03

250

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან

03 01 02 04

251

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან

03 01 90 00

252

სხვა არაკლასიფიცირებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონების გაყიდვიდან

03 01 90 01

253

სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო საკუთრების ქონების გაყიდვიდან

03 01 90 02

254

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული სხვა არაკლასიფიცირებული ქონების გაყიდვიდან

03 01 90 03

255

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული სხვა არაკლასიფიცირებული ქონების გაყიდვიდან

03 01 90 04

256

შემოსავალი სახელმწიფო მარაგების გაყიდვიდან

03 02 00 00

257

შემოსავლები მიწის გაყიდვიდან

03 03 00 00

258

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი

03 03 01 00

259

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი

03 03 02 00

260

ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭებიდან (გაყიდვიდან) მიღებული შემოსავალი

03 03 03 00

261

ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემული, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭებიდან (გაყიდვიდან) მიღებული შემოსავალი

03 03 04 00

262

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი

03 03 05 00

263

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი

03 03 06 00

264

შემოსავალი არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან

03 04 00 00

265

შემოსავალი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წილის გაყიდვიდან

03 05 00 00

266

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები კაპიტალის ოპერაციებიდან

03 90 00 00

 

 

 

 

VIII. გრანტები

04 00 00 00

267

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები

04 01 00 00

268

მიმდინარე დანიშნულების გრანტები

04 01 01 00

269

კაპიტალური დანიშნულების გრანტები

04 01 02 00

270

უცხო ქვეყნის მთავრობებიდან ან მათი წარმომადგენლობებიდან მიღებული გრანტები

04 02 00 00

271

მიმდინარე დანიშნულების გრანტები

04 02 01 00

272

კაპიტალური დანიშნულების გრანტები

04 02 02 00

273

სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონეების ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები

04 03 00 00

274

მიმდინარე დანიშნულების გრანტები

04 03 01 00

275

კაპიტალური დანიშნულების გრანტები

04 03 02 00

276

სხვა არაკლასიფიცირებული გრანტები

04 90 00 00

277

მიმდინარე დანიშნულების გრანტები

04 90 01 00

278

კაპიტალური დანიშნულების გრანტები

04 90 02 00

 

 

 

 

IX. სესხის აღება (დაფინანსება)

05 00 00 00

279

 საშინაო სესხები

05 01 00 00

280

გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 01 01 00

281

მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 01 02 00

282

გრძელვადიანი კრედიტები

05 01 03 00

283

ფულად-საკრედიტო ორგანოებიდან

05 01 03 01

284

სხვა არაკლასიფიცირებული გრძელვადიანი კრედიტები

05 01 03 90

285

მოკლევადიანი კრედიტები

05 01 04 00

286

ფულად-საკრედიტო ორგანოებიდან

05 01 04 01

287

სხვა არაკლასიფიცირებული მოკლევადიანი კრედიტები

05 01 04 90

288

სხვა საშინაო სესხები

05 01 05 00

289

წლის დასაწყისისთვის გარდამავალი საბრუნავი სახსრები

05 01 06 00

290

წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები

05 01 07 00

291

საგარეო სესხები

05 02 00 00

292

გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 02 01 00

293

მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 02 02 00

294

გრძელვადიანი კრედიტები

05 02 03 00

295

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

05 02 03 01

296

სხვა ქვეყნების მთავრობებიდან

05 02 03 02

297

კომერციული ბანკებიდან

05 02 03 03

298

სხვა არაკლასიფიცირებული გრძელვადიანი კრედიტები

05 02 03 90

299

მოკლევადიანი კრედიტები

05 02 04 00

300

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

05 02 04 01

301

სხვა ქვეყნების მთავრობებიდან

05 02 04 02

302

კომერციული ბანკებიდან

05 02 04 03

303

სხვა არაკლასიფიცირებული მოკლევადიანი კრედიტები

05 02 04 90

304

სხვა საგარეო სესხები

05 02 05 00

305

ლიკვიდურობის მიზნით არსებული ნაღდი ფულისა და დეპოზიტების ნაშთების ცვლილება

05 03 00 00

 

 დანართი 3

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აქციზური პროდუქციის მიხედვით

  ათას ლარებში

ჯგუფი

ქვეჯგუფი

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

საბაჟო გადასახადი

აქციზი

დღგ

სულ

1

2

3

4

5

6

7

10

00

აქციზური პროდუქცია

 

 

 

 

10

01

ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის, შამპანური)

 

 

 

 

10

02

შემაგრებული ღვინოები - ჩამოსხმული

 

 

 

 

10

03

შემაგრებული ღვინოები - ჩამოსასხმელი

 

 

 

 

10

04

ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრაქტები

 

 

 

 

10

05

ყურძნის ნატურალური ღვინოები, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისა (მათ შორის შამპანური) და შემაგრებული ღვინოებისა -ჩამოსხმული

 

 

 

 

10

06

ყურძნის ნატურალური ღვინოები, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისა (მათ შორის შამპანური) და შემაგრებული ღვინოებისა -ჩამოსასხმელი

 

 

 

 

10

07

სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი, რომლებიც ამ ცხრილში სხვა ადგილას არ არის დასახელებული

 

 

 

 

10

08

ეთილის სპირტი

 

 

 

 

10

09

სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით

 

 

 

 

10

10

ვისკი

 

 

 

 

10

11

რომი და ტაფია

 

 

 

 

10

12

ჯინი და ღვიის ნაყენი

 

 

 

 

10

13

არაყი

 

 

 

 

10

14

ლიქიორი და ტკბილი ნაყენები

 

 

 

 

10

15

სხვა სპირტიანი სასმელები

 

 

 

 

10

16

ლუდი

 

 

 

 

10

17

სიგარა, სიგარები გადაჭრილი ბოლოებით და  სიგარელა, რომლებიც შეიცავენ თამბაქოს

 

 

 

 

10

18

ფილტრიანი სიგარეტი

 

 

 

 

10

19

ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

 

 

 

 

10

20

სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული" ან „აღდგენილი" თამბაქოს ექსტრატები და ესენციები

 

 

 

 

10

21

თამბაქოს სხვა ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა)

 

 

 

 

10

22

მსუბუქი ავტომობილები

 

 

 

 

10

23

ბუნებრივი აიროვანი კონდესატი და ბუნებრივი აირი, გარდა მილსადენისა

 

 

 

 

10

24

ნავთობის მსუბუქი დისტილატები

 

 

 

 

10

25

ნავთობის საშუალო დისტილატები

 

 

 

 

10

26

ნავთობის მძიმე დისტილატები

 

 

 

 

10

27

ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულების მასას

 

 

 

 

10

28

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

 

 

 

 

10

29

ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნედლი ნავთობის გარდა

 

 

 

 

10

30

პიროლიზის თხევადი პროდუქტი

 

 

 

 

10

31

მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი

 

 

 

 

10

32

არამინერალური ზეთები

 

 

 

 

10

33

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი

 

 

 

 

10

34

სხვა აქციზური პროდუქცია

 

 

 

 

 

საბიუჯეტო შემოსულობების კლასიფიკაცია

(მეთოდური განმარტებები)

(დანართი 1)

საბიუჯეტო შემოსულობების წინამდებარე კლასიფიკაცია შედგენილია სახელმწიფო შემოსულობების სწორი და სრული აღრიცხვისათვის. მასში კანონით დადგენილი გადასახადები, არასაგადასახადო შემოსავლები, მათ შორის, ბიუჯეტის სხვა შემოსულობები იყოფა (კლასიფიცირდება) ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული კრიტერიუმების, ნიშნებისა და სპეციფიკის მიხედვით. ამდენად, შემოსულობების კლასიფიკაცია შედგება შვიდი ძირითადი ნაწილისაგან, რომლებიც, თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა ჯგუფებისა და ფუნქციების მიხედვით. ამასთან, შემოსავლის ყოველ წყაროს გააჩნია ინდივიდუალური კოდი, რომელიც შედგება ოთხი წყვილისაგან. საიდანაც პირველი წყვილი აღნიშნავს გადასახადის ფუნქციას (საგადასახადო შემოსავლები – 01 00 00 00). მომდევნო წყვილი – ფუნქციონალურ ჯგუფს (ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი – 01 01 00 00); მესამე წყვილი – ქვეჯგუფს, რომლითაც ხდება გადასახადის კონკრეტიზაცია (სამუშაოს მიმცემის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი – 01 01 01 00); ხოლო მეოთხე წყვილი აღნიშნავს მიზნობრიობის რგოლს, (საბიუჯეტო სექტორი – 01 01 01 01, არასაბიუჯეტო სექტორი – 01 01 01 02).

აღნიშნული განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე. კერძოდ, თუ საბიუჯეტო შემოსავალი კლასიფიცირებულია კოდით 02 01 03 10, ეს ნიშნავს შემდეგს: პირველი წყვილი – 02 არის არასაგადასახადო შემოსავლების აღმნიშვნელი, მეორე წყვილი 01 – გვიჩვენებს ფუნქციონალურ ჯგუფს, რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს მოსაკრებლებიდან მიღებულ შემოსავლებს, მესამე წყვილი 03 არის ქვეჯგუფის აღმნიშვნელი, რომელიც აკონკრეტებს რომ ეს შემოსავალი მიღებულია ნებართვების გაცემიდან, ხოლო მეოთხე წყვილი -10 (რგოლი) ახდენს კიდევ უფრო მეტ დეტალიზაციას და გვიჩვენებს, რომ შემოსავალი მიღებულია ნადირობის ნებართვიდან.

I.   სულ შემოსულობები (II+IX)

მოიცავს ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს და გრანტებს (II) და სესხის აღებას (დაფინანსება) (IX).

II. მთლიანი შემოსავლები და გრანტები; (III+VIII)

 მოიცავს ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს (III) და გრანტების სახით კლასიფიცირებულ შემოსავლებს (VIII).

III. მთლიანი შემოსავლები (IV+VII)

მოიცავს ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლებს (IV) და შემოსავლებს კაპიტალის ოპერაციებიდან (VII).

IV. მიმდინარე შემოსავლები (V+VI)

     მიმდინარე შემოსავლებში გაერთიანებულია ყველა საბიუჯეტო შემოსავალი, გარდა გრანტების სახით და კაპიტალის ოპერაციიდან მიღებული შემოსავლებისა. აღნიშნული მოიცავს საგადასახადო (V) და არასაგადასახადო შემოსავლებს (VI).

V. საგადასახადო შემოსავლები

აღნიშნული თავი მოიცავს კანონით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადიდან მიღებულ შემოსავლებს და ამ გადასახადების გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხულ სანქციებს.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადი არის საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ბიუჯეტებს შორის მათი განაწილების წესი განისაზღვრება “საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით.

01 01 00 00 – საშემოსავლო გადასახადი

 მოიცავს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ეკონომიკური საქმიანობით (არარეზიდენტი პირებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან) მიღებული ერთობლივი შემოსავლებიდან (როგორცაა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, ასევე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლები, რომელიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან), დადგენილი წესით გადახდილ საშემოსავლო გადასახადსა და მათ გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხულ სანქციებს.

01 01 01 00 – დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი

აქ გაერთიანებულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო (01 01 01 01), ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (01 01 01 02) და არასაბიუჯეტო (01 01 01 03) სექტორიდან ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად ხელფასის და ნებისმიერი სხვა საზღაურის ან სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით დადგენილი წესით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.

01 01 02 00 – გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან

აქ გაერთიანებულია მეწარმე ფიზიკურ პირთა, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, შემოსავლებიდან (გარდა დივიდენდებისა და პროცენტებისა) საშემოსავლო გადასახადი.

01 01 03 00 – გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან.

01 01 04 00 – გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტებიდან.

აქ აღირიცხება ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და პროცენტებიდან (რომლის დაკავება ხდება გადახდის წყაროსთან, რომელიც ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და პასუხისმგებელია გადასახადის გამოანგარიშებაზე და დადგენილი წესით ბიუჯეტში ჩარიცხვაზე) დადგენილი წესით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი

01 01 05 00 – გადასახადი დიპლომატიურ დაწესებულებებში დასაქმებული რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლებიდან      

აქ აღირიცხება რეზიდენტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.

01 01 06 00 – არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (გარდა ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა)    

აქ აღირიცხება არარეზიდენტების მიერ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებზე (გარდა ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა) საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი ყველა სახის საშემოსავლო გადასახადები.

01 01 07 00 – არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან

აქ აღირიცხება არარეზიდენტების მიერ ქონების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.

01 01 08 00 – გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან

აქ აღირიცხება არარეზიდენტების მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.

01 01 90 00 – სხვა არაკლასიფიცირებული საშემოსავლო გადასახადი       აქ აღირიცხება გადასახადები, რომლებიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული.

01 02 00 00 – მოგების გადასახადი

ეს არის საწარმოთა მოგების გადასახადი. აქ გაერთიანებულია როგორც საქართველოს საწარმოს, ასევე უცხოური საწარმოს (რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან) მოგების გადასახადი და გადასახადი დივიდენდებიდან და პროცენტებიდან. აქვე აღირიცხება მოგების გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.

01 02 01 00 – საქართველოს საწარმოთა მოგებიდან

აქ აღირიცხება საქართველოს საწარმოს მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი მოგების გადასახადი (პროცენტებიდან და სხვა).

01 02 01 01 – გადასახადი პროცენტებიდან

01 02 01 02 – სხვა მოგებიდან

01 02 02 00 – უცხოურ საწარმოთა მოგებიდან    

აქ აღირიცხება უცხოური საწარმოს (რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან) მიერ გადახდილი მოგების გადასახადი, გადასახადი დივიდენდებიდან და პროცენტებიდან.

02 02 01 – გადასახადი პროცენტებიდან

01 02 02 02 – გადასახადი დივიდენდებიდან

01 02 02 03 – გადასახადი სხვა მოგებიდან

01 02 90 00 – სხვა არაკლასიფიცირებული მოგების გადასახადი

აქ აღირიცხება გადასახადები, რომლებიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული.

01 03 00 00 – დამატებული ღირებულების გადასახადი

ეს არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე და საქართველოში საქონლის იმპორტისას. აქვე აღირიცხება დღგ-ს გადაუხდელობაზე და დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.

01 03 01 00 – საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტის მიერ რეალიზებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან

აქ აღირიცხება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან რეზიდენტის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

01 03 02 00 – საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურებიდან

აქ აღირიცხება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებიდან არარეზიდენტის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

01 03 03 00 – იმპორტირებული პროდუქციიდან

აქ აღირიცხება საქართველოში საქონლის იმპორტისას საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი. 01 03 90 00 – სხვა არაკლასიფიცირებული დამატებული ღირებულების გადასახადი

აქ აღირიცხება გადასახადები, რომლებიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული

01 04 00 00 –აქციზი

ეს არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მიწოდებისას მის ფასთან ერთად. აქ აღირიცხება ტერიტორიაზე წარმოებული და მიწოდებული აქციზური პროდუქციიდან, იმპორტირებული აქციზური პროდუქციიდან, აქციზური პროდუქციის ექსპორტიდან გადასახადი და აქციზის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.                             01 04 01 00 – საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის რელიზაციიდან

აქ აღირიცხება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული აქციზური პროდუქციის რეალიზაციიდან საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი გადასახადი.

01 04 02 00 – იმპორტირებული პროდუქციიდან

აქ აღირიცხება საქართველოში აქციზური საქონლის იმპორტისას საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი გადასახადი

01 04 03 00 –ექსპორტირებული პროდუქციიდან

აქ აღირიცხება აქციზური საქონლის ექსპორტისას საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი გადასახადი

01 04 90 00 – სხვა არაკლასიფიცირებული აქციზი

აქ აღირიცხება გადასახადები, რომლებიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული

01 05 00 00 – საბაჟო გადასახადი

საბაჟო გადასახადი არის სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი, რომელსაც საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით იხდის იურიდიული და ფიზიკური პირი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისათვის. აქვე აღირიცხება საბაჟო გადასახადის გადაუხდელობაზე და დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.

01 06 00 00 – სოციალური გადასახადი

სოციალური გადასახადი წარმოადგენს გადასახადს (შენატანს), რომელსაც გადასახადის გადამხდელები იხდიან შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებული გაცემულობათა თანხებზე. სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს ხელფასი, მომსახურების გაწევისათვის მიღებული საფასური ან სარგებელი და ფიზიკური პირებისათვის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად. აქვე აღირიცხება სოციალური გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.

01 06 01 00 – დამქირავებლის სოციალური გადასახადი

 აქ გაერთიანებულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული (01 06 01 01) და ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (01 06 01 02), ისე არასაბიუჯეტო სექტორიდან (01 06 01 03) ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად ხელფასიდან და ნებისმიერი სხვა საზღაურიდან ან სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით დადგენილი წესით გადახდილი სოციალური გადასახადი.

 01 06 02 00 – მეწარმე ფიზიკური პირების სოციალური გადასახადი

აქ გაერთიანებულია სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე დადგენილი წესით გადახდილი სოციალური გადასახადი.

 01 06 90 00 – სხვა არაკლასიფიცირებული სოციალური გადასახადი

აქ აღირიცხება გადასახადები, რომლებიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული.

01 07 00 00 ქონების გადასახადი

ქონების გადასახადი გულისხმობს ორ ქონებრივ გადასახადს – საწარმოთა და ფიზიკურ პირთა ქონების და მიწის გადასახადს. აქვე აღირიცხება ქონების გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.

01 07 01 00 – საქართველოს საწარმოთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი

აქ გაერთიანებულია საწარმოს ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ კაპიტალურ დაბანდებებზე და არამატერიალურ აქტივებზე საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი ქონების გადასახადი.

01 07 02 00 – უცხოურ საწარმოთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი

 აქ აღირიცხება საქართველოს ტერიტორიაზე რიცხულ ქონებაზე საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი ქონების გადასახადი.

01 07 03 00 – ფიზიკურ პირთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი

აქ გაერთიანებულია:

ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების გადასახადი (01 07 03 01);

არაეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონების გადასახადი (01 07 03 02);

საქართველოში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადი (01 07 03 03);

საქართველოში რეგისტრირებულ იახტებზე (კატარღებზე) ქონების გადასახადი (01 07 03 04);

საქართველოში რეგისტრირებულ თვითმფრინავებზე ქონების გადასახადი (01 07 03 05);

საქართველოში რეგისტრირებულ შვეულმფრენებზე ქონების გადასახადი (01 07 03 06).

მიწაზე ქონების გადასახადში აღრიცხულია საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის და/ან ფიზიკური პირის საკუთრებაში, კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გადახდილი ქონების გადასახადი.

01 07 04 00 – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი

აქ აღირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან (01 07 04 01), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი იურიდიული პირებიდან (01 07 04 02)

01 07 05 00 – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი

აქ აღირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან (01 07 05 01), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი იურიდიული პირებიდან (01 07 05 02)

01 07 90 00 – სხვა არაკლასიფიცირებული ქონების გადასახადი

აქ აღირიცხება გადასახადები, რომლებიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული.

01 90 00 00 – სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადი

აქ გაერთიანებულია გაუქმებული გადასახადების სახით შემოსული გადასახადები (ქონების გადაცემისათვის გადასახადი, მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი, მცირე ბიზნესის გადასახადი, ფიქსირებული გადასახადი, გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადი, საკურორტო გადასახადი, სასტუმროს გადასახადი, რეკლამის გადასახადი, ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადი და სხვა), საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული სანქციები, რომელთა იდენტიფიცირება რომელიმე კონკრეტულ გადასახადთან შეუძლებელია, გარდა ზემოთ აღნიშნული სანქციებისა, რომელიც ეკისრებათ რომელიმე კონკრეტული გადასახადის გადაუხდელობისათვის და სხვა.

01 90 01 00 – სხვა არაკლასიფიცირებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი

01 90 02 00 – სხვა არაკლასიფიცირებული ადგილობრივი გადასახადი

VI. არასაგადასახადო შემოსავლები

შემოსავლების ეს სახე მოიცავს მიმდინარე დანიშნულების ყველა საბუჯეტო შემოსავალს, საგადასახადო და მიმდინარე დანიშნულების გრანტების სახით მიღებული შემოსავლების გარდა. არასაგადასახადო შემოსავლები იყოფა ათ ძირითად ჯგუფად. თითოეული ჯგუფი თავის მხრივ კლასიფიცირებულია დეტალურად, შემოსავლის კონკრეტული წყაროს მიხედვით. კერძოდ, აქ გაერთიანებულია: მოსაკრებლები, შემოსავლები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან, შემოსავლები მომსახურების გაწევიდან, შემოსავლები არაძირითადი (თანამდევი) გაყიდვიდან, შემოსავლები დივიდენდებიდან და ეროვნული ბანკის მოგებიდან, როიალტი, სესხის, დეპოზიტის, ვექსილის და სხვა სახის პროცენტი (სარგებელი), შემოსავლები სანქციებიდან, შემოსავლები გაცემული კრედიტების დაბრუნებიდან და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები.

02 01 00 00 –მოსაკრებლები

ეს კატეგორია მოიცავს მოსაკრებლების სახით ბიუჯეტში მიღებულ ყველა სახის შემოსავლებს, რომლებსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებისა და ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის. კერძოდ, ამ კატეგორიაში გაერთიანებულია:

 საბაჟო მოსაკრებლები – 02 01 01 00;

 ექსპორტზე – 02 01 01 01

 იმპორტზე – 02 01 01 02

 სხვა არაკლასიფიცირებული საბაჟო მოსაკრებელი – 02 01 01 90

სალიცენზიო მოსაკრებლები – 02 01 02 00;

 მოსაკრებელი ჩვილ ბავშვთა კვებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზირებიდან – 02 01 02 01

 მოსაკრებელი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზირებიდან – 02 01 02 02

 მოსაკრებელი თევზჭერის ლიცენზირებიდან – 02 01 02 03

 მოსაკრებელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებიდან – 02 01 02 04

 მოსაკრებელი სამხედრო-საბრძოლო და კონკრეტული სახეობის იარაღთან დაკავშირებული საქმიანობის (მათ შორის ვაჭრობის) გენერალური ან სპეციალური ლიცენზირებიდან (მოიცავს მოსაკრებლებს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), მისით ვაჭრობის, კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ან კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური, აგრეთვე მისით ვაჭრობის ლიცენზირებიდან) – 02 01 02 05

 მოსაკრებელი დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზირებიდან – 02 01 02 06

 მოსაკრებელი კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზირებიდან – 02 01 02 07

 მოსაკრებელი ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ლიცენზირებიდან – 02 01 02 08

 საგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური, სპეციალური და სხვა ლიცენზირებიდან (მოიცავს მოსაკრებლებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ან სპეციალური, დაწყებითი პროფესიული (გარდა დამატებითი პროფესიული), საშუალო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობებისა და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებელობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირებიდან) – 02 01 02 09

მოსაკრებელი სიცოცხლის დაზღვევის, დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და გადაზღვევის ლიცენზირებიდან – 02 01 02 10

მოსაკრებელი საბანკო, არასაბანკო-სადეპოზიტო -საკრედიტო, საბროკერო და აქტივების მმართველის საქმიანობებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური და სპეციალიზირებული დეპოზიტარის ლიცენზირებიდან – 02 01 02 11

მოსაკრებელი სამედიცინო საქმიანობის გენერალური, სპეციალური და სხვა ლიცენზირებიდან (მოიცავს მოსაკრებლებს აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობის ლიცენზირებიდან, კლინიკური იმუნოლოგიის და ალერგიულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ან სპეციალური ლიცენზირებიდან, ანგიოლოგიური სტაციონალური საქმიანობის გენერალური ან სპეციალური ლიცენზირებიდან, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზირებიდან, სტაციონარული გინეკოლოგიური, კარდიორევმატოლოგიური, კარდიოქირურგიული, კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური, კომბუსტიოლოგიური, კრიტიკული მედიცინის, ნარკოლოგიური, ნეიროქირურგიული, ნეფროლოგიური, ონკოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, ოფთალმოლოგიური, პროქტოლოგიური, ქირურგიული სტომატოლოგიის, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული, უროლოგიური, ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული, ჰემატოლოგიური, გულ-მკერდის ქირურგიის, პლასტიკური, რეკონსტრუქციული, ესთეტიკური, სისხლძარღვთა, ჩირქოვანი ქირურგიის და ჰემატოლოგიური სტაციონალური საქმიანობის გენერალური ან სპეციალური ლიცენზირებიდან, ენდოკრინულ ავადმყოფობათა, ინფექციურ, ნერვიულ და პარაზიტულ სნეულებათა სტაციონალური მკურნალობის გენერალური ან სპეციალური ლიცენზირებიდან, თერაპიული, სამეანო, პედიატრიული და რადიოლოგიური სტაციონალური საქმიანობისა და საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური და ნეონატოლოგიური საქმიანობის ლიცენზირებიდან, ორგანოების და ქსოვილების აღების, შენახვის, გადანერგვის, რადიოლოგიური და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ზოგადი ქირურგიის სტაციონალური დახმარების საქმიანობის ლიცენზირებიდან, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ლიცენზირებიდან) – 02 01 02 12

მოსაკრებელი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ან ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზირებიდან - 02 01 02 13

მოსაკრებელი ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადებისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზირებიდან - 02 01 02 14

მოსაკრებელი ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით სარგებლობის ლიცენზირებიდან (მოიცავს მოსაკრებლებს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზირებიდან) – 02 01 02 15

მოსაკრებელი რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირებიდან (მოიცავს მოსაკრებელს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზირებიდან (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით)) – 02 01 02 16

 მოსაკრებელი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზირებიდან – 02 01 02 17

 მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზირებიდან – 02 01 02 18

 სხვა არაკლასიფიცირებული სალიცენზიო მოსაკრებელი – 02 01 02 90

სანებართვო მოსაკრებლები – 02 01 03 00;

მოსაკრებელი ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის და/ან იმპორტის ნებართვაზე (მოიცავს მოსაკრებლებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის, ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვაზე) – 02 01 03 01

მოსაკრებელი გარემოზე ზემოქმედების ნებართვაზე –02 01 03 02

მოსაკრებელი ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ობიექტში წყალჩაშვების ნებართვაზე – 02 01 03 03

მოსაკრებელი შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვაზე – 02 01 03 04

მოსაკრებელი სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვაზე – 02 01 03 05

მოსაკრებელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვაზე (მოიცავს მოსაკრებლებს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების შეძენის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებებისა და რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვაზე) –02 01 03 06

მოსაკრებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვაზე (მოიცავს მოსაკრებლებს “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES)დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვაზე) –02 01 03 07

მოსაკრებელი იარაღისა, საბრძოლო მასალის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვაზე -02 01 03 08

მოსაკრებელი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლიარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის ნებართვაზე (მოიცავს მოსაკრებლებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის, იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლიარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა), იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის შეძენისა (შენახვის უფლებით) და შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით), ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვაზე) – 02 01 03 09

მოსაკრებელი ნადირობის ნებართვაზე – 02 01 03 10

მოსაკრებელი უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვაზე -02 01 03 11

მოსაკრებელი იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვაზე -02 01 03 12

მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვაზე -02 01 03 13

მოსაკრებელი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვაზე -02 01 03 14

მოსაკრებელი საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლოატაციის ნებართვაზე -02 01 03 15

მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და სატვირთო გადაზიდვის ნებართვაზე (მოიცავს მოსაკრებლებს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვაზე, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) -02 01 03 16

მოსაკრებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვაზე -02 01 03 17

მოსაკრებელი საავიაციო სამუშაოების წარმოებისა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვაზე -02 01 03 18

მოსაკრებელი უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტების, საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), დროებითი შენახვის საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვაზე -02 01 03 19

მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე -02 01 03 20

მოსაკრებელი სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის, ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის და ფარმაცევტული წარმოების, I, II ჯგუფის აფთიაქების და სააფთიაქო პუნქტის საქმიანობების ნებართვაზე (მოიცავს მოსაკრებლებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის, ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის და ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა), I, II ჯგუფის აფთიაქების და სააფთიაქო პუნქტის საქმიანობების ნებართვაზე) -02 01 03 21

მოსაკრებელი არაიოდიზირებული მარილის იმპორტის ნებართვაზე - 02 01 03 22

მოსაკრებელი ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების, არქეოლოგიური სამუშაოებისა და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვაზე -02 01 03 23

 სხვა არაკლასიფიცირებული სანებართვო მოსაკრებელი -02 01 03 90

სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლები - 02 01 04 00;

 მოსაკრებელი სამშენებლო პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის სერტიფიცირებისათვის – 02 01 04 01

 საქართველოში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აუთენტურობის შესახებ და საზღვარგარეთ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოში ცნობის შესახებ გაცემული ცნობის მოსაკრებელი – 02 01 04 02

 ექიმისა და ფარმაცევტის სერტიფიცირების მოსაკრებელი – 02 01 04 03

 ობიექტისა და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაცირების მოსაკრებლები – 02 01 04 04

 აუდიტორთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების მოსაკრებელი – 02 01 04 05

 ალკოჰოლიანი სასმელების წარმოშობისა და ყურძნის ღვინოების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების შესაბამისობის სერტიფიცირების მოსაკრებელი – 02 01 04 06

 ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების (ნამყენი ნერგი) შესაბამისობის სერტიფიცირების მოსაკრებელი – 02 01 04 07

 ვეტერინარული მოწმობის (ფორმა N1 და ფორმა N2) გაცემისათვის მოსაკრებელი – 02 01 04 08

 ჯიშიანი პირუტყვის სერტიფიკატის (სანაშენე მოწმობის) მოსაკრებელი – 02 01 04 09

 სერტიფიცირების მოსაკრებელი თესლის თესვითი ხარისხის განსაზღვრისათვის – 02 01 04 10

 სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი – 02 01 04 90

სარეგისტრაციო მოსაკრებლები - 02 01 05 00;

 ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების სარეგისტრაციო მოსაკრებელი -02 01 05 01

 საერთაშორისო, საქართველოს და ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო, აგრეთვე მათ წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე მოსაკრებელი -02 01 05 02    

 კავშირის (ასოციაციის), ფონდის, ფონდის ფილიალის რეგისტრაციის, წესდების სარეგისტრაციო, აგრეთვე წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე მოსაკრებელი (მოიცავს მოსაკრებლებს კავშირის (ასოციაციის), ფონდის, ფონდის ფილიალის რეგისტრაციისათვის, წესდების რეგისტრაციისათვის, აგრეთვე წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე, (კავშირის (ასოციაციის), ფონდის, საქართველოში რეგისტრირებული კავშირის (ასოციაციის), ფონდის ფილიალის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ფილიალის რეგისტრაციისათვის, აგრეთვე ფონდის, კავშირის (ასოციაციის), მათი ფილიალების, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე) -02 01 05 03

 ავტომანქანის მართვის მოწმობის გაცემის და მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების, ტექნიკური პასპორტის, სახელმწიფო და სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის, ტექნიკური დათვალიერების სარეგისტრაციო მოსაკრებელი (მოიცავს მოსაკრებლებს ავტომანქანის მართვის მოწმობის გაცემის და მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების, საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობის, ტექნიკური პასპორტის, სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემის, დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენის, სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის, მოტოციკლის და მისი მისაბმელის სანომრე ნიშნის, წლიური ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი ფირნიშის გაცემაზე) -02 01 05 04

 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკური პასპორტისა და სანომრე ნიშნის გაცემის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიდან მოხსნის, ან/და მათ ტექნიკურ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის სარეგისტრაციო მოსაკრებელი -02 01 05 05

 სატრანსპორტო საშუალებების ძარის, კაბინის ან ჩარჩოს, ძარის, ძრავისა და მისაბმელის გადაფორმების, სარეგისტრაციო მოსაკრებელი (მოიცავს მოსაკრებლებს მსუბუქი ავტომანქანის ძარის, სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს, ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის, სატრანსპორტო საშუალებების ძრავისა და მისაბმელის გადაფორმების, აგრეთვე დროებით მფლობელობაში გადაცემული მსუბუქი ავტომანქანისა და მისი მისაბმელის, სატვირთო ავტომანქანისა და მისი მისაბმელის ან ნახევრადმისაბმელის რეგისტრაციისთვის) -02 01 05 06

 სანადირო თოფის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებელი (მოიცავს მოსაკრებლებს კომბინირებული, კუთხვილი, გლუვლულიანი სანადირო თოფის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი), გაზის იარაღის (გაზის პისტოლეტი, რევოლვერი) რეგისტრაციისა და მათი ხელახალი რეგისტრაციისთვის) -02 01 05 07

 საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა სარეგისტრაციო მოსაკრებელი -02 01 05 08

 საწარმოო წესით დამზადებული ცხოველთა საკვების და საკვებდანამატების, პესტიციდების სარეგისტრაციო მოსაკრებელი (მოიცავს საწარმოო წესით დამზადებული ცხოველთა საკვების და საკვებდანამატების (მოიცავს ცილოვანი, პრემიქსი, პრობიოტიკი და სხვა), პესტიციდების ახალი მოქმედი ნივთიერებების და ახალი პრეპარატული სახის, პესტიციდების ანალოგების და რეგისტრირებული მოქმედი ნივთიერებების შემცვლელი კომბინირებული პრეპარატების, რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების, აგრეთვე პესტიციდების შემოკლებული ვადით (ანუ დროებითი) სარეგისტრაციო და პესტიციდების ხელახალი რეგისტრაციის მოსაკრებლებს) -02 01 05 09

სამედიცინო სამკურნალო საშუალებების, მასალების, ნაკეთობების და სხვა საგნების სარეგისტრაციო მოსაკრებელი (მოიცავს ინოვაციური (ახალი ორგინალური) სამკურნალო საშუალებების, გენერიკული და კვლავწარმოებული სამკურნალო საშუალების, სისხლისა და იმუნობიოლოგიური პრეპარატის, პარასამკურნალო და კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების, რადიოფარმაცევტული საშუალების, სადიაგნოსტიკო საშუალებების (ტესტ-სისტემების, ალერგენების, რეაგენტების და შრატების ნაკრებების), კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებების, ვეტერინარული პრეპარატის, სტომატოლოგიური მასალის, სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სარეგისტრაციო და მათი ხელახალი რეგისტრაციის, აგრეთვე სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების მოდერნიზებული მოდელების და ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების სარეგისტრაციო მოსაკრებლებს) -02 01 05 10

 ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სარეგისტრაციო და ხელახლი რეგისტრაციის მოსაკრებელი-02 01 05 11

 საწარმოს, საწარმოს ფილიალის რეგისტრაციისთვის, მათ წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის, საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის, ლიკვიდაციისა და საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის სარეგისტრაციო მოსაკრებელი (მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცისთვის მოსაკრებელსაც) -02 01 05 12

 სხვა არაკლასიფიცირებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი -02 01 05 90

სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლები - 02 01 06 00;

 მოსაკრებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული ექსპერტიზისათვის -02 01 06 01

 მოსაკრებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული ექსპერტიზისათვის -02 01 06 02

 მოსაკრებელი საწარმოო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის ექსპერტიზისათვის -02 01 06 03

მოსაკრებელი მოძრავი ძეგლების, ქალაქებისა და სხვა დასახლებების კულტურული მემკვიდრეობის დაცვით ზონებში და ისტორიულ დასახლებებში შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, სარესტავრაციო სამუშაოებისა და ახალი მშენებლობების პროექტების ექსპერტიზისათვის -02 01 06 04

 მოსაკრებელი ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში ექსპერტიზისათვის -02 01 06 05

 მოსაკრებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის -02 01 06 06

 სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი -02 01 06 90

სახელმწიფო ბაჟი - 02 01 07 00;

 სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე -02 01 07 01

 სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის -02 01 07 02

 სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის -02 01 07 03

 სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტოლით დამოწმებისათვის -02 01 07 04

 საქართველოს ბაჟი სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის -02 01 07 05

 სახელმწიფო ბაჟი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის -02 01 07 06

 სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო ბაჟი -02 01 07 90

საკონსულო მოსაკრებლები - 02 01 08 00;

 მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის: (მოიცავს მოსაკრებლებს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის მოწმობის გაცემისათვის, საქართველოს ვიზების გაცემისათვის, ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან და საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებისათვის) -02 01 08 01

მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებებისათვის -02 01 08 02

 მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის -02 01 08 03

 მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის -02 01 08 04

 მოსაკრებელი უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურებისათვის -02 01 08 05

 სხვა არაკლასიფიცირებული საკონსულო მოსაკრებელი -02 01 08 90

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი 02 01 09 00;

სატენდერო მოსაკრებელი - 02 01 10 00;

სააღსრულებო მოსაკრებელი - 02 01 11 00;

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი - 02 01 12 00;

საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი - 02 01 13 00;

 მოსაკრებელი ფიტოსანიტარულ-საკარანტინო ღონისძიებებისათვის – 02 01 13 01

 მოსაკრებელი ვეტერინარულ-საკარანტინო ღონისძიებებისათვის – 02 01 13 02

სხვა არაკლასიფიცირებული საკარანტინო მოსაკრებელი -02 01 13 90

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი - 02 01 14 00;

მოსაკრებელი წიაღით სარგებლობისათვის – 02 01 14 01;

მოსაკრებელი ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – 02 01 14 02;

მოსაკრებელი გარემოდან ამოღებული მცენარეთა არამერქნული რესურსებისა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის – 02 01 14 03;

მოსაკრებელი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის – 02 01 14 04;

მოსაკრებელი ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობისათვის – 02 01 14 05;

მოსაკრებელი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე – 02 01 14 06;

სხვა არაკლასიფიცირებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – 02 01 14 90.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 02 01 15 00

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან ის პირები, რომლებიც ეწვიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სახის სათამაშო ბიზნესით. აქ აღირიცხება აგრეთვე სათამაშო ბიზნესის გადასახადების გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.

კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან - 02 01 15 01;

სათამაშო აპარატებიდან - 02 01 15 02;

ტოტალიზატორების, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 02 01 15 03;

წამახალისებელი გათამაშებიდან - 02 01 15 04;

სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 02 01 15 05;

სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 02 01 15 90.

 სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი (აქ შეიტანება ყველა ის მოსაკრებელი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) – 02 01 90 00.

 02 02 00 00 -შემოსავლები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან.

ეს კატეგორია მოიცავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც მიიღება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან (გამოსყიდვის უფლების გარეშე). ამ კატეგორიაში გაერთიანებულია:

შემოსავალი მიწის გადაცემიდან – 02 02 01 00;

შემოსავალი შენობა-ნაგებობების გადაცემიდან – 02 02 02 00;

შემოსავალი მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების გადაცემიდან – 02 02 03 00;

შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო ქონების გადაცემიდან (აქ შეიტანება ყველა ის შემოსავალი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) – 02 02 90 00.

02 03 00 00 -შემოსავლები მომსახურების გაწევიდან

ეს კატეგორია მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, მათი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილ საფასურს (აქ შეიტანება შემოსავალი სატრანზიტო მომსახურების გაწევიდან, მათ შორის ნავთობსადენის, გაზსადენისა და სხვა არაკლასიფიცირებული სატრანზიტო მომსახურებიდან; შემოსავალი სანახაობით, გასართობ და სპორტულ დაწესებულებებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევიდან; შემოსავალი საარქივო მომსახურების გაწევიდან; შემოსავალი სათბობ-ენერგეტიკის სფეროში მომსახურების გაწევიდან და სხვა დანარჩენი შემოსავალი).

02 04 00 00 – შემოსავლები არაძირითადი (თანამდევი) გაყიდვიდან

ეს კატეგორია მოიცავს არაძირითადი (თანამდევი) გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, რომლის თვითღირებულების დადგენა შეუძლებელია. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია შემოსავლები: საფოსტო ბარათების, მუზეუმებში ბარათებისა და რეპროდუქციების, საცდელი მეურნეობის თესლებისა და პროდუქციის და სხვა დანარჩენი შემოსავალი არაძირითადი (თანამდევი) გაყიდვიდან, რომელიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული).

02 05 00 00 – შემოსავლები დივიდენდებიდან და ეროვნული ბანკის მოგებიდან

ეს კატეგორია მოიცავს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან მიღებულ დივიდენდებს – 02 05 01 00; შემოსავალს ეროვნული ბანკის მოგებიდან – 02 05 02 00; სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს დივიდენდებიდან (აქ შეიტანება ყველა ის შემოსავალი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) – 02 05 90 00.

02 06 00 00 -როიალტი

ეს კატეგორია მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასურს; საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებულ შემოსავალს; სამრეწველო-სავაჭრო, ან სამეცნოერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებულ შემოსავალს; ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებულ შემოსავალს; კინოფილმების, ვიდეოფილმების, ხმის ჩანაწერების ან ჩაწერის სხვა საშუალებათა გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებულ შემოსავალს; ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებულ შემოსავალს.

02 07 00 00 -სესხის (კრედიტის), დეპოზიტის, ვექსილის და სხვა სახის პროცენტი (სარგებელი)

ეს კატეგორია მოიცავს სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხებისა და კრედიტებიდან პროცენტების სახით მიღებულ შემოსავლებს. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია:

ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი) – 02 07 01 00;

საფინანსო ინსტიტუტებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი) – 02 07 02 00;

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი) (სახელმწიფო საწარმოებად ჩაითვლება საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილი მთლიანი პაკეტის 50 პროცენტზე მეტს შეადგენს) – 02 07 03 00;

კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტი (სარგებელი) – 02 07 04 00;

მსოფლიო ბანკის ინვესტიციური კრედიტებით დაფინანსებული პროექტების ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები – 02 07 05 00;

სხვა არაკლასიფიცირებული სესხის (კრედიტის) პროცენტი (სარგებელი) (აქ გათვალისწინებულია ყველა იმ სახის სესხის (კრედიტის) პროცენტი (სარგებელი), რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) – 02 07 90 00.

02 08 00 00 -შემოსავლები ჯარიმებიდან და საურავებიდან

ეს კატეგორია მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სისხლის სამართლის კოდექსით და სხვა სახის სამართალდარღვევებიდან მიღებულ შემოსავლებს (ამასთან, არ გაითვალისწინება “შემოსავალი ჯარიმებიდან საბაჟო პროცედურების დარღვევისათვის”, რადგან ეს სახე გადადის საბაჟო გადასახადების ნაწილში). ამ კატეგორიაში გაერთიანებულია შემოსავლები:

02 08 01 00 შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან:

აქ გაერთიანებულია შემოსავლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის სფეროებში (02 08 01 01), სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან (02 08 01 02), ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის დარგში (02 08 01 03), ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში (02 08 01 04), ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში (02 08 01 05), ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარულ-სანიტარული წესების დარღვევა (02 08 01 06), ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში (02 08 01 07), ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან ვაჭრობისა და ფინანსების დარგში (02 08 01 08), საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან (02 08 01 09), მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან (02 08 01 10) და სხვა არაკლასიფიცირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან (02 08 01 90);

საზღვრის უკანონოდ დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან - 02 08 02 00;

გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევისათვის გადახდილი საურავიდან – 02 08 03 00;

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიდან - 02 08 04 00;

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან – 02 08 05 00;

სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმებიდან და საურავებიდან (აქ შეიტანება ყველა ის ჯარიმა და საურავი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) – 02 08 90 00.

02 09 00 00 -შემოსავლები გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან

ეს კატეგორია მოიცავს ქვეყნის შიგნით და სხვა ქვეყნის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან მიღებულ შემოსავლებს. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია:

შემოსავლები ქვეყნის შიგნით გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან – 02 09 01 00, რომელშიც შედის შემოსავლები:

სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნდებიდან - 02 09 01 01,

საფინანსო ინსტიტუტებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნდებიდან - 02 09 01 02,

ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისთვის საწარმოებზე და ორგანიზაციებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნდებიდან – 02 09 01 03,

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნდებიდან – 02 09 01 04,

კერძო საწარმოებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნდებიდან – 02 09 01 05,

სხვა არაკლასიფიცირებული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან მიღებული შემოსავალი (აქ შეიტანება ყველა იმ სესხის (კრედიტის) დაბრუნებიდან მიღებული შემოსავალი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) – 02 09 01 90,

შემოსავლები ქვეყნის გარეთ გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან მიღებული – 02 09 02 00, რომელშიც შედის შემოსავალი:

სხვა ქვეყნის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან – 02 09 02 01,

სხვა არაკლასიფიცირებული საგარეო სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან – 02 09 02 90.

02 10 00 00 – სხვა არასაგადასახადო შემოსავალები

ეს კატეგორია მოიცავს ყველა იმ არასაგადასახადო შემოსავალს, რომელიც ზემოთ არ არის კლასიფიცირებული. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია:

საბიუჯეტო ანგარიშზე არსებული ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული შემოსავალი - 02 10 01 00;

სახაზინო თავდებობიდან მიღებული შემოსავალი – 02 10 02 00;

სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი - 02 10 03 00;

აქციზური მარკების ნომინალური ღირებულებიდან მიღებული შემოსავალი – 02 10 04 00;

შემოწირულობებიდან და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოსავალი – 02 10 05 00;

სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებული შემოსავლები – 02 10 06 00;

სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლები (აქ შეიტანება შემოსავალი სახელმწიფო ლატარიის ჩატარებიდან. შემოსავალი გამოყენებული საქონლის, ჯართისა და ნარჩენების რეალიზაციიდან და სხვა დანარჩენი არასაგადასახადო შემოსავალი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია) - 02 10 90 00.

VII. შემოსავლები კაპიტალის ოპერაციებიდან

ამ კატეგორიას მიეკუთვნება შემოსავლები სახელმწიფო ქონების, მათ შორის ძირითადი კაპიტალის, სახელმწიფო მარაგების, სახელმწიფო მიწის, არამატერიალური აქტივების და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წილის გაყიდვიდან. 

03 01 00 00 შემოსავლები ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან

აქ გაერთიანებულია:  

03 01 01 00 შემოსავალი შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან, რომელიც მოიცავს შემოსავლებს      საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან (03 01 01 01), სახელმწიფო შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან (03 01 01 02),  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებასა და გამგებლობაში არსებული შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან (03 01 01 03) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან (03 01 01 04)

03 01 02 00 შემოსავალი მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან, რომელიც მოიცავს შემოსავლებს     საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან (03 01 02 01), სახელმწიფო საკუთრების მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან (03 01 02 02), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან (03 01 02 03) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული მანქანა-დანადგარების გაყიდვიდან (03 01 02 04)

 03 01 90 00 სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან, რომელიც მოიცავს სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონების გაყიდვიდან (03 01 90 01), სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო საკუთრების ქონების გაყიდვიდან (03 01 90 02), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული სხვა არაკლასიფიცირებული ქონების გაყიდვიდან (03 01 90 03) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული სხვა არაკლასიფიცირებული ქონების გაყიდვიდან (03 01 90 04)

03 02 00 00 შემოსავალი სახელმწიფო მარაგების გაყიდვიდან

03 03 00 00 შემოსავლები მიწის გაყიდვიდან

აქ გაერთიანებულია:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი (03 03 01 00), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო მიწის გაყიდვიდან (03 03 02 00), ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭებიდან (გაყიდვიდან) მიღებული შემოსავალი (03 03 03 00), ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემული, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებულ არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭებიდან (გაყიდვიდან) მიღებული შემოსავალი (03 03 04 00), სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი (03 03 05 00), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი (03 03 06 00).

03 04 00 00 შემოსავალი არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან

03 05 00 00 შემოსავალი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წილის გაყიდვიდან

03 90 00 00 სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები კაპიტალის ოპერაციებიდან

VIII. გრანტები

 გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

გრანტები კლასიფიცირებულია წყაროების (გრანტის გამცემი ორგანიზაციების) მიხედვით:

04 01 00 00 -საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები

აქ გაერთიანებულია მიმდინარე დანიშნულების გრანტები (04 01 01 00) და კაპიტალური დანიშნულების გრანტები (04 01 02 00)                              

04 02 00 00 –უცხო ქვეყნის მთავრობებიდან ან მათი წარმომადგენლობებიდან მიღებული გრანტები

აქ გაერთიანებულია მიმდინარე დანიშნულების გრანტები (04 02 01 00) და კაპიტალური დანიშნულების გრანტები (04 02 02 00)

04 03 00 00 -სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონეების ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები

აქ გაერთიანებულია მიმდინარე დანიშნულების გრანტები (04 03 01 00) და კაპიტალური დანიშნულების გრანტები (04 03 02 00)

 04 90 00 00 – სხვა არაკლასიფიცირებული გრანტები

აქ გაერთიანებულია მიმდინარე დანიშნულების გრანტები (04 90 01 00) და კაპიტალური დანიშნულების გრანტები (04 90 02 00 )

IX. სესხის აღება (დაფინანსება)

 05 00 00 00 სესხის აღება (დაფინანსება)

მოიცავს სახელმწიფო სესხებს, დავალიანების დაფარვას (გადახდას) სახეზე არსებული ნაღდი ფულადი სახსრების, დეპოზიტების და ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო რეზერვების ცვლილებებს (ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებით).

05 01 00 00 საშინაო სესხები

აქ გაერთიანებულია გრძელვადიანი და მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და კრედიტები, გარდამავალი საბრუნავი სახსრები და წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები

05 01 01 00 გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 01 02 00 მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 01 03 00 გრძელვადიანი კრედიტები

აქ გაერთიანებულია გრძელვადიანი კრედიტები ფულად-საკრედიტო ორგანოებიდან (05 01 03 01) და სხვა არაკლასიფიცირებული გრძელვადიანი კრედიტები (05 01 03 90)

05 01 04 00 მოკლევადიანი კრედიტები

აქ გაერთიანებულია მოკლევადიანი კრედიტები ფულად-საკრედიტო ორგანოებიდან (05 01 04 01) და სხვა არაკლასიფიცირებული მოკლევადიანი კრედიტები (05 01 04 90)

05 01 05 00 სხვა საშინაო სესხები

05 01 06 00 წლის დასაწყისისთვის გარდამავალი საბრუნავი სახსრები

05 01 07 00 წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები

05 02 00 00 საგარეო სესხები

05 02 01 00 გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 02 02 00 მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

05 02 03 00 გრძელვადიანი კრედიტები

აქ გაერთიანებულია გრძელვადიანი კრედიტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (05 02 03 01), სხვა ქვეყნის მთავრობებიდან (05 02 03 02), კომერციული ბანკებიდან (05 02 03 03) და სხვა არაკლასიფიცირებული გრძელვადიანი კრედიტები (05 02 03 90)

05 02 04 00 მოკლევადიანი კრედიტები

აქ გაერთიანებულია მოკლევადიანი კრედიტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (05 02 04 01), სხვა ქვეყნის მთავრობებიდან (05 02 04 02), კომერციული ბანკებიდან (05 02 04 03) და სხვა არაკლასიფიცირებული მოკლევადიანი კრედიტები (05 02 04 90)

05 02 05 00 სხვა საგარეო სესხები

05 03 00 00 ლიკვიდურობის მიზნით არსებული ნაღდი ფულისა და დეპოზიტების ნაშთების ცვლილება

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აქციზური პროდუქციის მიხედვით

(დანართი N3)

აღნიშნული დანართი გათვალისწინებულია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული აქციზური საქონლის დაბეგვრით მიღებული აქციზის გადასახადის აღრიცხვისათვის.

დანართი №3-ში აქციზური საქონელი კლასიფიცირებულია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული, იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქციის სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, რომელთა უმეტესობა დეტალიზებულია ქვეჯგუფების მიხედვით.