დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 28 იანვრის №54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 05/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.77.090.016057 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 28 იანვრის №54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 28 იანვრის №54/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/01/2026, 310010010.77.090.016054) დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ორმხრივი (დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქვეყანაში შესვლის უფლებით) საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე ცარიელი (დაუტვირთავი) ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლის და მისი დატვირთვის (საზღვაო ნავსადგურის გარდა) უფლებით;“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების თარიღიდან გადამზიდველს ეძლევა 5 სამუშაო დღის ვადა მოთხოვნის დასაფიქსირებლად, რისთვისაც უნდა მიმართოს სააგენტოს საინფორმაციო ცენტრს ან სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებას (შემდგომში – რეგიონული განყოფილება), სადაც ამავე დროს უნდა მიუთითოს სააგენტოს ის რეგიონული განყოფილება, რომელსაც ანიჭებს უპირატესობას სანებართვო დოკუმენტის მისაღებად;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომისია ინფორმაციის დამუშავებისა და სანებართვო დოკუმენტების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 5 სამუშაო დღეში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან;“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტების განსხვავებული წესით და პირობით გაცემის თაობაზე, გადამზიდველის მიერ პარტნიორ ქვეყანაში სატრანსპორტო ოპერაციის შეფერხების აღმოფხვრის და მისი დასრულების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამზიდველმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლითაც დეტალურად დასტურდება შეფერხების გარემოებები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის გამოყოფილია სანებართვო დოკუმენტების შემდეგი რაოდენობა: ა1.ა) თურქეთის რესპუბლიკა – 40 (ორმოცი) ცალი; ა1.ბ) რუსეთის ფედერაცია – 40 (ორმოცი) ცალი; ა1.გ) ყაზახეთის რესპუბლიკა – 20 (ოცი) ცალი. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სანებართვო დოკუმენტების აუთვისებელი რაოდენობა განაწილდება ამ წესის მე-7 მუხლით ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებით;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიღებული სააგენტოს დირექტორის ბრძანება ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები