„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.017687
30
04/03/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
140070000.22.034.017687
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №30

2026 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03.07.2019, 140070000.22.034.016886) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41

1. მოსამსახურეს, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეს, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაქორწინება;

ბ) შვილის შეძენა/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანა;

გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა სამსახურის ხელმძღვანელის სახელზე წარდგენილი პატაკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ნამსახურობის შესახებ ცნობა) საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის/სააგენტოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას.

4. სამსახურის/სააგენტოს ხელმძღვანელი ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, ერთჯერადი დახმარების გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არანაკლებ 2 წლის ნამსახურობა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება სამსახურის მოსამსახურეებზე გაიცემა სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო სააგენტოს მოსამსახურეებისათვის – სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2. ბრძანებას დაემატოს №1 დანართი თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

დანართი №1

სახელი, გვარი, მამის სახელი

პირადი ნომერი

თანამდებობა

გაცემული თანხის ოდენობა

გაცემის საფუძველი

შენიშვნა