“საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 169, 19/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 24/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.662
  • Word
982
07/12/2006
პარლამენტის უწყებანი, 169, 19/12/2006
040.030.000.22.022.009.662
“საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.662

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №982

2006 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამ­ტკი­ცე­­ბუ­­ლი დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარ­ჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანების (სსმ III, 16.11.2006, №154, მუხ. 2136) №1 დანართით დამტკი­ცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარ­ჩევი კონკურსის გამართვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომ­შ­ი – რესურსცენტრი) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურ­სის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონო­მიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მიმართ – შესაბამისი განათლების სამინისტრო.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსანტებთან გასაუბრებას უზრუნველყოფს თითოეულ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში მინისტრის მიერ შექმნილი კომისია. ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსანტების გასაუბრებას უზრუნველყოფს შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსანტები უფლებამოსილნი არიან ტესტი­რე­ბა გაიარონ რუსულ ენაზე, გარდა ამ წესის მე-13 მუხ­­ლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეს­ტირების ნაწილისა.“

4. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები.

6. 27-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს 11 ქვეპუნქტი და ჩამ­ოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქცით:

„11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნის­ტრო უფლებამოსილია დირექტორობის კანდიდა­ტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვოს ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქ­ტთან ერთად წარუდგინოს შესაბამისი სკოლის სა­მეურვეო საბჭოს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნ­ქტით დადგენილ ვადაში გამოვლინდა, რომ საკონ­კურსო ტერიტორიულ ერთეულში განთავსებულ სკო­ლაში კანდიდატად შერჩეულმა პირებმა უარი თქვეს კანდიდატობაზე მინისტრის მიერ ამ სკოლაში გან­მეორებით განაწილდებიან დირექტორობის კანდიდა­ტები ამავე ტერიტორიული ერთეულის სხვა სკოლაში/სკოლებში არჩევნების ჩატარების შემდეგ. განმეორებით განაწილებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც იმავე საკონკურსო ტერიტო­რიულ ერთეულში არსებულ საჯარო სკოლებში წარ­დგენილ იქნენ სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად და არ იქნენ არჩეულნი.“.

7. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს VII1 თავი შემდეგი რედაქციით:

„თავი VII1

ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დორექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

    მუხლი 271. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-20 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით, 26-ე მუხლის პირველი პუნ­ქტით და 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მინისტრის უფლებამოსილებებს ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მიმართ ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 2.

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარ­ჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №29 დადგენილება;

ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივი ბრძა­ნება;“.

    მუხლი 3.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

ა. ლომაია