დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1384-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.018173 |
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. 4. განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.“. 2. 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71 განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა სუბიექტი, რომელიც პარტიად რეგისტრირებული არ არის, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პარტიას.“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-6 პუნქტები: „3. დაუშვებელია, პარტიის წევრი იყოს პირი, რომელმაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ მიიღო შემოსავალი. აღნიშნულ პირს ეკრძალება პარტიის წევრობა იმ კალენდარული წლიდან 8 წლის განმავლობაში, როდესაც მან ბოლოს მიიღო შემოსავალი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისგან. 4. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის: ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაფუძნებული, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. 5. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. 6. პირისთვის პარტიის წევრობის შეზღუდვის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“. 4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარტიის, პარტიის წევრისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“. 5. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება იწვევს ამ პარტიის ხელმძღვანელი პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 6. 261 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი. 4. შეზღუდვების მიზანია პარტიისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის პარტიულ-პოლიტიკურ მიზანთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირზე შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ფინანსური ან სხვა მატერიალური რესურსების ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას უკავშირდება. შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობაზე, საკუთრების უფლებაზე, სხვა კერძოსამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომელიც/რომლებიც არ უკავშირდება პარტიულ-პოლიტიკურ მიზანს ან/და არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად.“; გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ. 7. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები მოქმედებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პირისთვის პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის (სუბიექტის) სტატუსის მინიჭებიდან. ეს სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ დროს იმ მომენტიდან, როდესაც მან პარტიულ-პოლიტიკური მიზნის ქონა გამოავლინა. აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“; დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ აკრძალული შემოწირულების მიღება, შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა იწვევს ამ პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 7. 341 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დასადგენად განახორციელოს პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული მონიტორინგის შედეგების შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელმისაწვდომობას.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად პარტიისგან, პარტიის წევრისგან, განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ;“; ბ.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) პარტიის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მას მისცეს მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს;“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, პარტიის, პარტიის წევრის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.“. 8. 342 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის დამალვა − გამოიწვევს ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.“. 9. 343 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის, პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 4 მარტი 2026 წ. N1384-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები