„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016978
45/04
04/03/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
220020000.18.011.016978
„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №45/04

2026 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 30/06/2020; ს/კ: 220020000.18.011.016484) დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს გაჯანსაღების გეგმის ფარგლებში წარუდგინოს ამ წესით შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული თვითშეფასების დოკუმენტი.“;

  ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბანკის მიერ წარდგენილი გაჯანსაღების გეგმის ფარგლებში;“;

  გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი თვითშეფასების დოკუმენტს ბანკის მიერ მისი წარდგენიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში განიხილავს ამ წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ელემენტების მიხედვით, მათ შორის, ბანკის სისტემურობის, რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბებისა და მფლობელობის სტრუქტურის გათვალისწინებით.“;

  დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განხილვის შედეგად ეროვნული ბანკი არ დაეთანხმება ბანკის მიერ წარდგენილ თვითშეფასების დოკუმენტს, დასაბუთებული შენიშვნებით უგზავნის უკან და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზების გამოსასწორებლად და თვითშეფასების დოკუმენტის განახლებული ვერსიის წარსადგენად. თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, თვითშეფასების დოკუმენტში არსებითი ხარვეზებია, აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეს. ბანკის მიერ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნისა და სათანადო დასაბუთების ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის თანხმობით, ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვით, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობას ან/და ფინანსურ სტაბილურობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა