იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.017201
6/ნ
16/03/2026
ვებგვერდი, 16/03/2026
010170000.22.035.017201
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №6/ნ

2026 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (შემდგომ – ფართობი) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან (შემდგომ – სააგენტო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მოცემულ დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობად ჩაითვლება ის ობიექტი, სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, ასევე, სადაც სააგენტო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების, მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯების ანაზღაურებას.

3. ხელშეკრულების გასაფორმებლად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ფართობი (უძრავი ქონება), ხოლო ფართობის მესაკუთრის ან ბალანსის მფლობელის მიერ ფართობის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დამატებით აღნიშნული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

5. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 დეკემბერი.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის  №5/ნ ბრძანება.

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე