დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018806 |
|
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების“:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაწესებულება უფლებამოსილია მიღება გამოაცხადოს ორი სასწავლო გეგმით (სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს და სასწავლო გეგმა, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს), თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობა იძლევა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ – სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს (კოდი: 0215) და სპორტის დეტალური სფეროს (კოდი: 1014 ) პროგრამებისა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს (კოდი: 0215) და სპორტის დეტალური სფეროს (კოდი: 1014) პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს: ა) შეფასების ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას; ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირების ფორმებს; გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს; დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს; ე) აპელაციის წესსა და ვადებს; ვ) საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს; ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.“; გ) მე-5-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის 11 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში თითოეულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, შეფასება უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე. 6. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს გონივრულ ვადაში ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით. 7. ამ მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას. 8. ამ მუხლის 11 პუნქტითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულების შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“; დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის მართვის სისტემა რეიტინგულ სიას ადგენს ტესტირების, დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, რომელსაც მართვის სისტემის უფროსი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ე) მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 პუნქტები: „141. დაწესებულება, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს. 142. მართვის სისტემა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეიტინგულ სიას ადგენს აპლიკანტის შეფასების შედეგებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ვ) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგული სიის შედგენისას აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით, რომელთაც გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“. 3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ჩასაბარებელი ტესტების შესაბამისობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 4. მე-19 მუხლის: ა) მე-2 და 21 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 24-ე მუხლის მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17-24-ე პუნქტები: „17. 2026 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, გარდა ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ჩარიცხვისა: ა) შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე ეროვნული უმცირესობის ენაზე (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე). დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია: ა.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე; ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან პროფესიული სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული „პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის“ შესაბამისად, ისარგებლოს შიდა ან გარე მობილობით; ა.გ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა; ბ) დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა დააწყებინოს ქართული ენის მოდულის გავლის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით (რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება) გათვალისწინებული მოდულით/მოდულებით დადგენილი ენობრივი კომპეტენცია დადასტურდება მის მიერ, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შეფასების მექანიზმებით. 18. 2026 წელს პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხორციელდეს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დაცვით აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას. 19. 2026 წელს დაწესებულების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პრაქტიკული მოსინჯვის ვადების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს აპლიკანტთა რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება პრაქტიკული მოსინჯვის გავლის შესაძლებლობა. 20. 2026 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი/სპეციალისტები მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს. 21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგი (სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარი) აისახება სარეგისტრაციო სისტემაში. 22. 2026 წელს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების/მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი/სპეციალისტები საჭიროდ მიიჩნევენ განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებული უნდა იქნეს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების/მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა. 23. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს 2026 წელს გამოცხადებული მიღების ფარგლებში რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს. 24. 2026 წელს პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით, გარდა ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ჩარიცხვისა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანკეტა-კითხვარის ელექტრონულად შევსების ვადებთან ერთად განისაზღვრება იმ პროგრამის სახეები ან/და სხვა პირობები, რომელთა ფარგლებშიც ცხადდება მიღება.“. 6. 24-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი: „მუხლი 25. 2026 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში აბიტურიენტის მიერ მიღებული შეფასების საფუძველზე 1. 2026 წელს დაწესებულება უფლებამოსილია, უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, პროფესიულ სტუდენტთა მიღება განახორციელოს აგრეთვე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში აბიტურიენტის მიერ მიღებული შეფასების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომ – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება) შესაბამისად, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს (კოდი: 0215) და სპორტის დეტალური სფეროს (კოდი: 1014 ) პროგრამებისა, ამ წესის მე-10 და 21-ე მუხლებით განსაზღვრული პროგრამებისა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, აბიტურიენტად მიიჩნევა პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად დარეგისტრირდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და რეგისტრაციისას აირჩევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღების გამოცხადების მიზნით: ა) დაწესებულება 2026 წლის 5 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით ელექტრონულად ავსებს ანკეტა-კითხვარს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; ბ) მართვის სისტემა ამუშავებს ანკეტა-კითხვარში ასახულ მონაცემებს ელექტრონულად და არაუგვიანეს 2026 წლის 17 მარტისა ელექტრონული ფორმით აწვდის ცენტრს; გ) ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღების გამოცხადების მიზნით მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ა) პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას; ბ) აქტიური პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება 2026 წლის 10 მარტის მდგომარეობით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები, შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების მიხედვით, მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, რომელიც ანკეტა-კითხვარში შევსებულ ინფორმაციასთან ერთად აისახება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში. 6. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან რამდენიმე საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული პრინციპი. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია რამდენიმე ჩასაბარებელი საგანი, დაწესებულების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა ნაწილდება ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის პროპორციულად. პროპორციული განაწილების ზუსტად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საგანთა ჩამონათვალში მითითებულ პირველ საგანს. 9. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ დაწესებულებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა. რანჟირების დოკუმენტის შედგენა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შესაბამისად. 10. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიწოდებას მართვის სისტემისათვის და დაწესებულებისთვის. 11. მართვის სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებისთვის რანჟირების დოკუმენტის ხელმისაწვდომობას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით. 12. ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულებაში წარადგენს, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში დაწესებულების მიერ ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის დოკუმენტებს. 13. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტი ჩარიცხოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების შესაბამისად, აბიტურიენტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე. 14. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიღების ფარგლებში ჩარიცხული პირებისთვის სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი ოქტომბრისა. სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 15. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისას გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული ნორმები. 16. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა ამავე პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები