დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 28 აპრილის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.057.016434 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 28 აპრილის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 28 აპრილის №1 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახური; ბ) ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახური; გ) ქობულეთის სამსახური; დ) ხელვაჩაურის სამსახური; ე) ქედის სამსახური; ვ) შუახევის სამსახური; ზ) ხულოს სამსახური; თ) შრომის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახური; ი) ადმინისტრაციული სამსახური; კ) იურიდიული სამსახური; ლ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; მ) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური.“; ბ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახური 1. ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) ქონების მართვისა და ლოჯისტიკის განყოფილება; ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის განყოფილება. 3. ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების, პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; ბ) დეპარტამენტის ქონების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი დაცვის კონტროლი; გ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სპეცტექნიკისა და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად მათი სათადარიგო ნაწილებითა და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა (ტექნიკური გამართულობა); დ) დეპარტამენტის მიერ შესყიდული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერასა და ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის, წინადადებების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაცია; ვ) წლის განმავლობაში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამსახურის მიერ გაწეული/გასაწევი სამუშაოების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) დეპარტამენტის შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება, უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა, გათბობის საშუალებებისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე, სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის ქონების მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ი) დეპარტამენტის ქონების მართვის და ლოჯისტიკის საკითხებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით; მუნიციპალიტეტებიდან პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა, შეჯამება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ლ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე პრიორიტეტუ-ლი მიმართულებების შემუშავება, დამტკიცების შემდეგ დადგენილი წესით მათი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა და კონტროლის განხორციელება; მ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის საკითხებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით; მუნიციპალიტეტებიდან პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა, შეჯამება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ნ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესწავლაში მონაწილეობა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან განხილვა და ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების წარდგენა; ო) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა, დამტკიცების შემდეგ დადგენილი წესით მათი რეალიზაცია და კონტროლის განხორციელება; პ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობის და შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; გაფორმებული ხელშეკრულებების და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით; სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ; ჟ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესწავლა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან განხილვა და ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა; რ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების დადგენილი წესით შესრულება, კონტროლი, ზედამხედველობა და აღნიშნულისათვის სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ს) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ფარგლებში უხვი ნალექით და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული გზებზე არსებული სიტუაციის შეფასება, გაწმენდითი ღონისძიებების შემუშავება და დადგენილი წესით მათი განხორციელება; ტ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა; უ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურიდან ქონების მართვისა და ლოჯისტიკის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მიმართულებებით დაგეგმილი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავმოყრა, დამუშავება და შემდგომი რეაგირების მიზნით ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; შ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ჩ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახურის ქონების მართვისა და ლოჯისტიკის განყოფილება; ბ) „კ“-„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახურის საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის განყოფილება; გ) „ფ“-„ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახურის ორივე განყოფილება ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“; გ) დებულების მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 1 მუხლი: „მუხლი 81. ქობულეთის სამსახური, ხელვაჩაურის სამსახური, ქედის სამსახური, შუახევის სამსახური და ხულოს სამსახური 1. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს სამსახურები არიან დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულები. 2. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს სამსახურების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა, დამტკიცების შემდეგ დადგენილი წესით მათი რეალიზაცია და კონტროლის განხორციელება; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; გაფორმებული ხელშეკრულებების და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით; სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ; გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების მართვისა და ლოჯისტიკის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მიმართულებებით შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ლოჯისტიკისა და ქონების მოვლა-შენახვის სამსახურისათვის პერიოდული მიწოდება; დ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი; ე) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესწავლა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან განხილვა და ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა; ვ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაგეგმვის და მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობა; ზ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის; თ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) შესაბამის მუნიციპალიტეტში ქონების მართვის, ლოჯისტიკისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; კ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების დადგენილი წესით შესრულება, კონტროლი, ზედამხედველობა და აღნიშნულისათვის სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ლ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკის და ადამიანური რესურსის მობილიზება და სამუშაო პროცესის მართვა; მ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში უხვი ნალექით და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული გზებზე არსებული სიტუაციის შეფასება, გაწმენდითი ღონისძიებების შემუშავება და დადგენილი წესით მათი განხორციელება; ნ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა; ო) შესაბამის მუნიციპალიტეტში დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სპეცტექნიკისა და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (ტექნიკური გამართულობა); პ) შესაბამის მუნიციპალიტეტში დეპარტამენტის ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების და ხარჯთა ნუსხების მომზადებასა და პროექტების განხილვაში მონაწილეობა; ჟ) შესაბამის მუნიციპალიტეტში დეპარტამენტის ქონების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი დაცვის კონტროლი; რ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა; ტ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვასა და შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; უ) სახიდე გადასასვლელების კვლევის ორგანიზებაში, გეგმის მომზადებაში მათი შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა; ფ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგის და კონტროლის ხელშეწყობა; ქ) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, მშენებლებთან და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა; ღ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის ხელშეწყობა; ყ) საჭიროების შემთხვევაში საგზაო სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა; შ) საგზაო სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვაში მონაწილეობა; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საგზაო სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ც) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ძ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; წ) დეპარტამენტის შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება, უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა, გათბობის საშუალებებისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე, სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ხ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ჯ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; დ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. შრომის უსაფრთხოების და მონიტორინგის სამსახური 1. შრომის უსაფრთხოების და მონიტორინგის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. შრომის უსაფრთხოების და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი; ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა; გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ობიექტებზე, პერიოდული ვიზიტი და სამშენებლო და საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი; დ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების, საგარანტიო პერიოდის ჩათვლით, მონიტორინგი და წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა; ვ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ზ) დეპარტამენტის მხრიდან საგზაო სამუშაოების წარმოების დროს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; პერიოდულად შრომის უსაფრთხოების წესების გაცნობა, შესრულების სისტემატური კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; თ) დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების მიზნით ღონისძიებების განხორციელება; ი) დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სწავლების (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) მუშაობის პერიოდში დეპარტამენტში მომეტებული საფრთხის შემცველ, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების დეპარტამენტის ხარჯებით უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეწყობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები