დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების" აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ" დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 167, 13/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.009.652 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.652
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №342
2006 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულებაში (სსმ III, 5.12.2006, №163, მუხლი 2223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი.
2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იმ შემთხვევაში, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა განაცხადში მითითებულ თანხაზე ნაკლებია, განაცხადი მიიღება საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები