საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1378-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016128
1378-Vმს-XIმპ
04/03/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
010190030.06.001.016128
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 166-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 175-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ რეგლამენტის 161-ე მუხლით, 164-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 165-ე, 169-ე−173-ე, 217-ე და 218-ე მუხლებით გათვალისწინებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს (გარდა წამყვანი კომიტეტისა) აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ანგარიშის თაობაზე დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.“.

3. 211-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2026 წ.

N1378-Vმს-XIმპ