დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 795 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 12/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.009.650 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.650
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №795
2006 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების� მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის №705 ბრძანებით (სსმ III, 04.09.2006, №119) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებაში� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურა
1. ბიურო შედგება ბიუროს ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან � სამსახურების, სამმართველოს, განყოფილებების, ლაბორატორიებისა და ჯგუფებისაგან.
2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა. ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური;
ბ. იურიდიული განყოფილება;
გ. კანცელარია;
დ. ბიუროს სამდივნო;
ე. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება;
ვ. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება;
ზ. ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;
თ. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება;
ი. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება;
კ. საინჟინრო ექსპერტიზის განყოფილება;
ლ. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება;
მ. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;
ნ. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური;
ო. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური;
პ. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური;
ჟ. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური;
რ. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური.�;
ბ) IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�თავი IV
ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
��� მუხლი 8. სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და მართვა
1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები და სტრუქტურა � სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს, განყოფილებას, ლაბორატორიას და ჯგუფს) ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსს.
4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა. ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკებს შორის;
ბ. აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ. ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სტატისტიკურ ანგარიშს;
დ. მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ე. უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ჩატარებული ექსპერტიზის ვადისა და ხარისხის კონტროლს;
ვ. ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ;
ზ. ხელმძღვანელობს კადრების მომზადებას.
��� მუხლი 9. ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური
ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, თანამშრომალთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელება, ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში საშტატო ნუსხის ფორმირება და წარდგენა, ბალანსის შედგენა, მუშაკთა მატერიალური სტიმულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, გადასახადების გამოანგარიშება და გადახდა, ბიუ-როს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაცია და ფუნქციონირება, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა; ბიუროს კომპიუტერული ქსელის მუშაობის უზრუნველყოფა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი, წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, ბიუროში მომზადებული სამეცნიერო კვლევითი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა.
��� მუხლი 10. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილების ძირითადი ამოცანაა ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბრძანებების, ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება, ბიუროს უფლებების და ინტერესების დაცვა სასამართლოებში.
��� მუხლი 11. კანცელარია
კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ბიუროში საქმისწარმოების ორგანიზიება, შემოსული ნივთმტკიცებების და ექსპერტიზის ობიექტების სპეციალურ საცავში შენახვის, მათი შემოტანა-გატანის და ბრუნვის აღრიცხვა და კონტროლი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა.
��� მუხლი 12. ბიუროს სამდივნო
ბიუროს სამდივნო უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემუშავებული დოკუმენტაციის ტექნიკურად მომზადებას (დაბეჭდვას).
��� მუხლი 13. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება
დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტების, ქაღალდის, საწერი საშუალებების, ბლანკების და ფულადი ნიშნების ექსპერტიზების, აგრეთვე ხელმოწერების, ხელნაწერი ტექსტების და ციფრობრივი ჩანაწერების ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 14. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება
ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილების ძირითადი ამოცანაა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღთან და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გარკვეული გარემოებების დასადგენად ბალისტიკური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება, ყველა სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ობიექტების დამუშავება კვალის აღების მიზნით, პიროვნების და გვამის დაქტილოსკოპირება, კვალის ვარგისიანობის დადგენა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.
��� მუხლი 15. ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება
ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 16. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება
კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხმის იდენტიფიკაციის, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 17. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება
ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფინანსური და საბუღალტრო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 18. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა შენობა-ნაგებობების შეფასება, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტროტექნიკური, სამშენებლო-ეკონომიკური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 19. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება
სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საქონლის გამოკვლევა, სასაქონლო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 20. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება
ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით და ექსპრეს-ტესტებით, სტაციონარული და ამბულატორიული ნარკოლოგიური შემოწმება, აგრეთვე სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.
��� მუხლი 21. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური
ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მინის, კერამიკის, სილიკატური სამშენებლო მასალების, ლითონების, შენადნობების და მათი ნაკეთობების გამოკვლევა, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საცხები მასალების, დაუდგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნიადაგის, სპირტ-შემცველი ნივთიერებების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაქ-საღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა), ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების, ფარმპრეპარატების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ობიექტების, სახანძრო (ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით) ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 22. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური
სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-ქიმიური, სასამართლო-ბიოლოგიური, ციტოლოგიური, სასამართლო-ჰისტოლოგიური, სასამართლო-ბიოქიმიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების წარმოება სამედიცინო დოკუმენტაციითა და საქმის მასალებით.
��� მუხლი 23. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური
ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერაცხადობის განსაზღვრა, ქმედუნარიანობის განსაზღვრა, სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევა და ფსიქოლოგიური გამოკვლევა.
��� მუხლი 24. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური
დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე (იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ზემო აფხაზეთის და გურიის მხარეებში) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 25. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური
აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.
��� მუხლი 26. (ამოღებულია)�.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
�
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები