“საპენსიო სქემის დამფუძXნებლის კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვენების განზაღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე"

  • Word
“საპენსიო სქემის დამფუძXნებლის კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვენების განზაღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 13/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.24.016.009.647
  • Word
35
07/12/2006
სსმ, 167, 13/12/2006
280.070.010.24.016.009.647
“საპენსიო სქემის დამფუძXნებლის კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვენების განზაღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე"
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.24.016.009.647

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №35

2006 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საპენსიო სქემის დამფუძნებლის  საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის          №42 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე

    მუხლი 1

„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწეს-დებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების გან-საზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში (სსმ III, 1999 წ., №52(59), მუხლი 886) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომ-პანია, წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობ-დეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს  1 500 000 ლარის ოდენობით, მათ შორის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალურობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 მაისიდან.

ა. ცერცვაძე