„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.017670
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1188
28/02/2026
ვებგვერდი, 28/02/2026
120260080.22.027.017670
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2026 - 19/03/2026)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1188

2026 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო), იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ/დანიშნულ პირს, ასევე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან/ადმინისტრაციული ხელშეკრულების ამოქმედებასთან ერთად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური წოდების მქონე პირი (მათ შორის, სამინისტროს/სამინისტროს გენერალური ინსპექციის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სააგენტოს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სხვა დაწესებულების ყოფილი მოსამსახურე, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა დაწესებულებიდან გადმოსული მოსამსახურე ან სხვა პირი) სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქმდება მისთვის მინიჭებული ბოლო სპეციალური წოდებით, ხოლო თუ ეს წოდება სამინისტროში/სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ან სააგენტოში დაწესებული წოდებისგან განსხვავებულია, – შესაბამისი სპეციალური წოდებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება ამ დებულების შესაბამისი დანართით განსაზღვრული დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 1 პუნქტი:

„61. სააგენტოს მოსამსახურეებს საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სააგენტოს უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებას – მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი. მორიგი საშუალო სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების უფლებამოსილება აქვს სააგენტოს უფროსს, ხოლო უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების უფლებამოსილება – მინისტრს. სააგენტოში უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ მოსამსახურეს, ვისი მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“.

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ დებულებით (№1–№21 დანართები).“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი და სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი წარდგინების იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, წოდების მინიჭების ვადის დადგომამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.

3. სააგენტოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი წარდგინების იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, წოდების მინიჭების ვადის დადგომამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.“.

 

6. დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს

აღსრულების პოლიციის სამმართველო

 

1. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) – იუსტიციის პოლკოვნიკი.

2.  აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) და თბილისის განყოფილების უფროსის მოადგილე (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების ჯგუფის უფროსი) – იუსტიციის მაიორი.

4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) – იუსტიციის კაპიტანი.

5. მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) – იუსტიციის ზემდეგი.“.

 

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №21 დანართი:

დანართი №21

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

 

1. სააგენტოს უფროსი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი.

2. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, სააგენტოს უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, ცენტრის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბიუროს უფროსი, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

3. მთავარი იურისტი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, საქმისწარმოების მენეჯერი, ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მენეჯერი, ჯგუფის უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

4. იურისტი, ადამიანური რესურსების მთავარი სპეციალისტი, სტატისტიკის წარმოების მთავარი სპეციალისტი, მკვლევარი, მთავარი სპეციალისტი, საქმისწარმოების მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი, შესყიდვების მენეჯერი, ლოჯისტიკის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, ტრანსპორტის მიმართულების მენეჯერი, სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი, სოციალური მუშაკი/პროფესიული ზედამხედველი, ფსიქოლოგი/პროფესიული ზედამხედველი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორი, პროექტების მენეჯერი, ფსიქო-სოციალური პროგრამების კოორდინატორი, სატელეფონო-საკონსულტაციო ჯგუფის ქოლ-ცენტრის მენეჯერი, მობილური და სწრაფი რეაგირების ჯგუფის მენეჯერი, განრიდების/მედიაციის პროგრამის მენეჯერი, მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მენეჯერი, ოფიცერი, სპეციალისტი (სააგენტოს უფროსის თანაშემწე) – იუსტიციის მაიორი.

5. სპეციალისტი, ბუღალტერი, ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტი, ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი, სწრაფი რეაგირების ჯგუფის სპეციალისტი, ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი, არქივარიუსი, განრიდების სპეციალისტი, სპეციალისტი/ასისტენტი – იუსტიციის კაპიტანი.“.

მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულ იმ მოსამსახურეებს, რომელთაც 2020 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 მარტამდე სააგენტოში საშტატო თანამდებობაზე დასაქმების პერიოდში არ ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება და ეს უფლება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის 1333-IVმს-XIმპ კანონით მიენიჭათ, შესაბამისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მათ არ ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება, ჩაეთვალოთ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობად.

2. სააგენტოს საშტატო თანამდებობებზე დასაქმებულ იმ ყოფილ მოსამსახურეებზე, რომლებიც 2020 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 მარტამდე უწყვეტად ან დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში მსახურობდნენ სააგენტოში და 2020 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლებით არ სარგებლობდნენ, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭებათ/გაუთანაბრდებათ მათი მოთხოვნის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ნამსახურობის პერიოდის გათვალისწინებით არ აქვთ სპეციალური წოდების მიღების უფლება. შესაბამისი პირის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლიდან გამომდინარე, გასცეს ცნობა სააგენტოში ნამსახურები პერიოდის შესაბამისი წოდებით ნამსახურობის შესახებ.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია