დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016661 |
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის №04 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 28/02/2025; 010250050.35.163.016634).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
|
ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება
|
| ||||||||||||||
დანართი №2
|
ქალაქ თელავის ზონირების რუკა
|
.
|
![]() “ |
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია შესაბამისი ზონების მიხედვით. მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შესაბამის ზონაზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:
1.1. CN N – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2. IMG G – არის თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 1.3. ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1,0-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,9-ს; 1.4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; 1.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრულია შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 63,60 ლარს. 4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება N3 დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 31,80 ლარს. 5. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 63,60 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება №3 დანართის მე-2 პუნქტით დადგენილი ფასი.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები