დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017997 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016693) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის“: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი ადგენს რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების (შემდგომში – რესტრუქტურიზებული ვალდებულებები) ერთიანი რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) წარმოების წესსა და პირობებს.“; ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამონაწერი რეესტრიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერის არსებობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ფაქტი და დავალიანების დაფარვის მდგომარეობა;“; გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეესტრი შედგება სამი განყოფილებისაგან: ა) პირველი განყოფილება – სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების განყოფილება; ბ) მეორე განყოფილება – სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული, ვალდებულებების მქონე საწარმოების განყოფილება; გ) მესამე განყოფილება – სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული, ვალდებულებების არმქონე (დახურული) საწარმოების განყოფილება.“; დ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების მხარეებს;“. 3. ბრძანებით დამტკიცებული „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის ფორმის“ (დანართი №1) მეოთხე და მეხუთე განყოფილებები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები